მსოფლიოს ახალ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს მშობლიურ ქალაქში დიდი დახვედრა მოუწყვეს

მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, როგორც იქნა, ჩააღწია თავის მშობლიურ ქალაქ ჰეპენჰაიმში, რომლის მთავარ მოედანზე მას 10 ათასი გულშემატკივარი დახვდა.

"არ მეგონა თუ ჩემს მისასალმებლად ამდენი ადამიანი მოვიდოდა, ამიტომაც ძალიან ამაყი ვარ, - განაცხადა სებასტიანმა ასეთი თბილი მიღების შემდეგ. - აქ უკეთესია, ვიდრე აბუ დაბიში".

ცივი ამინდის მიუხედავად, გულშემატკივრებმა შეკრება დილის შვიდი საათიდან დაიწყეს, რათა ახლოს ყოფილიყვნენ სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნასთან. საზეიმო ცერემონიისას წესრიგს ორასამდე პოლიციელი იცავდა.

თუ ადრე ჰეპენჰაიმი უამრავი კულტურული ძეგლითა (ოთხასზე მეტით) და ქიორლინგში საერთაშორისო ტურნირით იყო ცნობილი, ახლა ფეტელის წყალობით მას უფრო მეტი ყურდღება გარანტირებული აქვს. ასე მოხდა თავის დროზე მიხაელ შუმახერის მშობლიური ქალაქის - კერპენის შემთხვევაში.

სხვათა შორის, ცერემონიის დროს გერმანელ პილოტს საგზაო მაჩვენებლის საინტერესო ტრაფარეტი გადასცეს - ქალაქის სახელწოდება გადახაზეს და მის ნაცვლად ახალი სახელი დაწერეს - "ფეტელჰაიმი".

თანაქალაქელებთან საუბრისას ფეტელმა ის ადამიანები ახსენა, ვისაც მისთვის ჩემპიონობა არ მიულოცავს: "დღემდე არ მიმიღია ფერნანდო ალონსოს მილოცა".

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა