3 ნოემბერს სპორტის სასახლეში 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი გაიმართა
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრებს რამდენიმე წელიწადია, მნიშვნელოვან შეჯიბრებებში არ უასპარეზია, მით უმეტეს - საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ.

ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ 3 ნოემბერს სპორტის სასახლეში, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, ფინელებთან პირველ ტაიმში ჩვენი ბიჭები შებოჭილად გრძნობდნენ თავს.

შეხვედრა სტუმრების იერიშით დაიწყო და პირველსავე წუთზე ფინელმა ტამინენმა შვიდმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა. მესამე წუთზე დათუკაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

მე-5 წუთზე ისევ ტამინენმა იყოჩაღა, მასპინძელთაგან კი ირაკლი ჩიქოვანმა გამოიჩინა თავი. პირველი ნახევრის 25 წუთის განმავლობაში მეტოქეებმა მხოლოდ 6-6 ბურთის გატანა შეძლეს.

მიზეზი ის იყო, რომ ორივე გუნდის დაცვა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, თან ჩვენი ნაკრების მეკარემ, შოთა თევზაძემ რამდენჯერმე იხსნა თანაგუნდელები. ტაიმის მიწურულს სუომელებმა იძალეს და ორი ბურთით დაწინაურდნენ - 10:8.

შესვენების შემდეგ სრულიად განსხვავებული თამაში ვიხილეთ - მასპინძელთა შეჩერება სტუმრებმა ვერ შეძლეს: ჯერ მსხვილიძემ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიშში სხვაობა, 33-ე წუთზე დათუკაშვილის დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი - 10:10.

წუთიც არ იყო გასული, რომ მასპინძლებმა ფინელების იერიში მოიგერიეს და მსხვილიძემ ამ მატჩში ქართველები პირველად დააწინაურა - 11:10.

ფაქტობრივად, ამ გოლით ჩვენებმა პაექრობის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს: ჯორჯე რასიჩის შეგირდებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე - დაცვაშიც უკეთ ითამაშეს და თავდასხმაც, პირველ ტაიმთან შედარებით, უფრო შედეგიანი აღმოჩნდა - ჩვენი ბიჭების უძლიერესი დარტყმები ხშირად აღწევდა მიზანს.

სანამ ფინელები გონს მოეგებოდნენ, მასპინძლებმა თავბრუდამხვევი შეტევებით ანგარიშში სხვაობა რვამდე გაზარდეს - 19:11.

სუომელებმა მეორე ტაიმში მეორე ბურთი მხოლოდ 45-ე წუთზე გაიტანეს, რასაც რუსიამ და ჩიქოვანმა ორი გოლით უპასუხეს - 21:12. აქ კი მასპინძლება დაცვაში ორი უხეში შეცდომა დაუშვეს და არბიტრებმა ზედიზედ ორი ჩვენებური გააძევეს 2-2 წუთით, რითაც ისარგებლეს სტუმრებმა და ორჯერ აიღეს მე-2 ტაიმის მეორე ნახევარში თევზაძის ნაცვლად შემოსული ტორონჯაძის კარი.

თუმცა ფინელებმა საფინალო სასტვენამდე დარჩენილ ხუთ წუთში მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლეს და ქართველებმა გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერეს - 26:19.

- ლიტვაში წაგებული მატჩის შემდეგ ბევრს ეეჭვებოდა, საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაციას და ფინელების დამარცხებას რომ შევძლებდით, - გვითხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯორჯე რასიჩმა. - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა უკრაინაში.

ამიტომ შეთამაშება გვაკლდა, რაც პირველ ტაიმშიც გამოჩნდა. ბიჭებს დიდ წნეხად აწვათ ლიტვაში წაგებული მატჩიც, თუმცა, ჩემმა შეგირდებმა პირველი 30 წუთის განმავლობაში ირწმუნეს, რომ სუომელებთან ტოლ-სწორად ბრძოლა შეიძლებოდა. ამიტომ მეორე ნახევარში სულ სხვა განწყობით გამოვიდნენ მოედანზე და თავადაც ნახეთ, რა ქნეს. წარმატებაში გულშემატკივრებმაც შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი.

მერწმუნეთ, საქართველოს დიდი მომავლის გუნდი ჰყავს.

შოთა თევზაძე (კაპიტანი): ბალტიისპირული პაექრობის გახსენებაც არ მინდა - ელემენტარული საგოლე სიტუაციები ვერ გამოვიყენეთ. ლიტვა ჯგუფის ფავორიტია, მაგრამ შეიძლებოდა, არ წაგვეგო. სამწუხაროდ, რაც მოხდა, იმას ვეღარ გამოვასწორებთ, ამიტომ მომავალ თამაშებზე უნდა ვიზრუნოთ. დღევანდელმა გამარჯვებამ დაგვარწმუნა, რომ პლეი ოფზე ფიქრი სულაც არ არის აუხდენელი ოცნება. მადლობა გულშემატკივრებს. ასეთი ქომაგების გაწბილება ნამდვილად არ შეიძლებოდა.

გუშინვე ლიტვამ სტუმრად თურქეთს აჯობა 23:20 (9:11) და ოთხი ქულით პირველ შესარჩევ ჯგუფში დაწინაურდა.

3 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო-ფინეთი 26:19

საქართველო: გიორგი გვაზავა, უჩა გამზარდია (2), ზურაბ აბრამიშვილი, სერგო დათუკაშვილი (5), ვლადიმერ რუსია (4), ირაკლი ჩიქოვანი (4), ოთარ ამირანაშვილი, გიგა ტორონჯაძე, თეიმურაზ ორჯონიკიძე, უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, შოთა თევზაძე (კ), რევაზ ჭანტურია (6), რატი მსხვილიძე (5), ლევან ბერძენიშვილი, ილია გოგალაძე (მთავარი მწვრთნელი - ჯორჯე რასიჩი, მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე).

ფინეთი: ვილი ნორდკვისტი, მირო კოლიონენი, იოაკიმ ბრომანი (1), ოლი-პეკა კორპიმაკი (1), ოსკარ კიჰლსტედი (2), ნიკო რონბერგი (1), ლეონელ ჰენრიკ ოიალა, რიკარდ სუნდბერგი (4), ანტი ვალო (2), ბენი ბრომანი (3), ჰენრი აუერი, მიკაელ მაკელა (1), ტიმუ ტამინენი (4), რობინ სიომანი (მთავარი მწვრთნელი - მარკო ტულანდერი, მწვრთნელები - მიკაელ კალმანი, კრის ალამო).

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ორივე ისრაელი)

დელეგატი: ისკანდარ ასკაროვი (აზერბაიჯანი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიტვა 2 2 0 0 46:37 4

1. საქართველო 2 1 0 1 43:42 2

3. ფინეთი 2 1 0 1 45:46 2

4. თურქეთი 2 0 0 2 40:49 0

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2014 წლის 2 იანვარს განახლდება: 2 იანვარი. ფინეთი-ლიტვა, თურქეთი-საქართველო, 4-5 იანვარი. ლიტვა-ფინეთი- საქართველო-თურქეთი, 8-9 იანვარი. საქართველო-ლიტვა, თურქეთი-ფინეთი, 11-12 იანვარი. ლიტვა-თურქეთი, ფინეთი-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ულტრას
ხო,ოღონდ ქომაგთა ლიგა არა რა გთხოვთ, ''ქართული სპორტის ქომაგები''. წარმატებები ჩვენს ნაკრებს. მადლობა მათ ასეთი ღირსეული თამაშისთვის.
dato
ქომაგობა მართლა მაგარი იყო, განსაკუთრებით ქომაგთა ლიგის ახალგაზრდების მხრიდან! ძალიან კარგია რომ ამ მხრივ მაინც იხვეწება ჩვენი სპორტი
კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ტიტე კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა