"შერმადინის ლიდერობით "სარაგოსამ" "მანრესა" შეარცხვინა", - ასეთი სათაური აქვს გამოცემა AS-ის 3 ნოემბრის სტატიას
"შერმადინის ლიდერობით "სარაგოსამ" "მანრესა" შეარცხვინა", - ასეთი სათაური აქვს გამოცემა AS-ის 3 ნოემბრის სტატიას.

ახლა უფრო კონკრეტულად: სარაგოსელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში "მანრესა" მიიღეს და პირველსავე პერიოდში 30 ქულა ჩაუგდეს - 30:19. მასპინძლებმა დაცვაში განსაკუთრებული სიმტკიცე მესამე პერიოდში გამოიჩინეს, 21:7 იმარჯვეს და საფინალო ანგარიშშიც 37-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 89:52.

პირველ ტაიმში მოწყობილ გაქცევაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველებს, მეორე ნახევარში (რომელსაც ფორმალური სახეღა შერჩა) კი მწვრთნელმა ვიქტორ სანიკიძე დაასვენა, გიორგი შერმადინმა კი საბოლოოდ 20 წუთში 18 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. ერთი პასი შერმადინმა სანიკიძის მისამართით შეასრულა და ეფექტური კომბინაციაც გამოვიდა.

გიორგი შეტევისას მეტად აკურატული იყო (6-დან 5 ორქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), რაც მის მარგი ქმედების კოეფიციენტზე აისახა - 22.

სანიკიძემ მოედანზე 14 წუთი გაატარა, მატჩი 6 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. მან 3-3 ორქულიან-საჯარიმო სტყორცნა და 2-2 ჩააგდო.

ერთი დღით ადრე, შაბათს სეზონის პირველი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". მანაც სოლიდური უპირატესობით იმარჯვა "ლაბორალ კუჩასთან" - 82:62.

ქართველმა ფორვარდმა ხუთნახევარი წუთი ითამაშა და 2 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა