"გამარჯვება ან სიკვდილი!" - 5 ნოემბერს ანტონიო კონტემ თავის ფეხბურთელებს ბენიტო მუსოლინის ეს სიტყვები უნდა უთხრას
შეიძლება მადრიდის "რეალს", ფაქტობრივად, განაღდებული აქვს ჯგუფიდან გასვლა, მაგრამ "სამეფო გუნდის" ტურინში ვიზიტი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და 5 ნოემბერს, დღის მატჩიც სწორედ "იუვენტუს სთედიუმზეა".

არანაკლებ საინტერესოა "მანჩესტერ იუნაიტედის" საგარეო თამაში სან-სებასტიანშიც.

A ჯგუფი: ნერვების თამაში ანოეტაზე

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იუნაიტედი 3 2 1 0 6-3 7

2. ლევერკუზენი 3 2 0 1 8-5 6

3. შახტარი 3 1 1 1 3-5 4

4. სოსიედადი 3 0 0 3 1-5 0

დევიდ მოიესის შეგირდებმა ბოლო ორ კვირაში აშკარად მოუმატეს და ამ ჯგუფსაც ლიდერობენ. თუმცა "წითელი ეშმაკები" მაინც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან წაგება მათ არცთუ სახუმარო პრობლემებს შეუქმნის.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფრეც არ იქნება დიდად სასიხარულო შედეგი, რადგან შემდეგ "იუნაიტედს" კარგ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენთან" სტუმრობა და ბოლო ტურში "შახტართან" მასპინძლობა უწევს.

არ მგონია, რომ ინგლისელებს რაიმენაირად აწყობდეთ დონეცკელებთან მატჩამდე ისე მივიდნენ, რომ იმ შეხვედრაში მათი ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე იყოს. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ბასკეთიდან 3 ქულის წაღებაა საჭირო, მაგრამ ეს თქვენ ადვილი ხომ არ გგონიათ?

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ "სოსიედადი" არც ისეთი უსუსური და სუსტია, როგორც ეს შედეგებიდან ჩანს.

ამ ახალგაზრდულმა და სიმპათიურმა გუნდმა მანჩესტერელები "ოლდ ტრაფორდზეც" ანერვიულა და რატომ არ შეიძლება, რომ მეტოქის ნერვებზე "ანოეტაზე" უფრო მეტად ითამაშოს? ვეცდები, ამ კითხვებს თავადვე გავცე პასუხი - სან-სებასტიანში მოგება ადვილი ნამდვილად არ არის და გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვივით გარდამავალ პერიოდში მყოფ "იუნაიტედს" ნამდვილად ელის ნერვიულობა.

მეტიც, პირადად მე გამოვრიცხავ იმას, რომ "სოსიედადმა" ჯგუფი უქულოდ დაასრულოს, მაგრამ საკითხავი ის არის, თუ ვის გაამწარებენ ხაგობა არასატეს შეგირდები.

სოსიედადი-იუნაიტედი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, გონსალესი, ი. მარტინესი, ანხელი - პერდო, ზურუტუზა - კასტრო, პრიეტო, გრიზმანი - სეფეროვიჩი.

იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ჯონსი, ვიდიჩი, ევრა - გიგსი, ფელაინი - ვალენსია, კაგავა, იანუზაი - ვან პერსი.

არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

მარტივად არის საქმე "დონბას არენაზე" გასამართ შეხვედრაში - გერმანიაში შერცხვენის შემდეგ "შახტარმა" "ლევერკუზენზე" შური უნდა იძიოს, სამი ქულა ჩაიჯიბოს და მირჩა ლუჩესკუს ისევ კარგი შანსი დარჩება ჯგუფიდან გასვლის.

თუ მატჩი ფრედ დამთავრდა, უკრაინელები გვარიანად გაირთულებენ ცხოვრებას და სხვებზე დამოკიდებულნი გახდებიან. აი, წაგების შემთხვევაში კი, შეგვეძლება, რომ მათ დავემშვიდობოთ.

"ლევერკუზენმა" ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში "ბრაუნშვაიგთან" წააგო და "ბაიერნი" 4 ქულით წინ გაუშვა, ხოლო "დორტმუნდი" - სამით.

როგორც ჩანს, სამი ჰიიპია ამ მატჩისთვის ემზადებოდა, რომლის მნიშვნელობაც მას ჩვენზე უკეთ ესმის.

შახტარი-ლევერკუზენი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ილსინიო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - ფერნანდო, სტეპანენკო - ტაისონი, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოშტა - ლუის ადრიანო.

ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, ვოლშაიდი, ბიონიში - კასტრო, ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, კისლინგი, კრუზი.

არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

დარჩენილი მატჩები

ლევერკუზენი-იუნაიტედი 27.11

შახტარი-სოსიედადი 27.11

იუნაიტედი-შახტარი 10.12

სოსიედადი-ლევერკუზენი 10.12

B ჯგუფი: ტურინში დიქტატორების სული ტრიალებს

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 3 3 0 0 12-2 9

2. გალათასარაი 3 1 1 1 6-9 4

3. იუვენტუსი 3 0 2 1 4-5 2

4. კოპენჰაგენი 3 0 1 2 2-8 1

"იუვენტუსი"-"რეალი" მართლაც დიდი დაპირისპირებაა, ორი დიადი გუნდის დუელი. თუმცა, სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, ეს შეხვედრა მასპინძელთათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტუმრებისთვის.

"ბებერი ქალბატონის" ვერმოგება ფიასკოა, ხოლო "სამეფო გუნდისთვის" წაგება არასასიამოვნო იქნება, მაგრამ არა კატასტროფა და ტრაგედია.

ვიცით, რომ 90%-ით "რეალი" მაინც გასულია და თანაც, პირველი ადგილით. იმ 10%-საც, უბრალოდ, ზრდილობის გულისთვის ვიტოვებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მადრიდელები რაიმეს დათმობენ. მათ ტურინში ვიზიტები ისე მწარედ ახსოვთ, რომ ბოლო-ბოლო, ბრძოლა პრინციპის საკითხია...

1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს იტალია და უნგრეთი ხვდებოდნენ, "სკუადრა აძურას" ფეხბურთელებმა ბენიტო მუსოლინის მოკლე გზავნილი მიიღეს - vincere o morire - ანუ "გამარჯვება ან სიკვდილი".

დღეს დუჩეს მაგივრობა შესაძლოა ანტონიო კონტემ გასწიოს და თავის ფეხბურთელებს ეს სიტყვები უთხრას, რადგან ეს აქტუალურია და რეალობაა - "იუვენტუსმა" "ფრანკოს რეალს" უნდა მოუგოს.

აქ უბრალოდ ვენდეტაზე არ არის საუბარი; საქმე ისაა, რომ კარგად თუ გადავხედავთ შესაძლო და მით უმეტეს, პროგნოზირებად ვარიანტებს, დღეს "იუვესთვის" ფრესა და წაგებას ზუსტად ერთი ფასი აქვს და ამ შემთხვევაში გუნდი იმის იმედად დარჩება, რომ "რეალი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3 ქულას არ აჩუქებს "გალათასარაის".

კონტემ მადრიდში 4-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა და გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს "მწვრთნელი-დიქტატორი" ამჯერად. ფაქტია, ბოლო პერიოდში ტურინელებს ლაღად თამაში უჭირთ. მათ პარმაში ძალიან მძიმე ბრძოლა გადახდათ თავს და კლასის ხარჯზე მოიგეს - მინდორზე ერთი წუთის შემოსული ფაბიო კვალიარელას ჯადოქრულ დარტყმას პოლ პოგბამ დაამატა.

ესეც თემაა... თუ ვინ იქნება კარლოს ტევესის მეწყვილე თავდასხმაში.

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, იგი სამშობლოში საბრძოლო შემადგენლობითა და განწყობით ჩავიდა. ცხადია, ენდომება, რომ ყოფილი გუნდი ისევ დაამარცხოს და ექსშეგირდს ერთგვარი "მოსწავლისა და მასწავლებლის" ტაქტიკური პაექრობა მოუგოს.

ისე, "რეალმა" ბოლო 2 თამაშში 10 გოლი გაიტანა, მაგრამ 5 გაუშვა. "იუვემ" კი მადრიდელების მერე 3 მატჩი მოიგო, 7 ბურთი გაიტანა და არცერთი არ გაუშვია.

7 გოლი კარგია, მაგრამ 7 "რეალის" რიგებიდან მარტო კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი 3 შეხვედრაში და მონაგარის გაზრდას ის ტურინშიც უცილობლად შეეცდება.

P.S. იტალიამ უნგრეთს 4:2 მოუგო.

იუვენტუსი-რეალი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა - ვიდალი, პოგბა, პირლო - მარკიზიო - ლორენტე, ტევესი.

რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია, ბენზემა, კ. რონალდო.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

"კოპენჰაგენისთვის" თითოეული გოლი და ქულა ზეიმია. ეს გუნდი არც ისე ხელწამოსაკრავი და ადვილად წასაქცევია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, "პარკენზე".

დანიელებს სულ არ აღელვებთ სხვების ამბიციები და თავისას ითამაშებენ.

თუმცა "გალათასარაის" წამითაც არ უნდა, მოგების გარდა, რაიმე სხვა შედეგის გაფიქრება. რობერტო მანჩინის შეგირდებმა აუცილებლად უნდა მოიგონ, ტურინში "რეალის" იმედი ჰქონდეთ და მერე იფიქრონ ბოლო ტურის თამაშზე, რომელიც "ალი სამი იენიზე" "გალასა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართება და ალბათ, ყველაფერს გადაწყვეტს.

ვნახოთ, ვინ იქნება იმ მომენტისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციაში.

გალათასარაი-კოპენჰაგენი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - ბრაატენი, კლაუდემირი, ბოლანიოსი, გისლასონი - იორგენსენი, ვეტოკელე.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა - ებუე, შეჯუ, კაია, სარიოღლუ - ფელიპე მელო, სელჩუკ ინანი, გიულზელამი - სნეიდერი - დროგბა, ბ. ილმაზი.

არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

დარჩენილი მატჩები

რეალი-გალათასარაი 27.11

იუვენტუსი-კოპენჰაგენი 27.11

კოპენჰაგენი-რეალი 10.12

გალათასარაი-იუვენტუსი 10.12

C ჯგუფი: ფრთხილად! მინდორზე ავი მიტროღლუა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 3 3 0 0 12-1 9

2. ოლიმპიაკოსი 3 1 1 1 5-5 4

3. ბენფიკა 3 1 1 1 3-4 4

4. ანდერლეხტი 3 0 0 3 0-10 0

პსჟ-ს, "რეალთან" ერთად, ყველაზე მეტი (12) გოლი აქვს გატანილი და "ბაიერნთან" ერთად, ყველაზე ცოტა (1) გაშვებული. ლორან ბლანის შეგირდები დაფრინავენ და ალბათ, ისევ შავ დღეში ჩააგდებენ "ანდერლეხტს", რომლის გრაფებშიც, ძირითადად, ნულებია.

ბრიუსელელებმა ისიც კი მოახერხეს, რომ 3 მატჩის მერე მათ გაშვებული ბურთების გრაფაშიც ნულია, ოღონდ წინ ერთიანით.

ერთადერთი სასიხარულო სტუმრებისათვის ის გახლავთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიკროტრავმა აქვს და ალბათ, დასვენებას გადაწყვეტს.

პსჟ-ანდერლეხტი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, მოტა, მატუიდი - კავანი, ლუკასი, ლავეცი.

ანდერლეხტი (4-2-3-1): კამინსკი - ჟილე, ნიუტინკი, კუიატე, ნ’საკალა - კლიესტანი, მილივოიევიჩი - ბრუნო, პრეტი, აჩემპონგი - მიტროვიჩი.

არბიტრი: მარიიო სტრაჰონია (ხორვატია)

ჯგუფის მთავარი თამაში პირეოსშია, "გეორგიოს კარაისკაკიზე". "ბენფიკა" ზედიზედ მეორე სეზონში ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშეა და რამე უნდა იღონოს. ეს რამე კი მინიმუმ ფრე იქნება, თანაც, სასურველია, შედეგიანი.

ვინ იცის, გუნდებმა ტურნირი ერთნაირი ქულებით დაასრულონ. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში "ოლიმპიაკოსი" 83-ე წუთამდე იგებდა და უკეთაც გამოიყურებოდა, მაგრამ ლისაბონელებს გაუმართლათ და ქულის გადარჩენა შეძლეს.

ახლა კი ჟორჟე ჟესუსის ამჟამად ცოტა არეულ გუნდს ურთულესი თამაში აქვს წინ. თუ რა ხდება ხოლმე საბერძნეთში ტრიბუნებზე, მშვენივრად მოგეხსენებათ.

მიჩელის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კვლავაც საუცხოო ფორმაში მყოფი კოსტას მიტროღლუ იქნება - ლიგაზე მას უკვე 3 გოლი მოუგროვდა, ხოლო ჩემპიონატში გამართულ 9 შეხვედრაში 13-ჯერ გაიტანა.

ლისაბონში მას გოლი გაუუქმეს და ორი მომენტი ვერ გამოიყენა. ამის გამო გაავებული და მეტოქის კარზე დაგეშილი იქნება, ეს კი სახიფათოა.

ოლიმპიაკოსი-ბენფიკა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო - სალინო, მანოლასი, სიოვასი, ჰოლებასი - სამარისი, მანიატისი - ვაისი, დომინგესი, ფუსტერი - მიტროღლუ.

ბენფიკა (4-3-3): მორაესი - ალმეიდა, გარაი, ლუიზაო, სიკუეირა - ფეისა, მატიჩი, პერესი - ჯურიჩიჩი, კარდოსო, გაიტანი.

არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

დარჩენილი მატჩები

ანდერლეხტი-ბენფიკა 27.11

პსჟ-ოლიმპიაკოსი 27.11

ბენფიკა-პსჟ 10.12

ოლიმპიაკოსი-ანდერლეხტი 10.12

D ჯგუფი: "პლზენს" ლუდიც არ უშველის

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 3 3 0 0 11-1 9

2. სიტი 3 2 0 1 6-4 6

3. ცსკა 3 1 0 2 4-7 3

4. პლზენი 3 0 0 3 2-11 0

დღევანდელ ჯგუფებში ყველაზე მარტივად სიტუაცია სწორედ აქ არის. "სიტიმ" საკუთარ კედლებში, უბრალოდ, უნდა მოუგოს ცსკა-ს და თავის ტანჯვასაც დაუსვას წერტილი და მოსკოველებისაც.

ინგლისელებს ბოლო-ბოლო ეღირსებათ ჯგუფიდან გასვლა. თუმცა "არმიელები" შეეცდებიან, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართონ.

სიტი-ცსკა 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, ნასტასიჩი, დემიკელისი, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე, ნავასი, სილვა - აგუერო, ჯეკო.

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენიკოვი - ვერნბლუმი, მილანოვი - ტოშიჩი, ჰონდა, მუსა - დუმბია.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარვალიო (ესპანეთი)

აი, "ბაიერნი" კი ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე გასული იყო და აბა, ახალი რა გითხრათ? "პლზენი" კარგს არაფერს უნდა ელოდოს, თუ, რა თქმა უნდა, წინა დღეს მიუნხენელებმა უჩუმრად არ მიირთვეს ჩეხური ლუდი ჭარბი დოზით.

თუმცა გერმანელებს თავიანთი ლუდიც ისეთი აქვთ, რომ... "პლზენს" ამაშიც არ გაუმართლა.

პლზენი-ბაიერნი 23:45

სავარაუდო შემადგენლობები

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რაიტორალი, ჩისოვსკი, პროზაჩკა, ლიმბერსკი - ჰორავა, ჰორვატი - პეტრჟელა, კოლარი, კოვარიკი - ბაკოში.

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - მარტინესი - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, ტ. კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.

არბიტრი: ანტონიო მატეუ ლაჰოზი (ესპანეთი)

დარჩენილი მატჩები

ცსკა-ბაიერნი 27.11

სიტი-პლზენი 27.11

პლზენი-ცსკა 10.12

ბაიერნი-სიტი 10.12

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან-,,დინამო,დინამო,დინამო!,, ინგლისური,,ტაიმსი,,1981წლის 5 მარტს: ,,ვესტ ჰემი,,თითქოს გააოცაო უბრწყინვალეს კინოვარსკლავებთან შეხვედრამ,მაგრამ მათ შორის მართლაც იყო ერთი ტანადი,ულვაშებიანი და თნაშეთხელებული ვაჟკაცი,რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებდა ასეთ რეპუტაციას.ეს გახლდათ ყიფიანი,რომელიც თავისი მოხდენილი გრძელი ფეხებით,,ეპტონ პარკში,,ისე დააბიჯებდა ,როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოში,თავის თეთრ-ლურჯ პარტნიორებთან ერთად... ,,ტაიმსი,, 6 მარტი ,,ვესტ ჰემს,,ახლა აქვს თბილისელებთან განვლილი მატჩის ვიდეოჩანაწერი.გუნდის მენეჯერმა ჯ.ლაიოლმა ამ ფილმს ასე უწოდა:,,აი,როგორ უნდა ფეხბურთის თამაში,,. ,,სანი,, 5 მარტი სუპერმენები(დინამოზე)ლაიოლს სუნთქვაშეკრულს ტოვებენ ლაიოლი-კონტინენტზე ბევრი გუნდი მინახავს,მაგრამ ,,დინამოზე,,უკეთესი არა! ...მათ აქვთ ყველაფერი-გონიერება,ტექნიკა...(დღეს ორივე გვაკლია!)ამ დღეს ჩვენ რაღაც ვისწავლეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ,,დეილი მეილი,, ,5 მარტი ,,ამ დამარცხებაში ვესტ ჰემს ვერ დაანაშაულებ.თბილისელებს,რომლებმაც შარშან ლივერპული დაამარცხეს.ჰყავთ ისეთი მაღალი უმაღლესი დონის ფეხბურთელი,როგორიც ალექსანდრე ჩივაძეა.იგი ბურთს ისე ფლობს და ათამაშებს,როგორც ბეკენბაუერის კლასს შეეფერება;ანდა ტანმაღალი ნახევარმცველი დავით ყიფიანი,როლის გამოცდილებამაც დაჩრდილა ტრევორ ბრუკინგი... ,,დეილი ექსპრესი,, 5 მარტი ,,დინამო,,ცეკვავდა ვალსს(!),ქსოვდა სასწაულებრივ მოძრაობებს(!
akhali
დავით ყიფიანი ნოდარ ახალკაცზე ,,ფეიენოორდთან,,როტერდამში მატჩის წინ თვიმფრინავში გ.ფანჯიკიძესთან ინტერვიუში: ნოდარ ახალკაცში ორი რამ არის შერწყმული:დიდი პროფესიონალიზმი და თავისი საქმის ფანატიკური სიყვარული(დღეს არერთი ეს თვისებები არცერთ ფეხბურთელში არ დევს).იგი ყველას -უფროსებსაც და მით უმეტეს,უმცროსებსაც აძლევს თავდადების,საქმისადმი სერიოზული,პატიოსანი დამოკიდებულების მაგალითს(დღეს ეს თვისებები რომელ სპორტსმენშია?მწვრთნელში?))
akhali
გურამ ფანჯიკიძის წიგნიდან-,,დინამო,დინამო,დინამო!,, ინგლისური,,ტაიმსი,,1981წლის 5 მარტს: ,,ვესტ ჰემი,,თითქოს გააოცაო უბრწყინვალეს კინოვარსკლავებთან შეხვედრამ,მაგრამ მათ შორის მართლაც იყო ერთი ტანადი,ულვაშებიანი და თნაშეთხელებული ვაჟკაცი,რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებდა ასეთ რეპუტაციას.ეს გახლდათ ყიფიანი,რომელიც თავისი მოხდენილი გრძელი ფეხებით,,ეპტონ პარკში,,ისე დააბიჯებდა ,როგორც სოფლის სკოლის დირექტორი თავის სამფლობელოში,თავის თეთრ-ლურჯ პარტნიორებთან ერთად... ,,ტაიმსი,, 6 მარტი ,,ვესტ ჰემს,,ახლა აქვს თბილისელებთან განვლილი მატჩის ვიდეოჩანაწერი.გუნდის მენეჯერმა ჯ.ლაიოლმა ამ ფილმს ასე უწოდა:,,აი,როგორ უნდა ფეხბურთის თამაში,,. ,,სანი,, 5 მარტი სუპერმენები(დინამოზე)ლაიოლს სუნთქვაშეკრულს ტოვებენ ლაიოლი-კონტინენტზე ბევრი გუნდი მინახავს,მაგრამ ,,დინამოზე,,უკეთესი არა! ...მათ აქვთ ყველაფერი-გონიერება,ტექნიკა...(დღეს ორივე გვაკლია!)ამ დღეს ჩვენ რაღაც ვისწავლეთ და ეს უნდა გამოვიყენოთ. ,,დეილი მეილი,, ,5 მარტი ,,ამ დამარცხებაში ვესტ ჰემს ვერ დაანაშაულებ.თბილისელებს,რომლებმაც შარშან ლივერპული დაამარცხეს.ჰყავთ ისეთი მაღალი უმაღლესი დონის ფეხბურთელი,როგორიც ალექსანდრე ჩივაძეა.იგი ბურთს ისე ფლობს და ათამაშებს,როგორც ბეკენბაუერის კლასს შეეფერება;ანდა ტანმაღალი ნახევარმცველი დავით ყიფიანი,როლის გამოცდილებამაც დაჩრდილა ტრევორ ბრუკინგი... ,,დეილი ექსპრესი,, 5 მარტი ,,დინამო,,ცეკვავდა ვალსს(!),ქსოვდა სასწაულებრივ მოძრაობებს(!)
SHUKOVANI
გალამ 1-6 რომ წააგო , მაშინ ვთქვი ჯგუფიდან გავა თქო ... :)) იუვე , უეჭველად ჩარჩება :)) ნუ , მე ასე მგონია. !
akhali
თუ იცით თბილისში არის რუსული ბუკ.კანტორები,ტოტალიზატორი ,,ფონ,, ან ,,ლიგა სტავოკ,,? ან კანტორა,რომელიც ექსპრესში იღებს რამდენიმე თამაშის ზუსტ ანგარიშს და არ გააჩნია შეზღუდვა მოგების კოეფიციენტში
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კარლოს დროს მეტი თავისუფლება გვქონდა" - კარვახალმა ერთმანეთს ანჩელოტი და ალონსო შეადარა
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
ბენფიკა VS ბაიერნი - 60 ათასი ფანი კარგი ტესტია
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
პოგბა აშშ-ში - ფრანგი ფეხბურთელის ახალი გუნდი ცნობილია
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
ᓘᓐᓞᓝᓜᓘᓐ-ᓡᓐᓑᓔᓠᓫᓜᓔᓗᓘ 0:0 - ᓗᓘᓗᓝ ᓥᓣᓚᓐ ᓓᓐ ᓙᓛᓐᓧᓝᓤᓘᓚᓔᓑᓐ [VIDEO]
რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფის წინ: გასაუბრება ღმერთთან
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
რუმინეთი VS საბერძნეთი - ბრძოლა იყო, ახლა ომის ჯერია
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
საბერძნეთი-რუმინეთი 3:1: სერიოზული უპირატესობა
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
[VIDEO] "ასე როგორ შეიძლება?" - რონალდო ამ ქმედების გამო მკაცრად გააკრიტიკეს
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
რუმინეთი-საბერძნეთი 1:1 - ტოროსიდისის სუპერგოლი... საკუთარ კარში [VIDEO]
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან