ბრაზილია. სერია A

ჩემპიონობის სამი პრეტენდენტიდან თეორიულად ყველაზე უხერხული მეტოქე "ფლუმინენსეს" ჰყავდა - ის სტუმრად "სან პაულუს" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა. მასპინძლებს ჯერ კიდევ რჩებოდათ ოთხეულში შესვლის თეორიული შანსი, მაგრამ მათ თავად არ სჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების და პირწმინდად დათმეს ეს ორთაბრძოლა. სტუმრებმა პირველი ტაიმის განმავლობაში ბევრი მომენტი შექმნეს და ყველა პოზიციიდან შეამოწმეს როჟერიო სენის მზადყოფნა. ვეტერანი მეკარეც კარგა ხანი იგერიებდა ამ შემოტევებს, მაგრამ ორი გოლი მაინც გაუშვა: პირველი ვაშინგტონს ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს, სამაგიეროდ, მცველ გუმის თავურს ვერაფერი დაუწუნეს და პირველი ტაიმი "ფლუმინენსემ" მინიმალური ანგარიშით მოიგო.

საინტერესოა, რომ "სან პაულუს" გულშემატკივრებს ამ გოლის გამო დიდად არ უნაღვლიათ, რადგან მათ "ფლუმინენსეს" ან "კრუზეიროს" ჩემპიონობა ურჩევნიათ დაუძინებელი მტრის - "კორინთიანსის" პირველობას. სხვათა შორის, ამ უკანასკნელის მატჩი "ვიტორიასთან" პარალელურად მიმდინარეობდა და იქ ფავორიტმა სწრაფად გახსნა ანგარიში. თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს "სან პაულუს" ფანებმა რადიოთი სასიხარულო ინფორმაცია შეიტყვეს - "კორინთიანსის" კარში პენალტი დაინიშნა და "ვიტორიამ" ანგარიში გაათანაბრა. თანაც ისე უხაროდათ, თითქოს გოლი მათმა საყვარელმა გუნდმა გაიტანა და ჩემპიონობა მოიპოვა.

მეორე ტაიმში ადგილობრივ გულშემატკივრებს ნამდვილი სიხარულის საბაბიც მიეცათ - ახალგაზრდა ფორვარმა ლუკას გაუჩომ ქუსლით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშმა ინტრიგა დაიბრუნა და სწორედ აქ გააფუჭა ყველაფერი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა. მან პრაქტიკულად არაფრის გამო გაისტუმრა მოედნიდან შანდაო და მას რიჩარლისონიც მიაყოლა... "სან პაულუს" ცხრა კაცით დარჩა მოედანზე და ბუნებრივია, მოტივირებულ "ფლუმინენსეს" არ გასჭირვებია რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება: კონკამ დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი ფრედმა დაამატა. სანამ ჩემპიონობის პრეტენდენტი გამარჯვებას ზეიმობდა, სტადიონზე გამოცხადდა, რომ "კორინთიანსმა" ვერ გატეხა "ვიტორიას" წინააღმდეგობა - შეხვედრა ფრედ დასრულდა. "ფლუმინენსემ" კონკურენტს ერთი ქულით გაასწრო და ცხრილის სათავეში მოექცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "კრუზეირო" (მისი მატჩი სამი საათით გვიან დაიწყო) იოლად გაუსწორდა საკუთარ მოედანზე "ვასკო და გამას" - 3:1. უკვე 33-ე წუთისთვის ანგარიში 3:0 იყო. სამივე ბურთი "მელიებმა" კუთხურიდან გაიტანეს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველ სამეულში ასეთი სიტუაციაა: "ფლუმინენსე" - 65 ქულა, "კორინთიანსი" - 64 და "კრუზეირო" - 63.

გრძელდება ბრძოლა ოთხეულში მოსახვედრად, რაც ლიბერტადორესის თასზე თამაშის გარანტიას იძლევა. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "გრემიომ", რომელმაც შინ "ატლეტიკო პარანაენსე" დაამარცხა - 3:1. ამან რენატო გაუჩოს გუნდს მეოთხე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა, თუმცა "გრემიოს" ჯერ არაფერი აქვს გარანტირებული, რადგან სამი კონკურენტი ჰყავს "ატლეტიკო პარანაენსეს", "ბოტაფოგოსა" და "ინტერნასიონალის" სახით. ამ ტურში დამარცხებულები - "სან პაულუ" და "პალმეირასი" მომავალ სეზონში კოპა სუდამერიკანაზე თამაშით უნდა დაკმაყოფილდნენ.

სეზონის სტარტზე ბრაზილიის თასის მოგებით "სანტოსს" უკვე გარანტირებული აქვს ლიბერტადორესის თასზე თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია არ ჰქონდა, მან სტუმრად 4:1 გაანადგურა "გოიაში" და ეს გუნდი მეორე დივიზიონში გაამგზავრა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ნეიმარმა, ვისაც 16 გოლი დაუგროვდა, მაგრამ, ალბათ, ახალგაზრდა ფორვარდს ორი ტური არ ეყოფა ჟონასის გასასწრებად, რომელსაც 21 ბურთი აქვს.

"გოაიშთან" ერთად სერია B-ში გადადის "გრემიო პრუდენტე". ლიგაში დასარჩენად იბრძვიან "გუარანი", "ვიტორია", "ავაი", "ატლეტიკო გიოანენსე", "ატლეტიკო მინეირო" და თვით მოქმედი ჩემპიონი - "ფლამენგო". ამ უკანასკნელს "გუარანისთან" გამარჯვების მიუხედავად, მხოლოდ სამი ქულა აშორებს გასავარდნ ზონასთან.

XXXVI ტური

ფლამენგო-გუარანი 2:1

გოლები: 1:0 რენატო აბრეუ (2), 1:1 ბაიანო (12), 2:1 დიეგო მაურისიო (34)

გრემიო პრ-სეარა 1:1

გოლები: 1:0 რაინერი (27), 1:1 ჟერალდო (85-პენ)

გრემიო-ატ. პარანაენსე 3:1

გოლები: 1:0 ნეუტონი (13), 1:1 პაულო ბაიერი (19-პენ), 2:1 დუგლასი (59), 3:1 დიეგო (89)

ბოტაფოგო-ინტერნასიონალი 1:2

გოლები: 0:1 ანდრეზინიო (65), 0:2 რაფაელ სობისი (74), 1:2 ანტონიო კარლოსი (76)

პალმეირასი-ატ. მინეირო 0:2

გოლები: 0:1 დიეგო სოუზა (30), 0:2 ნეტო ბეროლა (77)

სან პაულუ-ფლუმინენსე 1:4

გოლები: 0:1 გუმი (34), 1:1 ლუკას გაუჩო (55), 1:2 კონკა (73), 1:3 ფრედი (77), 1:4 კონკა (87)

ვიტორია-კორინთიანსი 1:1

გოლები: 0:1 დანილო (20), 1:1 ვიაფარა (43-პენ)

ავაი-ატ. გიოანენსე 3:0

გოლები: 1:0 ელტინიო (40), 2:0 ჟეფერსონი (86), 3:0 ჟეფერსონი (87)

კრუზეირო-ვასკო 3:1

გოლები: 1:0 როჟერი (14), 2:0 ენრიკე (19), 3:0 ედკარლოსი (32), 3:1 რენატო აუგუსტო (44)

გოიაში-სანტოსი 1:4

გოლები: 1:0 ერნანდო (11), 1:1 დანილო (19), 1:2 ნეიმარი (75), 1:3 ნეიმარი (79), 1:4 ნეიმარი (82)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 36 18 11 7 59-35 65

2. კორინთიანსი 36 18 10 8 62-40 64

3. კუზეირო 36 18 9 9 49-36 63

4. გრემიო 36 15 12 9 62-43 57

5. ატ. პარანაენსე 36 16 8 12 41-44 56

6. ბოტაფოგო 36 13 17 6 51-38 56

7. სანტოსი 36 15 10 11 61-47 55

8. ინტერნასიონალი 36 15 9 12 44-40 54

9. სან პაულუ 36 14 9 13 49-53 51

10. პალმეირასი 36 12 14 10 40-39 50

11. ვასკო და გამა 36 10 16 10 41-43 46

12. სეარა 36 10 16 10 34-41 46

13. ფლამენგო 36 9 16 11 40-42 43

14. ატ. მინეირო 36 12 6 18 49-59 42

15. ატ. გიოანენსე 36 11 7 18 50-56 40

16. ავაი 36 10 10 16 46-55 40

17. ვიტორია 36 9 13 14 41-47 40

18. გუარანი 36 8 13 15 33-49 37

19. გოიაში 36 8 8 20 39-64 32

20. გრემიო პრ 36 7 10 19 38-58 28

ბომბარდირები: 21 - ჟონასი (გრემიო); 16 - ნეიმარი (სანტოსი); 13 - ბრუნო სესარი (კორინთიანსი); 12 - ობინა (ატ. მინეირო).

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა