ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე წუხელ მიუნხენში გაფრინდა, სადაც 6 ნოემბერს მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება იწყება
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე წუხელ მიუნხენში გაფრინდა, სადაც 6 ნოემბერს მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება იწყება. თუმცა ჩვენებური შეჯიბრებაში 8 ნოემბერს ჩაებმება და მხოლოდ ერთ დისციპლინაში - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში გამოვა.

წლეულს სალუქვაძემ პნევმატურში გამოსვლის უფლება ვერ მოიპოვა, თუმცა მიუნხენში წარმატების შემთხვევაში, ის ეგრეთ წოდებულ ჩემპიონთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვადასხვა დისტანციის გამარჯვებულები გამოდიან. შეჯიბრება გერმანიის დროით 8.30-ზე დაიწყება, ფინალური ეტაპი კი 16 საათიდან გაიმართება.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ სალუქვაძე კარიერაში მეათედ შეეცდება სუპერთასის მოპოვებას. ღმერთმა ხელი მოუმართოს - ჩვენც ის გვინდა, მოიგოს, მაგრამ ხელიც რომ მოეცაროს, ამ მაჩვენებლით ისედაც მსოფლიოს რეკორდსმენია. თან, ამ მიღწევას უახლოეს ხანში საფრთხე არ ემუქრება - სუპერთასი 6-6-ჯერ მოუგიათ სერბთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს და ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაო ლუნას.

ამათგან ჩინელმა უკვე დაანება თავი სპორტს, სეკარიჩი კი "გედის სიმღერას" მღერის - მან ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც ვერ მოიპოვა და თამაშებში მხოლოდ სერბეთის ფედერაციის მიერ თავის სპორტსმენებში კვოტების გადანაწილებით მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს