ფიოლერი: "შახტართან" ფრე ბერნდის დამსახურებაა!
"დღეს მოშარდვა საკმაოდ გამიჭირდა," - ღიმილით უთხრა "ლევერკუზენის" მეკარე ბერნდ ლენომ "შახტართან" მატჩის (0:0) შემდეგ გერმანელ კორესპონდენტს. დონეცკში ჩატარებული შეხვედრის საფინალო სასტვენის შემდეგ დოპინგ-კონტროლზე სწორედ 21 წლის მეკარე დაიბარეს, რაც ლოგიკურიც იყო - თუ ამ მატჩის მონაწილეთაგან რომელიმეზე შეიძლებოდა გვეთქვა, დოპინგი ხომ არ აქვს მიღებულიო, პირველ რიგში, სწორედ ლენოზე, რომელმაც "დონბას არენაზე" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ის ფაქტი, რომ "ლევერკუზენმა" "შახტართან" უგოლო ფრეს მიაღწია და დონეცკიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო, სწორედ ახალგაზრდა გოლკიპერის დამსახურებაა. ამ ქულით გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ ხომ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ხანდახან 0:0-იც ბედნიერებაა! ბერნდი დღეს ბრწყინვალე იყო და ეს ქულა მისი დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ ლენო ჩვენი მეკარეა!" - ეს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.

ლენო თანაგუნდელებმაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკეს, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, უეფამ კი მატჩის გმირად აღიარა. "ბერნდმა დღეს წარმოუდგენელი სეივები აკეთა და ოქროს ქულა მოგვიტანა," - თქვა "ბაიერის" მარჯვენა მცველმა ჯულიო დონატიმ.

"მცველისთვის შესანიშნავი განცდაა, როცა იცის, რომ მის უკან კარში ბრწყინვალე მეკარე დგას," - ეს იომერ თოფრაქის სიტყვებია.

არადა, ლენოს ჩემპიონთა ლიგაში დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს - მისთვის ეს შეხვედრა ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მე-12 იყო. ბერნდის ანგარიშზე რამდენიმე გრანდიოზული "სეივია", ყველაზე გამორჩეული მომენტი კი ის იყო, იაროსლავ რაკიცკის დარტყმა ხელბურთის მეკარის სტილში რომ მოიგერია.

"ეს მომენტი ცხადად ასახავს, რომ მეკარის გენები მაქვს. იმ დროს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ არც კი ვიცი, როგორ მოვიგერიე ბურთი. უბრალოდ, ხელები მაღლა ავწიე და ასე გამოვიდა ყველაფერი," - როგორც ხედავთ, თავად მატჩის გმირი მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა.

ბერნდი დონეცკელთა თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმაც აქო: "მოგებას ვიმსახურებდით, რადგან არაერთი რეალური მომენტი გვქონდა, მაგრამ ლენომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ეს მისი დღე იყო!"

ამრიგად, "ლევერკუზენი" A ჯგუფში 7 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთით ჩამორჩება, "შახტარს" კი 2 ქულით უსწრებს. როგორც იცით, "ბაი არენაზე" "ფარმაცევტებმა" დონეცკელები 4:0 დაამარცხეს და დონეცკში მიღწეული 0:0-ის შემდეგ ეს იმას ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გერმანელებს ექნებათ.

ლენო ამბობს, "იუნაიტედთან" საკუთარ მოედანზე მოგებაც შეგვიძლიაო. თუ ბერნდი "მანჩესტერთანაც" ისე ითამაშებს, როგორც დონეცკში, "ლევერკუზენის" ჯგუფიდან გასვლა მართლაც ძალიან რეალურია.

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
რაკიცკი "შახტარში" ბრუნდება
"იუდა" რაკიცკიმ უკრაინის ნაკრებში ჰაერი გაასუფთავა და იქიდან წავიდა, სადაც აღარ იყო
"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა
რუმინეთის ნაკრებს ჰაჯი ჩაუდგა სათავეში
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
რუდი ფიოლერი: "ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა
ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
რენატო სანჩესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება - 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები
გერმანიის ნაკრების მწვრთნელად შეიძლება ნაგელსმანი ან ზამერი დანიშნონ
ლიგა 1. მონაკო-პსჟ. გამოხმაურება: "ლუი მეორეზე" გუნდები უგვირგვინოდ დარჩნენ
თურქეთში ვიზიტი ვერ შედგა - ლუჩესკუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა
ბერნდ ლენო: "ბაიერნი"ისევ ჩემპიონია, ეს მოსაწყენია
"არსენალმა" "მილანის" ყოფილი მცველი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
სკანდალური ფეხბურთელი "შახტარში" დაბრუნდა
ანდრეი შევჩენკომ "ზენიტში" გადასული იაროსლავ რაკიცკი ნაკრებში არ გამოიძახა
"ნახავთ, პსჟ-ს მცველებიდან ყველაზე ხშირად ის ითამაშებს" - ლუჩესკუმ ზაბარნიზე ისაუბრა
ლუჩესკუ არ ჩერდება - 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა
რუსეთი თვით რაკიცკიმაც კი დატოვა
მოღალატედ შერაცხილმა უკრაინელმა მცველმა ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო
ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
ლენო "არსენალიდან" წავიდა, მაგრამ ლონდონიდან არა - გერმანელი მეკარის ახალი გუნდი ცნობილია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია