დიდი ცვლილებების წინ
ბრიტანული "ტელეგრაფის" ჟურნალისტი ტომ კერი მსჯელობს "მაკლარენში" მოსალოდნელ ცვლილებებზე. მას მიაჩნია, რომ გუნდის ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე, "ფორმულა-რენოს" ახალი ჩემპიონი კევინ მაგნუსენი 2014 წელს მექსიკელ სერხიო პერესს შეცვლის.

ამას წინათ გუნდის ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშმა ახალგაზრდა დანიელს უწოდა - "სწრაფი, როგორც ელვა". სხვათა შორის, კევინის მამა - იანი 90-იან წლებში ფორმულა 1-ის პილოტი იყო.

წელს "მაკლარენი" თავის ყველაზე უარეს სეზონს ატარებს: ჯენსონ ბატონისა და სერხიო პერესის საუკეთესო შედეგები იყო მეხუთე ადგილი ჩინეთისა და ინდოეთის გრანპრიზე. გუნდში მიაჩნიათ, რომ საქმე მხოლოდ არაკონკურენტუნარიან მანქანებში არ არის.

ბატონი მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ ის განსაკუთრებით კარგია იმ სიტუაციაში, როცა თავს კომფორტულად გრძნობს მანქანაში. გასულ წლებში კი ის ხშირად აგებდა ჰემილტონთან კვალიფიკაციაში, თანაც, ლუისის უპირატესობა ხანდახან ძალიან დიდი იყო.

წელს პერესი ყველანაირად ცდილობს, არ ჩამორჩეს ბატონის ტემპს - კვალიფიკაციაში ჯენსონი მინიმალური უპირატესობით იგებს: 9:8.

პერესთან კონტრაქტმა "მაკლარენს" სპონსორ Clarovideo-სგან დაახლოებით 10 მილიონი ფუნტი მოუტანა, მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი სერხიოს ხელფასზე მიდის. მაგნუსენისთვის საჭირო იქნებოდა 500 ათასი ფუნტის გადახდა, ასე რომ, ფინანსური თვალსაზრისით, მის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, რომ 2015 წელს "მაკლარენში" "ჰონდა" უნდა მივიდეს.

საბოლოოდ, "მაკლარენში" არჩევანს პილოტთა ტემპის მიხედვით გააკეთებენ. 2007 წელს გარისკეს და აქცენტი ახალგაზრდა ლუის ჰემილტონზე გააკეთეს. ვის აირჩევენ ამჯერად?

Daily Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კევინმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს ფორმულა 1-ისთვის მზად მიიჩნევს და ურჩევნია, "დიდ ცირკში" კარიერა პირდაპირ "მაკლარენში" დაიწყოს და არა "მარუსიაში" ან რომელიმე სხვა აუტსაიდერის რიგებში.

"მე რბოლებში მხოლოდ იმისთვის ვმონაწილეობ, რომ ჩემპიონი გავხდე და არა უბრალოდ იმისთვის, რომ მხოლოდ ფორმულა 1-ის პილოტი ვიყო. ამიტომაც მზად ვარ, გავრისკო. ვიცი, რომ უფრო მეტი შემიძლია", - ამბობს დანიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად