როცა ანგარიში იყო 3:0 ბოსერუპის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო
ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), როგორც გაუწყეთ, წარმატებით აიღო სტარტი სოფიო ქვაცაბაიამ.

მე-8 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ნორა ენგელმანს (გერმანია) მოუგო და მე-2 ტურში კიმბერლი ციმერმანს (ბელგია) დაუპირისპირდება. თანაგუნდელს მხარი აუბა ეკატერინე გორგოძემ (მე-4 ნომერი). პირველ წრეში მან ესენ კოკჩე (თურქეთი) დაამარცხა - 6:0, 6:0.

მომდევნო ეტაპზე გორგოძეს მაროკოელი რიტა ატიკი გაუწევს მეტოქეობას. ასეთივე ანგარიშით უკრაინელმა ანასტასია შესტაკოვამ ანა ქადაგიძეს აჯობა.

წყვილებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. მათ შორის, სამწუხაროდ, არც ერთი ქართველი არ არის. ქადაგიძემ ვიქტორია კუზმოვასთან (სლოვაკეთი) ერთად რუმინელ ბოგდანებთან რომ წააგო, უკვე გაუწყეთ. 6 ნოემბერს ქვაცაბაიამ და კოკჩემ მე-3 ნომრად განთესილ მარი ბენოიტსა და კიმბერლი ციმერმანთან ორთაბრძოლისას დამარცხებულებმა დატოვეს კორტი - 3:6, 0:6, ხოლო გორგოძემ და ტაისია ზაკარლიუკმა (უკრაინა) ნაგი ჰანატანისა და იოშიმი კავასაკის იაპონურ წყვილთან დათმეს პაექრობა - 1:6, 3:6.

დიდ ბრიტანეთში 10.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე ნორა ნიედმერსს (გერმანია) დანებდა - 5:7, 3:6. წყვილებში მასპინძელ ჟასმინ ალბერ აშგარისთან შეამხანაგებული ბოლქვაძე მარია მასინისა (იტალია) და დარია შულჟანოკის (ბელორუსი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ბოლო ერთი თვეა, თბილისელი ანა ტატიშვილი წარმატებით ასპარეზობს ამერიკულ ტურნირებში. 6 ნოემბერს კეპტივა აილენდის 50.000-იან ტურნირში ჩაება. სტარტზე მასპინძელ იულია ბოსერუპს შეხვდა. პირველი ხელი ამერიკელმა დაძაბულ ორთაბრძოლაში 7:6 მოიგო, მეორეში, როცა ანგარიში იყო 3:0 ბოსერუპის სასარგებლოდ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

თურქეთში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ერთეულთა თანრიგის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაძლია. მეორეში იგი გზიდან ანდრეი პლოტნის (რუსეთი) ჩამოშორებას შეეცდება. 6 ნოემბერს წყვილებში ჩვენებურმა და ადამ ელ მიჰდავიმ, რომლებიც ტურნირზე მე-2 ნომრად იყვნენ განთესილნი, ტომ შონბერგისა და ლენარტ ზუნგას ტანდემთან წააგეს - 4:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა