სოფიო ქვაცაბაია ანტალიაში რჩება და ახალ 10.000-იან ტურნირში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (რეიტინგით 107-ე) შაბათს პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 3.748.925 ევრო) საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაება.

სტარტზე ესპანელ ინიგო სერვანტესს (81-ე) დაუპირისპირდა. ეს ჩოგბურთელები პირველად 2014 წლის 30 ივლისს დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. მაშინ იტალიის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში ჩვენებურმა სამ სეტში აჯობა მეტოქეს - 7:6, 5:7, 7:5. ბასილაშვილს პირენეელთან წარმატების მისაღწევად ამჯერადაც სამი სეტი დასჭირდა: პირველი ხელი ქართველმა ჩოგბურთელმა მშრალი ანგარიშით (6:0) მოიგო, მეორე 4:6 დათმო, მესამე სეტში 6:4 გაიმარჯვა და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგში 64-ე საფეხურზე მყოფ რობინ ჰაასეს (ჰოლანდია) სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 5:7, 2:6 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

არადა, პირველ ხელს თავიდან ბასილაშვილი 3:0-ს იგებდა.

ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მონაწილეობდა სოფიო ქვაცაბაია.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ქართველმა ზედიზედ დაამარცხა ანდრინა პეერი (შვეიცარია, 6:3, 6:3), დენიზე-ანტონელა სტოიცა (რუმინეთი, 6:2, 6:3) და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პირველი ხელი რუს ულიანა აიზატულინას 7:6 მოუგო, მეორეში, როცა ანგარიში გახდა 2:2, ქვაცაბაიამ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

სამწუხაროდ, ვერც წყვილებში ითამაშა, არადა, ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ნახევარფინალს უწია. ქართულ-ბულგარული დუეტის მეტოქეები - ტაისია და იანა მორდერგერები (გერმანია) ფინალში უბრძოლველად გავიდნენ, მერე გადამწყვეტი პაექრობა მოიგეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

ქვაცაბაია ანტალიაში რჩება და ახალი 10.000-იანი ტურნირის განაცხადში მისი გვარი მესამე ნომრადაა შეტანილი.

ჩინურ ჩანჟოუში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ითამაშებს სოფიო შაფათავა, რომელიც განთესვით მეორეა და სტარტზე ნორვეგიელ მელანი სტოკს შეხვდება.

წყვილებში შაფათავა და ანგელინა გაბუევა (რუსეთი) მასპინძლებთან - ფენ იინ ქსანსა და იინ ჟანთან გაარკვევენ ურთიერთობას.

მარიამ ბოლქვაძე ინგლისში იმყოფება და შეფილდის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს, ხოლო გიორგი ცივაძე ეგვიპტეში ჩოგბურთელ ვაჟთა შარმ ელ შეიხის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო ქვაცაბაიამ პაპას ორჯერ აჯობა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს