"გისენმა" "ალბას" უმასპინძლა და სეზონში მეექვსედ დამარცხდა

ლაშა გამყრელიძის "გისენმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბერლინის "ალბას" უმასპინძლა და სეზონში მეექვსედ დამარცხდა - 77:85.

ქართველმა გამთამაშებელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 32 წუთში 5 ქულა, 7 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ ლაშა გამყრელიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ წლეულს ბერლინის "ალბაში" სოლიდური შემადგენლობაა შეკრებილი:

- ამ სეზონში "ალბა" ძალიან ძლიერი გუნდია. სხვა კარგ კალათბურთელებთან ერთად მასში თამაშობს ჰოლის პრაისი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლის კანდიდატად განიხილებოდა. ჩვენ კი ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი, ენტონი სმიტი ტრავმირებული გვყავს...

ლაშამ გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პერიოდის დასაწყისში "ალბა" 10 ქულით იგებდა, მატჩის ბოლოს "გისენმა" თამაშის შემოტრიალება სცადა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანისთვის ძალა არ ეყო. გამყრელიძემ იქვე დაგვაიმედა, რომ ტრავმირებული კალათბურთელების დაბრუნების შემდეგ "გისენი" მცირე ჩავარდნას თავს დააღწევს და პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობს.

სადღეისოდ გისენელებს 5 მოგების წილ 6 წაგება უწერიათ და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე არიან. პლეი ოფში საუკეთესო რვა გუნდი გადის.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა