ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო" მეექვსე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო

ესპანეთის ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო", ხოლო ქართველს მატჩის გმირობამდე სულ რაღაც 6 წამი აშორებდა.

ახლა კონკრეტულად: "მანრესასთან" გასვლით მატჩში საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე "ლაგუნ აროს" კალათბურთელებმა ბურთი გვერდიდან შეიტანეს. მარჯვენა ფლანგზე სატყორცნ პოზიციაზე აღმოჩნდა ნიკა ცქიტიშვილი და თანაგუნდელებს იმედები არ გაუცრუა - სამქულიანით "ლაგუნ არო" დააწინაურა (74:73). მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა. მოგების შემთხვევაში ნიკას სამქულიანს არაერთი ეპითეტი ერგებოდა, მაგრამ "მანრესას" თავკაცმა წუთშესვენება აიღო. თამაშის განახლების შემდეგ სტუმართათვის მოულოდნელად სან მიგელი საჯარიმოში ცენტრიდან შეიჭრა და ეფექტური ორქულიანით "მანრესას" 75:74 გაამარჯვებინა.

ცქიტიშვილმა 18 წუთში 8 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ტორინ გრინმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა - 18 ქულა ჩააგდო, რასაც 2-2 მოხსნა-პასი მიამატა. გრინის "გრან კანარიამ" სტუმრად "კახასოლთან" ვერაფერი გააწყო, 76:80 დამარცხდა.

ბასკეთში მოიგო ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" - "ბილბაოს" 92:85 სძლია. ქუინტონმა 34 წუთში 13 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.

გაიმარჯვა ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმაც" - "ალიკანტეს" 92:72 აჯობა. ტაირონმა 19 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.

ოლიმპია ოლიმპიდან ცედევიტამ ჩამოაგდო

ამ სეზონში სერიოზულად გაძლიერდა ხორვატული კლუბი "ცედევიტა", რომელმაც ადრიატიკის ლიგის ბოლო ტურში სლოვენიის "ოლიმპია" მიიღო, 95:57 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ოლიმპიელებს გაუთანაბრდა. ორივე გუნდს 5-5 მოგება და 3-3 წაგება აქვს და დანარჩენ სამ გუნდთან ერთად მეორე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ხორვატიაში მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა გიორგი შერმადინი მხოლოდ 9 წუთი ათამაშა. გიორგიმ 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. "ცედევიტას" გამარჯვება დონტა დრეპერმა განაპირობა - 28 ქულა ჩააგდო.

"ოლიმპია" უახლოეს მატჩს ევროლიგაზე გამართავს, 25 იანვარს თურქულ "ეფესს" ეწვევა.

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის