საქართველოს ნაკრები ამჯერად პორტუგალიის ექვსგუნდა ჯგუფში მოხვდა
ევროპის 16 ქვეყნის ეროვნული გუნდები მონაწილეობდნენ კონტინენტის პირველობის შესარჩევ ეტაპზე, რომელსაც სამი რაუნდის შედეგებით უნდა გამოევლინა ის ექვსი ნაკრები, რომლებიც პლეი ოფში გავიდოდნენ და გაისად ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებდნენ.

საქართველოს ნაკრები ამჯერად პორტუგალიის ექვსგუნდა ჯგუფში მოხვდა.

როგორც გაუწყეთ, ასპარეზობის პირველ დღეს ვლადიმერ ისელიძის შეგირდებმა შვეიცარიას აჯობეს (24:7), შემდეგ მალტის გუნდი დაჯაბნეს (11:4), მესამე ტურში ბელორუსს მოუგეს 17:9 (იმავე დღეს: სლოვაკეთი-მალტა 18:9, შვეიცარია-პორტუგალია 7:9). ზედიზედ სამი მოგებით ქართველებმა სამშვიდობოს დაიგულეს თავი და შაბათს სლოვაკებთან გულარხეინად გავიდნენ საპაექროდ, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც - 16:17 დამარცხდნენ.

ამ წაგების მიუხედავად, ჩვენს გუნდს პლეი ოფში თამაშის უფლება განაღდებული ჰქონდა, მაგრამ მთავარი ამოცანა პირველ სამეულში მოხვედრა იყო, რომ შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე-მეცხრე ადგილებზე გასულ გრანდებს არ დაპირისპირებოდა, მათ შორის - ოლიმპიურ ჩემპიონ ხორვატიას.

ქართველმა წყალბურთელებმა მიზანს გუშინდელი წარმატებით მიაღწიეს:

პორტო. 2013 წლის 10 ნოემბერი

ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი

საქართველო-პორტუგალია 17:9

3:2, 8:1, 4:2, 2:4

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა კაპანაძე, დამირ ცრეპულია (2), მარკო ელეზი (3), გალაქტიონ ლაითაძე (3), მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (1), კონსტანტინე გეგელაშვილი (3), ტატო ნიკოლეიშვილი (2), მარინო ფრანიჩევიჩი (3), ბექა კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი.

პორტუგალია: მიკოლა იანოჩკო, იაო ლეიტა, ტიაგო კოსტა, რუი რამოსი (2), მიგელ როდრიგესი, პედრო სოუზა, ხორხე ლოპესი, რიკადო სოუზა, რუი მორეირა (3), ანტონიო გერკუერა, მიგელ მარიანი (4), ტიაგო პარატი, ჰელდერ ფრეიტსი.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრებისთვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგების შემთხვევაში, პლეი ოფში გამსვლელთა პირველ სამეულში დაიბევებდა ადგილს, ამიტომ თავიდანვე აქტიურად შეუტიეს მეტოქის კარს, თუმცა მასპინძლებმა სტუმრებს იოლი გასეირნების საშუალება არ მისცეს. პირველი პერიოდი ისელიძის შეგირდებმა მაინც მოიგეს - 3:2, მეორე რვაწუთიან მონაკვეთში კი ნამდვილად გაილაღეს - საკუთარ კარში მიღებული ერთი ბურთის სანაცვლოდ 8 გოლი გაიტანეს და, ფაქტობრივად, სასურველ შედეგს შესვენებამდე მიაღწიეს.

მესამე-მეოთხე პერიოდები მოტივაციადაკარგულმა გუნდებმა, ასე ვთქვათ, ჩაამთავრეს. მესამე რვაწუთიანი მონაკვეთი ჩვენებმა 4:2 მოიგეს, მომდევნო რვა წუთი კი მასპინძლებისა იყო - 4:2. საბოლოოდ ქართველებმა 17:9 გაიმარჯვეს.

ჩვენებთან ერთად პლეი ოფში გავიდნენ სლოვაკეთი, საფრანგეთი, უკრაინა, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი. დღევანდელი წილისყრა მათ მეტოქეებს დაასახელებს. ისინი ხორვატიას, რუმინეთს, ესპანეთს, ჰოლანდიას, თურქეთს ან მაკედონიას დაუწყვილდებიან.

G ჯგუფი

9 ნოემბერი.

შვეიცარია-ბელორუსი 8:16 (4:3, 2:7 0:4, 2:4), საქართველო-სლოვაკეთი 16:17 (2:5, 5:4, 3:3, 6:5), მალტა-პორტუგალია 6:8 (3:2, 1:4, 3:0, 1:0)

10 ნოემბერი.

სლოვაკეთი-ბელორუსი 15:4 (6:0, 2:0, 3:3, 4:1), შვეიცარია-მალტა 4:10 (0:1, 1:2, 1:2, 2:5), პორტუგალია-საქართველო 9:17 (2:3, 1:8, 2:4, 4:2).

საქართველო - 40 (85:46)

სლოვაკეთი - 38 (80:36).

H ჯგუფი

9 ნოემბერი.

ჩეხეთი-პოლონეთი 6:12 (1:2, 0:3, 2:4, 3:3), საფრანგეთი-უკრაინა 21:9 (6:3, 4:3, 8:0, 3:3),

10 ნოემბერი.

დანია-პოლონეთი 9:12 (1:2, 1:4, 3:3, 4:3), საფრანგეთი-ჩეხეთი 24:3 (5:1, 5:1, 7:1, 7:0).

საფრანგეთი - 40 (80:21)

უკრაინა - 28 (39:45).

I ჯგუფი

ისრაელი-მოლდოვა 22:7) 3:1, 4:1, 9:2, 6:3), დიდი ბრიტანეთი-რუსეთი 6:13) 2:3, 1:3, 3:1, 0:6).

რუსეთი - 37 (74:19)

დიდი ბრიტანეთი - 26 (56:25)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!