საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
მატჩი "ჩიხურას" უპირატესობით დაიწყო. საჩხერელებმა ბურთზე თავიდანვე დააწესეს კონტროლი და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს.

გაბედავა მეკარის ბაქანთან გამჭოლ გადაცემას უკეთებდა ტატანაშვილს, მაგრამ დაცვაში შესანიშნავად გაისარჯა აქუბარდია, რომელმაც ჩემპიონატის ბომბარდირს წამით დაასწრო და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

ამას საჯარიმოს მისადგომებიდან დეკანოიძის ძლიერი დარტყმა მოჰყვა, რომელიც მამალაძემ კუთხურზე მოიგერია.

პირველ ტაიმში საჩხერელებს ზურგის ქარიც უწყობდათ ხელს და სტუმართა კართან მორიგ ხიფათში სტიქიამაც შეიტანა თავისი "წვლილი" - ოდიკაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კარისკენ უხერხულად წასული მამალაძემ კუთხურზე მოიგერია. ეს კუთხურიც ოდიკაძემ მოაწოდა და ქარის დახმარებით ბურთი კინაღამ კარში ჩაახვია...

ახლოს იყო გატანასთან გაბედავაც, რომელიც ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ კვლავ საიმედოდ გაისარჯა მეკარე მამალაძე.

გამოუყენებელი მომენტების გამო "ჩიხურა" კინაღამ დაისაჯა - ზუგდიდელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ფარჯიკიამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ლომია, რომელმაც თავიდან ცოტათი დააყოვნა, შემდეგ კი კარში ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ სომხიშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

მატჩი კვლავ სოსო ფრუიძის გუნდის უპირატესობით გაგრძელდა და ნომინალურ მასპინძელთა შეტევას შედეგიც მოჰყვა - ტატანაშვილის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა კარში დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან დაარტყა. მამალაძე ბურთს კი შეეხო, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 1:0.

შესვენებამდე საჩხერელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ქარი კვლავ მათ მხარეს იყო. დათუნაიშვილის კუთხურის შემდეგ სტიქია კიდევ ერთხელ ჩაერია თამაშში, ბურთს მიმართულება შეუცვალა. მამალაძეს კარი "დაკარგული" კი ჰქონდა, მაგრამ რეაგირება მაინც მოასწრო.

ამას ოდიკაძის სახიფათო ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ მამალაძემ ამჯერადაც განმუხტა ვითარება. ბოლოს კი ტატანაშვილს მიეცა გატანის შანსი, თუმცა სტუმართა კიპერმა მისი დარტყმაც გააუვნებელყო.

მეორე ტაიმში ქარი უკვე ზუგდიდელებს ეხმარებოდა, მაგრამ სტუმრები ამ უპირატესობით ვერ სარგებლობდნენ, პირიქით, სახიფათო მომენტებს კვლავ ზემოიმერლები ქმნიდნენ. ძლიერად, თუმცა არაზუსტად დაარტყა გაბედავამ, ჩვეულად აქტიური იყო მარჯვენაფლანგელი ოდიკაძე, რომლის სახიფათო გარღვევების შეჩერება სტუმრებს ძალიან უჭირდათ და მის წინააღმდეგ უხეშობასაც არ ერიდებოდნენ...

საჩხერელთა მეორე გოლი მამალაძის უხეშ შეცდომას მოჰყვა - აქუბარდიამ მეკარეს დაუბრუნა ბურთი. მამალაძემ ტატანაშვილის მოტყუება სცადა, მაგრამ გამოცდილმა ფორვარდმა სტუმართა კიპერს ბურთი "მოპარა" და ცარიელ კარში მიუჩინა ადგილი - 2:0.

მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა. სტუმრები თამაშის შემომტრიალებლებს არ ჰგავდნენ, პირიქით, დარჩენილ დროში საგოლე მომენტები კვლავ "ჩიხურას" ჰქონდა. ორჯერ სახიფათოდ დაარტყა შეცვლაზე შესულმა კვასხვაძემ, თუმცა პირველად ხარიხას გადააცილა, მეორედ კი მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

ბოლო წუთებზე "ზუგდიდი" გააქტიურდა, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანა ვერ მოახერხა. "ჩიხურამ" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა