კობის ჯერ არ უნდა ველოდოთ
არ უშველა "ნიუ იორკ ნიქსს" ჯეი არ სმიტის დაბრუნებამ, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის ხუთი სასტარტო მატჩით იყო დისკვალიფიცირებული. კლუბი ყველაზე სამარცხვინოდ დამარცხდა შინ "სან ანტონიოსთან" მატჩში (წინა წაგება - 109:139 თარიღდებოდა 1978 წლის 13 დეკემბრით). 11 ნოემბრის შეხვედრის ბედი, პრაქტიკულად, პირველ მეოთხედში გაირკვა, რომელიც სტუმრებმა 35:17 მოიგეს. "ნიუ იორკს" გადარჩენის შანსი არ ჰქონია, რადგან თამაშიდან მხოლოდ 37.8 პროცენტს აგდებდა და წააგო მოხსნებში - 33:51.

ამ ფიასკოში სმიტმა დიდი წვლილი დაიდო - ცხრიდან რვა ტყორცნა ააცილა და ოთხჯერ დაკარგა ბურთი 21 წუთის განმავლობაში.

კევინ დურანტმა კარიერაში მეცამეტედ გადაარჩინა თავისი გუნდი წაგებას, როცა სირენამდე 13 წამით ადრე ზუსტი სამქულიანით ოვერტაიმში გადაიყვანა "ვაშინგტონთან" მატჩი. არადა, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 3.29 წუთით ადრე სტუმრების უპირატესობა 10 ქულას შეადგენდა. დედაქალაქელთა კარგი თამაში ბრედლი ბილის დამსახურება იყო, რომელმაც რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 34 ქულა დააგროვა.

ოვერტაიმშიც "ვაშინგტონი" ახლოს იყო მიზანთან, როცა გორტატის ლამაზი ტყორცნით სამი ქულით გავიდა წინ - 105:102, მაგრამ სტუმრებმა ამჯერადაც ვერ მიიყვანეს საქმე ბოლომდე. ჯერ არიზას დაუფარა დურანტმა, შემდეგ უებსტერმა ააცილა რვა მეტრიდან ნასროლი, ყველაფერი კი უოლის ფარქვეშიდან აცილებული ტყორცნით დასრულდა.

ამასობაში "ფინიქსი" აგრძელებს ფავორიტების დამარცხებას. ამჯერად არიზონა დამარცხებულმა დატოვა "ნიუ ორლეანმა". დიდი ხანი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მეოთხე მეოთხედის შუაში სტუმრები მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ - 79:80, მაგრამ მომდევნო ექვსი შეტევიდან ხუთი "ფინიქსმა" წარმატებით დაასრულა, თანაც, ორი ზუსტი სამქულიანით.

კარგად დაწყებული საქმის დასრულება კი, ტრადიციულად, წარმატებულმა ერიკ ბლედსოუმ ითავა, მაგრამ "სანზის" რიგებში, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ მარკიფ მორისი, რომელმაც 23 ქულა დააგროვა და სწორედ მისი ორი ჩაგდებით დაიწყო გადამწყვეტი გაქცევა. რაც მთავარია, ის გახდა მესამე კალათბურთელი 1989 წლის შემდეგ, ვინც ზედიზედ სამ თამაშში 75 პროცენტის სიზუსტით ისროდა (სხვა ორი კალათბურთელი - დუაიტ ჰოვარდი და ჩარლზ ბარკლი იყო). სამ მატჩში 38-დან 30 ჩაგდებული ბურთი მართლაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

ნებისმიერი სერია, ადრე თუ გვიან, მთავრდება. "მინესოტა" 2007 წლიდან მოყოლებული, ვერ ახერხებდა "ლეიკერსის" დამარცხებას და ეს სერია 22 მოუგებელ მატჩს ითვლიდა. კალიფორნიელთა პრობლემების გათვალისწინებით, "მგლებისთვის" ეს იყო ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ამ სერიის შეწყვეტისთვის.

"მინესოტამ" თავიდანვე აქტიურად მოჰკიდა საქმეს ხელი, როცა პირველ მეოთხედში 47 (!) ქულა ჩააგდო. აქედან 18 ქულა კევინ ლავის ანგარიშზე იყო, რომელიც აგრძელებს მომავალი MVP-ის გრაფიკით თამაშს. გუნდის ლიდერს მხარი აუბა კევინ მარტინმა - მის ანგარიშზე 27 ქულა იყო, რიკი რუბიომ კი სამმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი, რასაც 5 ჩაჭრაც დაემატა.

ნიუ იორკი-სან ანტონიო 89:120

17:35, 28:26, 15:29, 29:30

ნ-ი: ენტონი (16+8 მოხსნა), ბარნიანი (16), უორლდ პისი (13+5 მოხსნა), ჰარდუეი (11).

ს-ა: გრინი (24+10 მოხსნა), ლეონარდი (18), პარკერი (17+6 პასი), მილსი (15), დანკანი (11+10 მოხსნა).

ოკლაჰომა-ვაშინგტონი 106:105 (ო)

27:24, 10:18, 28:31, 31:23, 10:9

ო: დურანტი (33+13 მოხსნა+6 პასი), იბაკა (25+12 მოხსნა+3 დაფარება), უესტბრუკი (13), ჯექსონი (12+7 მოხსნა).

ვ: ბილი (34+6 მოხსნა), არიზა (15+5 მოხსნა), ნენე (14+7 მოხსნა+6 პასი), გორტატი (11+8 მოხსნა+4 დაფარება), ჰარინგტონი (11), უოლი (10+8 პასი+5 მოხსნა).

ფინიქსი-ნ. ორლეანი 101:94

19:16, 23:22, 29:27, 30:29

ფ: ბლედსოუ (24+6 პასი), მარკიფ მორისი (23+5 მოხსნა), გრინი (15), დრაგიჩი (12), პლამლი (8+12 მოხსნა+5 დაფარება).

ნ-ო: სმიტი (22+8 მოხსნა), ჰოლიდეი (16+7 პასი), ჰოლიდეი (16), მოროუ (14+5 პასი+5 მოხსნა), გორდონი (14+12 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ლეიკერსი-მინესოტა 90:113

23:47, 25:20, 28:23, 14:23

ლ: ბლეიკი (19+8 პასი+3 ჩაჭრა), მიქსი (16), გასოლი (11+11 მოხსნა+4 დაფარება).

მ: მარტინი (27+5 მოხსნა), ლავი (25+13 მოხსნა), ბრიუერი (17+4 ჩაჭრა), პეკოვიჩი (14+10 მოხსნა), რუბიო (12+14 პასი+10 მოხსნა+5 ჩაჭრა).

კობის ჯერ არ უნდა ველოდოთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გენერალურმა მენეჯერმა მიტჩ კუპჩაკმა აღნიშნა, რომ გუნდის ლიდერი კობი ბრაიანტი, რომელიც აღდგენით კურსს გადის, ვერ დაბრუნდება მოედანზე უახლოეს მომავალში. მისი სიტყვებით, კალათბურთელს სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლება.

"არ მგონია, რომ ბრაიანტმა შეძლოს უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში მოედანზე დაბრუნება, - მოჰყავს "ლოს ანჯელეს თაიმსს" კუპჩაკის სიტყვები. - იმისთვის, რომ ფორმა აღიდგინოს, პრაქტიკაა საჭირო. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როდის ვიხილავთ მას მოედანზე. გარდა ამისა, არც ის ვიცით, როგორ ითამაშებს გუნდი ან თავად კობი. ჩემთვის ცნობილია, რომ ბრაიანტი მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მოედანზე, როცა დარწმუნდება, რომ "ლეიკერსისთვის" სარგებლობის მოტანა შეეძლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამ წამში მოგებული შეხვედრა

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი
"გოლდენ სტეიტმა" სან ფრანცისკოში მიწის ნაკვეთი იყიდა
ზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
NBA. პლეი ოფი: ნახევარფინალური სერიის პირველი გუნდი ცნობილია [VIDEO]
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
დიდი დაპირისპირება ოლიმპიადაზე! ამერიკამ ბრძოლაში იმარჯვა
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ - მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
სახალისო მომენტი - რიკი რუბიოს უცნაური თამაში ჰარდენის წინააღმდეგ [VIDEO]
ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
NBA. მატჩები: ლებრონ ჯეიმსი, კარიერაში პირველად, მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
NBA. მატჩები: დეროუზანმა კარიერის საუკეთესო მატჩი გამართა [VIDEO]
NBA. მატჩები: გამთამაშებელი ლებრონ ჯეიმსი [VIDEO]
რიკი რუბიომ "ნიუ იორკთან" მატჩში თითქმის ოთხმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა