ქართველმა ჩოგბურთელმა გადაწყვიტა, წლეულს კორტზე საასპარეზოდ აღარ გავიდეს
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ამერიკის ოთხ ტურნირში წარმატებული გამოსვლის შემდეგ გადაწყვიტა, წლეულს კორტზე საასპარეზოდ აღარ გავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულში დაბრუნება საგაისოდ გადადო.

ბოლო დროს მიღწეული გამარჯვებების მიუხედავად, ანა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 499 ქულით 128-ე ადგილზეა.

დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები კი ასეთია: 223 (224). სოფიო შაფათავა (262 ქულა), 299 (281). ოქსანა კალაშნიკოვა (160), 465 (464). მაკა ჩახნაშვილი (74), 493 (523). ეკატერინე გორგოძე (67), 722 (727). სოფიო ქვაცაბაია (28), 1196 (1195). თამარ ჭალაგანიძე, 1204 (1203). მარიამ ბოლქვაძე (3).

წყვილებში ასეთი მდგომარეობაა: 58 (52). ოქსანა კალაშნიკოვა (1594 ქულა), 82 (80). ანა ტატიშვილი (1085), 197 (212). სოფიო შაფათავა (336), 428 (445). ეკატერინე გორგოძე (114), 485 (506). სოფიო ქვაცაბაია (91), 753 (661). მარგალიტა ჩახნაშვილი (34), 1215 (1213). თამარ ჭალაგანიძე (4), 1243 (1236). მარიამ ბოლქვაძე (3).

ქართველი ჩოგბურთელები ორშაბათიდან ახალ შეჯიბრებებში ჩაებნენ. სოფიო შაფათავა მინსკის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-5 ნომრადაა განთესილი.

11 ნოემბერს მან სტარტზე რუსი მარგარიტა ლაზარევა დაამარცხა სამ სეტში და მე-2 წრეში განა პოზნიხირენკოსა (უკრაინა) და პოლინა პენკოვას (ბელორუსი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

წყვილებში შაფათავა ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად მე-3 ნომერია და დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია)-მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.

ანტალიის 10.000-იან ტურნირში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: მე-3 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე გიზემ მელისა ატესს (თურქეთი) ეთამაშება, მერვე ნომერი სოფიო ქვაცაბაია - კვალიფიკაციიდან აღზევებულ კემრე ანილს (თურქეთი) გამოცდის, ანა ქადაგიძის მეტოქეა ალისა მარტინოვი (მოლდოვა).

სამწუხაროდ, ჩვენმა მანდილოსნებმა წყვილებში სტარტზევე დაასრულეს ასპარეზობა: ტურნირის მე-2 ნომრები - ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია იაპონელების - ნაგი ჰანათანისა და კუოკა ოკამურას ტანდემთან დამარცხდნენ - 2:6, 3:6; ანა ქადაგიძემ ინდოელ ვიქტორია ჩენალთან ერთად კემრე ანილსა და ირემ ტალი კოკენთან (ორივე - თურქეთი) წააგო - 3:6, 4:6.

ანტალიაში (თურქეთი), ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მეორე ნომრადაა განთესილი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში მას მეტოქეობას გაუწევს ანდრეი პლოტნი (რუსეთი), რომელსაც აქამდე ორჯერ აჯობა: 2009 წელს უზბეკეთის ტურნირზე - 7:6, 6:4, ხოლო ერთი კვირის წინათ ანტალიაში - 6:3, 7:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებში მილან სეკიჩთან (სერბეთი) ერთად 11 ნოემბერსვე იზეიმა პირველი გამარჯვება - აქაც მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ვიქტორ ფილიპენკოს (უნგრეთი) და იაჰორ ვატსიკს (ბელორუსი) მოუგო - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში ქართულ-სერბული დუეტის მეტოქე გლებ ალესეენკო (უკრაინა) და კიპრიან ალექსანდრუ მორუმბი (რუმინეთი) იქნებიან.

ჭაბუკებში ისრაელის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა თბილისელი ალექსანდრე ბაკში. პირველ წრეში იგი "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - ემილ საველიევს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება
WTA-ᓡ ᓒᓐᓜᓐᓮᓚᓔᓑᓣᓚ ᓠᓔᓘᓢᓘნᓒᓨᓘ ᓨᓕᓘᓓᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓩᓝᓒᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ ᓛᓝᓮᓕᓓᓐ
ანა ტატიშვილი: ახლა "უპატრონო მოთამაშე" აღარ ვარ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓥᓕᓐᓪᓐᓑᓐᓘᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 84 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗაᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓮᓣᓗᓘ ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე
ᓨᓕ
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ ᓩᓐᓛᓝᓥᓕᓔᓘᓗᓓᓐ
ᓛᓐᓠᓘᓐᓛ ᓑᓝᓚᓥᓕᓐᓫᓔ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195 ᓡᓐᓤᓔᓮᓣᓠᓘᓗ ᓓᓐᓬᓘᓜᓐᓣᓠᓓᓐ
"ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ..." - ანა ტატიშვილი განცხადებას ავრცელებს
ანა ტატიშვილმა მესამე ოპერაცია გაიკეთა
ᓡᓝᓤᓘᓝ ᓨᓐᓤᓐᓗᓐᓕᓐ WTA-ᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓨᓘ 195-ᓔ ᓐᓓᓒᓘᓚᓖᓔᓐ