"ცხადია, უკეთეს ლიგაში თამაში მსურს; პოლონეთის ექსტრაკლასა კი ასეთია, იქიდან გერმანიამდე ერთი ნაბიჯია"
ლუკა თათხაშვილს ძალიან გაუმართლა. 20 წლის ნახევარმცველი კიშინიოვის "დაჩიადან" წლეულს ამავე ქალაქის "ზიმბრუში" გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ქართველი, ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი დახვდა.

მას კიშინიოველთა შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, ამ დროს კი, შესაძლოა... პოლონეთში აღმოჩნდეს.

საქმე ისაა, რომ სანაკრებო პაუზის დროს, 12 ოქტომბერს, "ზიმბრუ" ლვოვში ბუბა დაუშვილის "კარპატის" ესტუმრა და ამხანაგური მატჩი გამართა. კიშინიოველთა შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა.

საიდან სადაო და, როგორც გვითხრეს, მატჩს დაესწრო პოზნანის "ლეხის" სელექციონერი, რომელსაც ჩვენებურის თამაში მოეწონა. როცა მან გაიგო, რომ ქართველი მოლდოვურ კლუბში ახალი ჩარიცხული იყო, კიდევ უფრო დაინტერესდა - ჩათვალა, რომ თათხაშვილის ტრანსფერს "ზიმბრუდან" ასე უფრო იოლად გამოისყიდდა. მერე კი კლუბებმა მოლაპარაკებები დაიწყეს.

ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა:

"ახალ კლუბში გადასული, ფორმის აღსადგენად, "ზიმბრუს" დუბლებში ვვარჯიშობდი, ახლახან კი ძირითადში გადამიყვანეს. მანამდე, ოქტომბერში, ლვოვის "კარპატისთან" ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ "ლეხის" სელექციონერს მოვეწონე.

პოლონელები თურმე სერიოზულად დაინტერესებულან. ახლა მიწვევას ველოდები. იმედია, კლუბები შეთანხმდებიან და პოზნანში გავემგზავრები.

ცხადია, უკეთეს ლიგაში თამაში მსურს; პოლონეთის ექსტრაკლასა კი ასეთია, იქიდან გერმანიამდე ერთი ნაბიჯია".

ლუკა თათხაშვილი გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ. ხოლო რაც შეეხება პოზნანის "ლეხს", 15 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერს, ლადო დვალიშვილის "ლეგიას" 8 ქულით ჩამორჩება, სამეულამდე კი 5 ქულა აშორებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვახო
მიდი ლუკუშ მიაწექიი :*
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თენგიზ კობიაშვილი: ბოლო მატჩამდე შევინარჩუნებთ დიდ მოტივაციას!
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
დუბლი იუბილეზე - ლუკა თათხაშვილი ჯარიმებს 11-მეტრიანივით ასრულებს [VIDEO]
აქტუალურ თემაზე: ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრებში მარჯვნივ?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
რუსთავის "მეტალურგი": ბრძოლა არსებობისათვის გრძელდება!
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 - ის, რაც ასე მოგვენატრა... [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედოში" ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელის დარჩენა ფინანსებზეა დამოკიდებული
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
ლუკა თათხაშვილი - კიშინიოვის "დაჩიადან" ოდესის "ჩერნომორეცში"?
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები