შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ჩემპიონატი ზედიზედ 5 მოგებით დაიწყეს, მე-6 შეხვედრა კი უიღბლო გამოდგა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილმა "ჰიუნდაიმ", სწორი და გააზრებული თამაშის წყალობით, აკადემიელებს პირველი მარცხი აგემეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება, თუმცა ბოლო წუთებში ჰიუნდაელებმა მეტი სიზუსტე და მობილიზება გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მე-3 წუთისთვის "შსს-აკადემია" 11:2-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი აკადემიელთა ზედიზედ მე-6 გამარჯვებისკენ მიდიოდა, თუმცა "ჰიუნდაიმ" თამაში დაალაგა და 17:13-ით გალიდერდა.

ამის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ მცირედით, ხან - მეორე. კვანძი მესამე პერიოდში გაიხსნა, როცა ჰიუნდაელებმა საიმედო დაცვითა და შედეგიანი შეტევით ათწუთეული 19:10 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 10-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა - 58:48.

ბოლო ათწუთეულში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. აკადემიელებმა ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა ალექსანდრე ბოლქვაძისა და სანდრო სანაძის შედეგიანობით, საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე "ჰიუნდაი" 11 ქულით - 69:58 დაწინაურდა.

აკადემიელები ვა-ბანკზე წავიდნენ და შორ სროლებზე გადავიდნენ. ლევან ლოლიშვილმა და ლევან გორდულაძემ 2-ჯერ სამქულიანები ჩააგდეს და როცა ამ უკანასკნელმა შედეგიან გარღვევას ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა, ანგარიში გათანაბრდა - 71:71. სწორედ აქ გამოავლინეს ჰიუნდაელებმა მტკიცე ხასიათი და დაცვაში სუსტ თამაშს შეტევაში გააზრებული მოქმედება მოაყოლეს.

ბოლქვაძემ თამაში საკუთარ თავზე აიღო, დრიბლინგით დროც გაიყვანა და ჯერ 2 საჯარიმო ჩააგდო, მომდევნო შეტევაშიც უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, რითაც საფინალო სირენამდე 23 წამით ადრე "ჰიუნდაი" 4 ქულით დააწინაურა.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. "ჰიუნდაიმ" თამაში მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე, რაშიც ლომის წილი 28 ქულით ბოლქვაძემ დაიდო.

სანაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა, ხოლო კახა გიორგაძის ანგარიშზე 12 ქულაა. "შსს-აკადემიაში" 13 ქულით ლევან გოგალაძე გამოირჩა, გორდულაძემ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი ("შსს-აკადემიის" მთავარი მწვრთნელი):

"ჩემს გუნდს არ ვამართლებ, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და წაგებას ვიმსახურებდით, თუმცა უკმაყოფილო ვარ მსაჯ ზაზა მაჩალაძის მოქმედებით, რომელმაც საკვანძო მომენტში ისეთი ჯარიმა მოგვცა, რითაც წაგება გადაგვიწყვიტა".

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ("ჰიუნდაის" მთავარი მწვრთნელი):

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაშიც ცალკე მონდომება, ცალკე იღბალიც დაგვეხმარა. მართალია, მეტოქეს აკლდა ლერი კვანტალიანი, მაგრამ ჩვენც 2 წამყვანი მოთამაშე არ გვყავდა - კახა ტომარაძე და ლუკა ზაქრაძე. ითამაშეს ბიჭებმა, მოინდომეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს".

წყარო: u-20.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
20-წლამდელთა ჩემპიონატი: "აკადემიის" 20:0 და გამარჯვება "ჰიუნდაისთან"
U20. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს
2002-ᓬᕚᓘᓐᓜᓗᓐ ᕗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓤᓔᓡᓢᓘᓕᓐᕚᓘ "ᓰᓘᓣᓜᓓᓐᓘᓛ" ᓛᓝᓘᓒᓝ
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ხუთივე მატჩი მოიგო და ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
U20. საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული "ოლიმპი 97" გაანადგურა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
იტალიაში ქართველი ლეგიონერების რიცხვი იზრდება - ვინ არის ლევან გოგალაძე?