კვირის სამი ვარსკვლავი
გასულ სათამაშო დღეს, ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი გაიმართა და ის სავალალოდ დასრულდა "ტამპა ბეის" ლიდერ სტივენ სტემკოსისთვის. ერთ-ერთი ეპიზოდში, კანადური ჰოკეის ვარსკვლავი საკუთარი კარის დაცვას ცდილობდა და ფეხით კარის ძელს შეეჯახა. სტემკოსმა ორჯერ სცადა ყინულიდან წამოდგომა, მაგრამ ორივეჯერ დაეცა და საბოლოოდ, ის საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.

სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში NHL-ის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს კოჭი აქვს მოტეხილი. გუშინ მას ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების პროგნოზით, ფორვარდი ორი თვე ვერ შეძლებს მოედაზე გასვლას.

ამერიკელი ჟურნალისტები უკვე წერენ, რომ სტემკოსი ვერ შეძლებს სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლას, თუმცა კანადის ნაკრების ხელმძღვანელები არ ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას. "კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შეგვატყობინა, რომ სტემკოსს მაინც შეიყვანენ 25-კაციან განაცხადში. არ მგონია, მათ ეს გაეკეთებინათ, სტივენს სოჭში გამოსვლის მცირე შანსიც რომ არ ჰქონოდა", - დაწერა თავის "ტვიტერზე" Sportsnet-ის ჟურნალისტმა ნიკ კიპრეოსმა.

კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბებკოკმა განაცხადა, რომ სტემკოსი მოხვდება ოლიმპიადის შემადგენლობაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

ამ მომენტისთვის, სტემკოსი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (23 ქულა) და გოლეადორია (14 გოლი).

ბოსტონი-ტამპა ბეი 3:0

0:0, 2:0, 1:0

გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-6 (ლ. ერიქსონი-4, ტორი კრუგი-5), 2:0 პეი-2 (გ. კემპბელი-1, ბარტკოვსკი-2), 3:0 იგინლა-4 (ლუჩიჩი-7, კრეიჩი-13).

კვირის სამი ვარსკვლავი

გასულ კვირას, ჰოკეის ეროვნული ლიგის პირველი ვარსკვლავი გახდა "ოტავა სენატორზის" მეკარე რობინ ლენერი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. ამ სამ შეხვედრაში შვედი გოლკიპერი საშუალოდ 1.33 შაიბას უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 95.8 პროცენტს იგერიებდა. 22 წლის ჰოკეისტმა ამ სეზონში რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ექვსში ორ ან ნაკლებ შაიბას უშვებდა.

კვირის მეორე ვარსკვლავიც მეკარეა - "ანაჰაიმ დაქსის" კარის დარაჯი ფრედერიკ ანდერსენი. მას ზუსტად ისეთივე სტატისტიკა ჰქონდა, როგორც ლენერს: სამიდან სამი მოგება, 1.33 გაშვებული შაიბა და მოგერიების 95.8 პროცენტი. დანიელი ანდერსენი, რომელიც "იხვების" მეორე მეკარეა, ზედიზედ რვა მატჩია იცავს "ანაჰაიმის" კარს და აქედან ხუთი შეხვედრა მოიგო.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ჩიკაგოს" ფორვარდმა პატრიკ შარპმა, რომელმაც გასული კვირის სამ შეხვედრაში 7 ქულა (1+6) დააგროვა. თავდამსხმელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ვინიპეგთან" მატჩში, რომელშიც კარიერაში მეორედ შეძლო ოთხი პასის შესრულება.

ხუთი ლეგენდა დიდების დარბაზში

ტორონტოში გაიმართა ჰოკეის დიდების დარბაზში ახალი წევრების შეყვანის ცერემონია, რომლის მთავარი მოქმედი პირები იყვნენ NHL-ის ლეგენდარული მოთამაშეები - კრის ჩელიოსი, სკოტ ნიდერმაიერი და ბრენდან შენეჰანი. გარდა ამისა, დიდების დარბაზში მოხვდნენ მწვრთნელი ფრედ შერო და მცველი ჯერალდინ ჰინი - ქალთა ჰოკეის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები.

აღვნიშნავთ, რომ ჩელიოსმა სამჯერ მოიგო სტენლის თასი. მან "მონრეალის", "ჩიკაგოს", "დეტროიტის" და "ატლანტას" რიგებში 1651 მატჩი ჩაატარა და 948 ქულა (185 შაიბა+763 შედეგიანი პასი) დააგროვა. ნიდერმაიერი "ნიუ ჯერსისა" და "ანაჰაიმში" თამაშობდა და 1263 მატჩში 740 ქულა (172+568) მიითვალა. მას ჩრდილოეთ ამერიკისა და საერთაშორისო დონეზე ყველა ტურნირი აქვს მოგებული (ოთხჯერ სტენლის თასი, ორი ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი). რაც შეეხება შენეჰანს, მან სამჯერ მოიგო სტენლის თასი და ერთხელ ოლიმპიადის ოქროს მედალი. მის ანგარიშზეა 1524 მატჩი და 1354 ქულა (656+698).

აღმოსავლეთი

ატლანტიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ტამპა ბეი 17 12 5 0 24

2. ბოსტონი 17 11 5 1 23

3. ტორონტო 17 11 6 0 22

4. დეტროიტი 18 9 5 4 22

5. მონრეალი 18 9 8 1 19

6. ოტავა 17 7 6 4 18

7. ფლორიდა 18 3 11 4 10

8. ბაფალო 19 3 15 1 7

მეტროპოლიტენი

თ მ წ ოწ ქ

1. პიტსბურგი 17 11 6 0 22

2. ვაშინგტონი 18 9 8 1 19

3. რეინჯერსი 17 9 8 0 18

4. კაროლინა 17 6 7 4 16

5. ნიუ ჯერსი 17 5 7 5 15

6. აილენდერსი 18 6 9 3 15

7. კოლამბუსი 16 6 10 0 12

8. ფილადელფია 16 5 10 1 11

დასავლეთი

ცენტრალური

თ მ წ ოწ ქ

1. კოლორადო 16 14 2 0 28

2. ჩიკაგო 18 12 2 4 28

3. სტ. ლუისი 15 11 2 2 24

4. მინესოტა 18 10 4 4 24

5. ნეშვილი 17 8 7 2 18

6. დალასი 17 8 7 2 18

7. ვინიპეგი 19 8 9 2 18

პასიფიკი

თ მ წ ოწ ქ

1. ანაჰაიმი 19 15 3 1 31

2. ფინიქსი 18 12 4 2 26

3. სან ხოსე 17 10 2 5 25

4. ვანკუვერი 20 11 7 2 24

5. ლოს ანჯელესი 17 11 6 0 22

6. კალგარი 17 6 9 2 14

7. ედმონტონი 19 4 13 2 10

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან უაილდ-ქარდის მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 23 (14+9)

სიდნი კროსბი (პიტ) 23 (8+15)

რაიან გეტცლაფი (ანა) 22 (10+12)

ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 21 (14+7)

კორი პერი (ანა) 21 (11+10)

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 20 (13+7)

ჰენრიკ ზეტერბერგი (დეტ) 20 (10+10)

ჯონ ტავარესი (აილ) 20 (7+13)

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 20 (5+15)

ჰენრიკ სედინი (ვან) 20 (3+17)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 14

ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 14

ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 13

კორი პერი (ანა) 11

ჯეისონ პომინვილი (მინ) 11

მეტ დუშენი (კოლ) 11

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 17

ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 15

ნიკლას ბექსტრიომი (ვაშ) 15

სიდნი კროსბი (პიტ) 15

კაილ ოკსოპო (აილ) 14

პი კეი საბენი (მონ) 14

კაილ ტარისი (ოტა) 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 1700

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯონ ტავარესის გაბრწყინება
NHL: ᓠᓐ ᓘᓧᓝ ᓛᓜᓘᓨᓕ
მსოფლიოს თასი: რუსეთი სახლში წავიდა
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: გათიშე კროსბი და მოიგე
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოვეჩკინი ოლ სტარის მიღმა
მსოფლიოს ჩემპიონატი: დამცირებული დერჟავა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარი" სრულად დაკომპლექტდა
სოჭი 2014: NHL სოჭის ბოიკოტს არ გამორიცხავს
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
ჰოკეი. NHL. ფინალი: პიტსბურგი და კროსბი - ზედიზედ მეორედ
ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ოპერაცია: კროსბი უნდა მოვიშოროთ
სიდნი კროსბი ოლიმპიადას გააცოცხლებს?
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: სტემკოსი სოჭს უახლოვდება
NHL. ᓠ᠔ᕒ
სტემკოსი გამოირიცხა
დღის სუპერგოგონა: დსთ-ის ულამაზესი ტანმოვარჯიშე გაშიშვლდა [VIDEO+PHOTO]