"სენტ ეტიენი"-"ლიონი" უსკანდალოდ არ დასრულდა
აბა, როგორ შეიძლებოდა, "სენტ ეტიენისა" და "ლიონის" დაპირისპირებას მშვიდად ჩაევლო? გასულ კვირას "დერბი დუ რონს" "ჟოფრუა გიშარმა" უმასპინძლა და მატჩი "მწვანეებისთვის" ისევ ტრაგიკული გამოდგა.

"სენტ ეტიენს" "ლიონი" საკუთარ კედლებში 1993 წლის მერე არ დაუმარცხებია და საერთოდ, მას მერე მხოლოდ ერთხელ მოუგო საძულველ მეტოქეს. ამჯერად კი შეხვედრა ფრედ სრულდებოდა, როცა ჯიმი ბრიანმა 93-ე წუთზე გაიტანა და ლიონელებს 2:1 მოაგებინა. ფანებისა არ იყოს, ემოციები ვერც ფეხბურთელებმა და სტაფის წევრებმა მოთოკეს... დიდი მუშტი-კრივი გაჩაღდა.

მთავარი სკანდალი კი მატჩის შემდგომ აგორდა, როდესაც "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ განაცხადა, რომ "სენტ ეტიენის" მეკარემ, სტეფან რუფიემ, მას ზურგში ჩაარტყა. "მონაკოს" ყოფილმა გოლკიპერმა კი ეს უარყო და ოლას მატყუარა უწოდა.

"მატჩის დასრულების შემდეგ კლუბების პერსონალს შორის პატარა შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩვენმა ყოფილმა ფეხბურთელმა, ახლა კი "სენტ ეტიენის" მეკარეთა მწვრთნელმა ფაბრის გრანჟმა "ლიონის" ექიმს დაარტყა. სანამ მე მათ გაშველებას ვცდილობდი, რუფიემ ძლიერად ჩამარტყა ზურგში" - აღნიშნა ოლამ.

სტეფან რუფიე: "დაუჯერებელია, რომ მან ასეთი რამ თქვა და იკადრა. რასაც მაბრალებს, ასეთი რამ მართლაც რომ გამეკეთებინა, აქედან 3 წუთში ოლა ტელევიზიას ინტერვიუს ვერ მისცემდა. მე ადამიანებს ზურგში არ ვურტყამ და საერთოდ, არავის ვესხმი თავს. ეს ჩემს ცხოვრების წესსა და ხედვას ეწინააღმდეგება. ოლას განცხადება სამარცხვინოა".

საინტერესოა, რამდენად სერიოზულად გამოიძიებს ინციდენტს დისციპლინარული კომიტეტი და გამოავლენს თუ არა მტყუან-მართალს. იქამდე კი თავად გადაწყვიტეთ, რომელს დაუჯეროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური. "იადონებმა" ბუდე გაიკეთეს [VIDEO]

"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო