ევროპის წყალბურთელ ვაჟთა 12 უძლიერესი გუნდი გაისად უნგრეთის დედაქალაქში კონტინენტის ჩემპიონატზე შეიკრიბება
ევროპის წყალბურთელ ვაჟთა 12 უძლიერესი გუნდი გაისად უნგრეთის დედაქალაქში კონტინენტის ჩემპიონატზე შეიკრიბება.

იქ ასპარეზობის უფლება მასპინძელ უნგრეთსა და წინა შეჯიბრების ხუთ საუკეთესო ნაკრებს (სერბეთი, ჩერნოგორია, იტალია, გერმანია და საბერძნეთი) განაღდებული აქვთ. დანარჩენი ექვსი საგზურისთვის გაისად, 15 თებერვალსა და 12 აპრილს საპლეიოფო ორთაბრძოლები გაიმართება. აქაც ექვსი გუნდის ვინაობა (წინა ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე-მეთორმეტეადგილოსნები: ესპანეთი, რუმინეთი, ხორვატია, ჰოლანდია, მაკედონია, თურქეთი) თავიდანვე იყო ცნობილი.

მათთან საპაექროდ 6 ნაკრების გამოსავლენად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა სამ რაუნდად, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს წყალბურთელთა (მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ 13-დან 11 მატჩი მოიგეს, თითო კი წააგეს და ფრედ დაამთავრეს (ორივე - სლოვაკეთთან) და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. მსგავს წარმატებას მიაღწიეს საფრანგეთმა, რუსეთმა, სლოვაკეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა.

პორტუგალიური ტურნირიდან დაბრუნებულმა ქართველმა წყალბურთელებმა 12 ნოემბერს სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში პრესკონფერენცია გამართეს.

გამარჯვებულებს სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე მიესალმა: "საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მესვეურებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს ვულოცავ ამ წარმატებას. ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ წინ და პროგრამა-მინიმუმი შეასრულეს.

ვიმედოვნებ, რომ არც უმთავრესი მიზნის - ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გაუჭირდებათ. ეს კი ის მიღწევა იქნება, რაც ქართულ სპორტს სჭირდება. ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი სათამაშო სახეობებია.

კალათბურთის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ რაუნდში წყალბურთელთა მონაწილეობა დიდი სტიმული იქნება საქართველოში სათამაშო სახეობების გასავითარებლად. მჯერა, რომ წყალბურთელები იმედებს არ გაგვიცრუებენ".

დავით რურუა, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: "მიზნის მისაღწევად ჩვენს ბიჭებს, მართლაც, ძალ-ღონე და მონდომება არ დაუშურებიათ. პლეი ოფის საგზურის მოპოვებით დიდი საქმის მხოლოდ ნახევარი გაკეთდა. სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აქტიური თანადგომითა და დახმარებით, გაისად, იმედია, მიზანსაც მივაღწევთ".

სანდრო ბითაძე, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

"რაც გაკეთდა, ბოლო წლების დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენი ნაკრების ოსტატობის დონე ისე ამაღლდა, რომ იმ 12 გუნდს შორის მოხვედრას ნამდვილად იმსახურებს, რომელიც გაისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

30 ნოემბერს სერბეთში ევროპის სუპერთასი გათამაშდება; იმავე დღეს პლეი ოფის კენჭისყრაც მოეწყობა და ჩვენი მეტოქის ვინაობაც გაირკვევა. ვის ვისურვებდით? თურქეთიც, მაკედონიაც და ჰოლანდიაც თანაბარი ძალისანი არიან. ამის მიუხედავად, მაკედონიასთან შეხვედრა მაინც არ იქნება სასიამოვნო.

საქმე ის არის, რომ ამ ქვეყანას ყოველი ახალი შეჯიბრებისთვის ახალ-ახალი გუნდი გამოჰყავს უძლიერესი ხორვატი და სერბი ნატურალიზებული წყალბურთელებით დაკომპლექტებული.

ამიტომ თავად მაკედონიელებმაც არ იციან, ვის ათამაშებენ პლეი ოფში. ამდენად, უფრო მიზანმიმართული მომზადებისთვის თურქეთის ან ჰოლანდიის მეტოქეობა ჯობია. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებთან ნათამაშები გვაქვს და მათი ძალაც ვიცით".

ვლადიმერ ისელიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

- ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე რაუნდისთვის მონდომებით ვემზადებოდით, რადგან აქ წყდებოდა პლეი ოფში გამსვლელთა ბედი. 10 დღე სერბეთში ვიყავით საწვრთნელ შეკრებაზე.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად შვიდი ამხანაგური მატჩი გავმართეთ ამ ქვეყნის გუნდებთან, მათ შორის - ბელგრადის "პარტიზანსა" და ნოვი სადის "ვოივოდინასთან".

მერე ჩერნოგორიაში ერთი კვირა დავყავით და იქაც რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ. ასე რომ, პორტოს ტურნირს მომზადებულები შევხვდით. როგორც იცით, ოთხი პაექრობა დიდი ანგარიშებით მოვიგეთ, მხოლოდ ერთი წავაგეთ სლოვაკებთან, ისიც ერთი ბურთის სხვაობით.

თბილისის ტურნირთან შედარებით, სლოვაკებმა პორტუგალიაში სულ სხვა სიძლიერის გუნდი ჩამოიყვანეს - უფრო აგრესიული და შემტევი, თუმცა უბრძოლველად არაფერი დაგვითმია.

- პლეი ოფისთვის მომზადებაზე რას იტყვით?

- 30 ნოემბრის წილისყრით, სამი თანაბარი სიძლიერის გუნდიდან ერთ-ერთს დავუპირისპირდებით. პირველი შეხვედრა, როგორც იცით, 15 თებერვალს გაიმართება. როგორც პორტოს ტურნირმა დაგვანახვა, მანამდე ბევრი ხარვეზი გვაქვს აღმოსაფხვრელი - თუნდაც დაცვაში სუსტი თამაში, რის გამოც პორტუგალიაში უამრავი ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში.

გოლკიპერებსაც მოუწევთ კვალიფიკაციის ამაღლება. ნატურალიზებული წყალბურთელები ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შეკრებებზე ვერ ჩამოდიან და ტურნირებისას შეთამაშება გვაკლია.

სამერმისოდ, ალბათ, ამ პრობლემის მოგვარებაც მოგვიწევს. სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის თანადგომით, პლეი ოფამდე დარჩენილ პერიოდს მოსამზადებლად აქტიურად გამოვიყენებთ - ალბათ, ისევ სერბეთსა და ჩერნოგორიაში გავმართავთ საწვრთნელ შეკრებებს, ძლიერ კლუბებთან ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად არაფერს დავიშურებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!