შოთა არველაძე გაზეთ "ლელოს" რედაქციაში ესტუმრა და ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა
გასულ უქმეებზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში "ფონდი არველაძის" ღონისძიება გაიმართა. შეჯამდა ამ ფონდის ხუთწლიანი საქმიანობა. ჩამოვიდა შოთა არველაძეც, თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარმეგოლე, ვისაც 26-ჯერ გამოუჩენია თავი ნაკრებში და ეს შედეგი ჯერჯერობით საუკეთესოა...

შოთა რედაქციაში ვისტუმრეთ.

თურქეთში მომუშავე ტყუპისცალს ტელეფონით თუ შევეხმიანებით ხოლმე, ახლა კი ვისარგებლეთ შემთხვევით და პირისპირ ვესაუბრეთ რამდენიმე საკითხზე...

- რა ეტაპზეა "ფონდი არველაძის" საქმიანობა?

- ეს ფონდი იმისთვის შევქმენით, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც რაიმე სასარგებლო გაგვეკეთებინა ქართული ფეხბურთისთვის. გვსურს, დავანახვოთ მოზარდებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ უცხოეთშიც იგივე ხდება, რაც აქ, უბრალოდ, განსხვავება სოციალურ ფონშია.

წავიყვანეთ ბავშვები ისეთ ტურნირზე, სადაც ევროპის გრანდი კლუბების ასაკობრივი გუნდები მონაწილეობდნენ. ჩვენებს ვაჩვენეთ, რომ საფეხბურთო მონაცემებსა და შესაძლებლობებში განსხვავება არ არის. გადავწყვიტეთ, ინდივიდუალურადაც დავხმარებოდით ნიჭიერ მოზარდებს და დავუნიშნეთ სტიპენდია. მშობლები გვეუბნებოდნენ - ალბათ, ხელშეკრულების გაფორმებაც იქნება საჭიროო, მაგრამ ავუხსენით, რომ ამ საქმეში არანაირი სხვა ინტერესი არ გვქონდა.

თუ ნიჭიერი ბავშვი პერიფერიიდან იყო, ვთავაზობდით თბილისში ცხოვრების ხარჯის ანაზღაურებას. სამედიცინო დაზღვევა, უცხო ენის შესწავლა - სტიპენდიას ეს დანიშნულებაც მივეცით.

ამ დროისთვის 8 სტიპენდიანტი გვყავს. ფონდმა ამ საქმეში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა - ეს, რაც აღრიცხულია, თორემ იყო სხვა დახმარებებიც. ჩვენ არ ვცდილობთ ამ ყველაფრის აფიშირებას, უბრალოდ, ფონდის ხუთწლიანი საქმიანობა შევაჯამეთ. ვფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელების ხელშეწყობაზეც. მასტერკლასი ან რამდენიმედღიანი შეკრების მოწყობა - რაღაცას აუცილებლად გავაკეთებთ ამ მიმართულებითაც.

- "ქასიმფაშაზე" გადავერთოთ. თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე ხართ, თუმცა ამ პოზიციის შენარჩუნება, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან თურქეთში ისეთი კლუბებიც არიან, მნიშვნელოვნად მეტი ფინანსები რომ აქვთ. "გალათასარაი", "ფენერბაჰჩე", "ბეშიქთაში" - დანარჩენი კლუბებიდან ბევრს აქვს თქვენზე მეტი ბიუჯეტი?

- თურქეთში ბევრია ფინანსურად შეძლებული კლუბი. მაგალითად, "ტრაბზონსფორის" ბიუჯეტი 80-100 მილიონია, როცა ჩვენი წლიური ბიუჯეტი 40 მილიონს შეადგენს. სამაგიეროდ, "ქასიმფაშა" ევროპული სტანდარტების კლუბია, ჩვენთან ყველაფერი სათანადოდ არის ორგანიზებული და მოწყობილი, გადახდის კორექტული ფორმაც გვაქვს - არაფერი გვიანდება.

- "ქასიმფაშას" ბაზის გახსნას თურქეთის პრემიერ-მინისტრიც კი დაესწრო, რაც, ალბათ, შემთხვევით არ მომხდარა...

- ბაზა კლუბის ხარჯებით აშენდა, პრემიერი კი იმ უბანში გაიზარდა და ამანაც განაპირობა ასეთი ყურადღება.

- ვინ არის "ქასიმფაშას" მფლობელი? კლუბის ბიუჯეტის ზრდა რამდენად არის მოსალოდნელი?

- "ქასიმფაშას" მფლობელია ბიზნესმენი თურგაი ჯინერი. 70-მდე კომპანიაში აქვს აქციები - მედია, სასარგებლო წიაღისეული, გემები... ერთი წელია, რაც "ქასიმფაშას" ჩაუდგა სათავეში და ამ საქმიდან დივიდენდები ჯერ არ აქვს.

- "ქასიმფაშასთან" როგორი კონტრაქტი გაქვთ?

- წელიწად-ნახევარს პლუს 3 წელიწადი. წელიწად-ნახევარი ამ სეზონის ბოლოს მიმთავრდება და მერე გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ის 3 წლით.

- "ქასიმფაშას" ახალწვეულთაგან უდავოდ გამორჩეულია არგენტინელი ნახევარმცველი ოსკარ სკარიონე...

- შვეიცარიაში მოთამაშე გიორგი ივანიშვილმა მითხრა ამ არგენტინელზე. სკარიონეც შვეიცარიაში, "სენტ გალენში" თამაშობდა. აქედან დაიწყო ამ ტრანსფერზე მუშაობა.

- ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენმდივანმა დავით კვინიკაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა - დავით ყიფიანი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისას სიტუაციას ვერ ფლობდა და გუნდის წამყვანი ფეხბურთელები მას გვერდში არ დაუდგნენო...

- კვინიკაძეს პასუხს არ გავცემ.

- და მაინც, რა მოხდა პოლონეთთან 1:4-ზე წაგებული მატჩის შემდეგ თვითმფრინავის სალონში?

- არაფერიც არ მომხდარა! როგორ შეიძლებოდა, რამე მომხდარიყო, როცა თვითმფრინავში იყვნენ ნოდარ ახალკაცი, დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი? ფეხბურთელებსა და მათ შორის, პროფესიულის გარდა, მამაშვილური ურთიერთობაც იყო.

- ძნელია იმავეს თქმა საქართველოს დღევანდელ ნაკრებზე. ცოტა არ იყოს, დაძაბული ურთიერთობები იყო ამ ბოლო დროს. საინტერესოა, ერთ დროს საქართველოს ნაკრებში მოთამაშე თემურ ქეცბაია როგორი იყო მოედანზე და მოედნის მიღმა ურთიერთობებში?

- ძალიან გულიანი და ძმაკაცურად გვერდში მდგომი, ყველაფერს ძალიან განიცდიდა. ის მწვრთნელობის დროსაც ასე განიცდის ყველაფერს და სხვებისგანაც საქმისადმი გულიან დამოკიდებულებას ითხოვს, ზერელე მიდგომას ვერ იტანს. მწვრთნელობისას ეს მას დიდ ენერგიასა და ნერვებს ართმევს.

- წარმატებულ და დალაგებულ ქვეყნებში ასეა - ეროვნულიდან დაწყებული, ყველა ასაკობრივი ნაკრები ერთ სათამაშო მოდელს ირჩევს. როგორ ფიქრობთ, ეს დოგმაა თუ არ არის აუცილებელი, რომ საქართველოშიც ყველაფერი ასეთ სისტემაში ჩაჯდეს?

- წარმატებულ ქვეყნებში ყველგან ასეა, ჩვენთან კი იმიტომ ვერ ხერხდება ამის გაკეთება, რომ ჯერ არ ვართ წარმატებული ქვეყანა. ნების გამოხატვა და დაფიქსირება ადვილია, ამ ყველაფრის გაკეთება კი - ძალიან ძნელი.

საქართველოში ყველაფერი ძალიან რთულად კეთდება, რადგან აქ ფსიქიკა აქვთ დანგრეული. ადრე სად იყო მწვრთნელთა განათლება? ნიჭისა და გამოცდილების მიხედვით კეთდებოდა ეს საქმე. სისტემის შექმნას კი ბევრი განათლებული და კარგი მწვრთნელი სჭირდება, ერთ კაცზე ეს სისტემა ვერ აეწყობა.

საქმე ბავშვთა ფეხბურთიდან არის დასაწყები, ქვემოდან ზევით და არა - პირიქით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
არველაძეებო! დაეხსენით ქართულ ფეხბურთს! სანამ თქვენ ქართულ ფეხბურთს აკონტროლებთ, საქართველოში ფეხბურთი მუდამ ასეთ სავალალო მდგომარეობაში იქნება! მიეცით ერს ფეხბურთის განვითარების საშუალება!
kaxa
არველაძეებო! დაეხსენით ქართულ ფეხბურთს! სანამ თქვენ ქართულ ფეხბურთს აკონტროლებთ, საქართველოში ფეხბურთი მუდამ ასეთ სავალალო მდგომარეობაში იქნება! მიეცით ერს ფეხბურთის განვითარების საშუალება!
ni-ka
შოთი მაგარი ფეხბურთელი იყო და მგონი, უფრო მაგარი მწვრთნელია! ვფიქრობ, ნაკრების ახალი მწვრთნელის პოსტზე დღეს საუკეთესო კანდიდატია. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ ვან გაალს...)
artagi
ფსიქიკა იმიტომ გვაქვს დანგრეული რომ ქართველები ვართ?...ეხ შოთა,შოთა გატყობ ძალიან გენატრება საქართველო!
ნუკრი
მართალია ეს კაცი და როგორ უნდა ეკამათო?
kometa
შოთი გეთანხმები ასიანში, მარა ფედერაცია რომ კრინტს არ ძრავს ბავშვთა ფეხბურთზე, შენი ძმაც ხომაა მანდ და მიხედოს მერე. ნაკრებები რომაა ეგ არაა ბავშვთა ფეხბურთი. ისე ვინ არის ბავშვთა ფეხბურთის ხელმძღვანელი ფედერაციაში? თუ ეს კაცი რამეს აკეთებს, რატომ არ აპიარებთ, ათასი ვიღაც გამოდის და გველაპარაკება ტელეეკრანიდან და ეგ კაცი არც კი იცის საზოგადოებამ. თუ არაა ეგ თანამდებობა? ადრე მახსოვს იყო.
koki
შოთი წარმატებები მისურვებია საწრთვნელო კარიერაში. ეხ როგორ აკლია ჩვენს ნაკრებს შენისთანა ჯიხვი პანტერა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქართული ფეხბურთის კულუარები: ახალკაცმა ჯაბას მიახალა, ფეხბურთში ცხვირს ნუ ჩაყოფო
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"...წამყვანი ქართული კლუბები გიორგი ქინქლაძეში 1000 მანეთსაც არ იხდიდნენ"