NBA-ში 40 წუთს ითამაშებენ?
"ბოსტონთან" წაგებული მატჩის შემდეგ "მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი გუნდი დაცვაში ცუდი თამაშის გამო გააკრიტიკა. ერთი დღის შემდეგ ერიკ სპოელსტრას შეგირდებმა "მილუოკის" პირველ 36 წუთში ტყორცნების 35 პროცენტი ჩააგდებინეს და მხოლოდ მაშინ მოდუნდნენ, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ლებრონმა მესამე მეოთხედში მოაგვარა საქმე - დროის ამ მონაკვეთში 17ქულა ჩააგდო, სულ კი 33 ქულით დაეხმარა თავის გუნდს. ბოლო 12-წუთეულის წინ ანგარიში იყო 84:62 მასპინძლების სასარგებლოდ და "ბაქსს" შეხვედრის გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.

მატჩის შემდეგ განსაკუთრებული შექება დაიმსახურა ყველას მიერ ჩამოწერილმა მაიკლ ბიზლიმ, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.

საინტერესო იყო "დალასისა" და "ვაშინგტონის" შეხვედრა, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ტექსასელებმა მნიშვნელოვანი ფორმა მიიღეს მაშინ, როცა ვეტერანი ვინს კარტერის მონდომებით, მეორე მეოთხედში 16:2 გაქცევა მოაწყვეს, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს დირკ ნოვიცკიმ ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და თავისიანების უპირატესობა 15 ქულამდე აიყვანა.

მაგრამ "ვაშინგტონმა" ამ რთულ სიტუაციაში ხელები არ ჩამოუშვა. ტრევორ არიზა, რომელიც 27 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, სტუმრებს საპასუხო სპურტის ორგანიზებაში დაეხმარა - 18:6. და მაინც, "დალასმა" თავიდან აიცილა ნერვული დასასრული. 89:84-ზე მონტა ელისმა საკუთარ თავზე აიღო თამაში და დარჩენილ დროში 10 ქულა შესძინა თავის გუნდს. ეს დედაქალაქელთა წაგებას ნიშნავდა.

ამ სათამაშო დღეს არ გაუმართლათ იმ გუნდებს, რომლებიც კალიფორნიაში ჩავიდნენ სათამაშოდ. "დეტროიტი" "გოლდენ სტეიტს" სტუმრობდა, "ლეიკერსი" კი "ნიუ ორლეანს" მასპინძლობდა.

ორივე შეხვედრა თითქმის ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში შთამბეჭდავი გაქცევა მოაწყვეს და მეორე ტაიმის სტარტზე გაუძლეს მეტოქის ზეწოლას. "გოლდენ სტეიტის" რიგებში, ჩვეულებრივ, ბრწყინავდა სტივენ კარი, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.

"ლეიკერსში" კი ახალი გმირი გამოჩნდა. ცენტრი ჯორდან ჰილი, რომელიც პირველად ვიხილეთ მაიკ დ'ენტონის გუნდის სასტარტო ხუთეულში, 21 ქულით არა მხოლოდ ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო მატჩში, არამედ ორმაგი დუბლიც შეასრულა (11 მოხსნა მიითვალა). "ლეიკერსის" წინა ხაზი შესანიშნავად გამოიყურებოდა და მოხსნებში დაჩაგრა მეტოქე - 53:31, ხოლო რეზერვისტი ჯორდან ფარმარი ახლოს იყო სამმაგ-დუბლთან (9 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა).

"უორიორზმა" კი გამარჯვებულის საკითხი ჯერ კიდევ 19 ქულით მოგებული პირველი მეოთხედის შემდეგ გადაწყვიტა, ხოლო მესამე მეოთხედში 19:4 გაქცევით საბოლოოდ დაასამარა "დეტროიტის" იმედები. "გოლდენ სტეიტი" თამაშიდან 60 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 50 პროცენტს ათავსებდა კალათში. ამის გამო თამაშზე გავლენა არ მოუხდენია მასპინძლების 23 შეცდომას.

სათამაშო დღე ციფრებში

- "მაიამის" ფორვარდმა მაიკლ ბიზლიმ კარიერაში თავისი მონაგარი 5000 ქულამდე აიყვანა.

- "ჰიტმა" ისევ დააგროვა მინიმუმ 100 ქულა მატჩში - მიმდინარე სეზონში მოქმედი ჩემპიონი ამ ნიშნულზე ქვემოთ არ ჩამოსულა.

- "დალასის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ 19 ქულა ჩაუგდო "ვაშინგტონს" და NBA-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში გაუსწრო ჯერი უესტს, რომელიც მე-16 ადგილზე იმყოფებოდა. გერმანელი ვეტერანის მორიგი ორიენტირია "ინდიანას" ლეგენდა რეჯი მილერი, ვინც კარიერაში 25 197 ქულა დააგროვა. იმის გათვალისწინებით, რომ დირკს ახლა 25 197 ქულა აქვს, უკვე რამდენიმე მატჩში ის კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწევს.

- ამ სეზონის სამ საშინაო შეხვედრაში "გოლდენ სტეიტი", ჯამში, მხოლოდ 23 წამი იყო მდევრის როლში. მან სამივე მატჩი მოიგო საკუთარ კედლებში.

- რეგულარული ჩემპიონატის ცხრა შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ'ენტონიმ სასტარტო ხუთეულის ექვსი ვარიანტი გამოსცადა.

მაიამი-მილუოკი 118:95

32:23, 24:22, 28:17, 34:33

მაი: ჯეიმსი (33), ბიზლი (19), ჩელმერსი (15+7 პასი), ბოში (10+5 მოხსნა).

მილ: ნილი (18), ჰენსონი (18), ადეტოკუნბო (11), ბატლერი (10).

დალასი-ვაშინგტონი 105:95

33:34, 28:15, 27:30, 17:16

დ: ნოვიცკი (19+8 მოხსნა), ელისი (19+7 პასი), კარტერი (16), დალემბერი (15+5 მოხსნა), კალდერონი (11), ბლერი (9+11 მოხსნა).

ვ: არიზა (27+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნენე (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), უოლი (14+10 პასი+5 მოხსნა), გორტატი (12+12 მოხსნა+4 დაფარება).

გ. სტეიტი-დეტროიტი 113:95

35:16, 27:25, 32:30, 19:24

გ-ს: კარი (25+8 პასი), ლი (17+9 მოხსნა), ო'ნილი (17+6 მოხსნა), ტომპსონი (14), იგუოდალა (8+11 პასი).

დ: დრამონდი (16+14 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), მონრო (15+5 მოხსნა), ბაინუმი (14+3 ჩაჭრა), ჯენინგსი (13), დატომე (10).

ლეიკერსი-ნ. ორლეანი 116:95

22:19, 33:20, 31:23, 30:33

ლ: ჰილი (21+11 მოხსნა), იანგი (17), ჰენრი (15+3 ჩაჭრა), მიქსი (15), პ. გასოლი (14+8 მოხსნა).

ნ-ო: გორდონი (17+3 ჩაჭრა), დევისი (15+5 მოხსნა), ევანსი (11+6 პასი).

NBA-ში 40 წუთს ითამაშებენ?

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისრის თანაშემწე ადამ სილვერი დაინტერესებულია მატჩების დროის შემოკლებით. ამიტომაც NBA-ს ოფისში განიხილავენ ერთი მეოთხედის 12-დან 10 წუთამდე შემცირებას, ხოლო ოვერტაიმის 5-დან 3 წუთამდე შემოკლებას.

ამ ცვლილებების დანერგვაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში სილვერმა, რომელიც მომავალი წლის პირველი თებერვლიდან შეცვლის NBA-ს კომისრის პოსტზე დევიდ სტერნს, კონსულტაციები ჩაატარა ლიგის კლუბების მფლობელებთან მსგავსი სიახლეების შემოღების თაობაზე.

ასოციაციის მიზანია - მატჩების ხანგრძლივობის შემცირება ტელეკომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე. NBA-ს განვითარების ლიგა (D-ლიგა), სადაც ფარმ-კლუბები გამოდიან, ორი წელია ექსპერიმენტებს ატარებს ამ მიმართულებით. წელს იქ ორი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ყველა ტაიმ-აუტის ხანგრძლივობა 30 წამამდე დაიყვანეს და მათი რაოდენობა თითოეული გუნდისთვის რვიდან შვიდამდე შემცირდა (არაუმეტეს ორისა - მატჩის ბოლო ორ წუთში).

შეგახსენებთ, რომ FIBA-ს წესების თანახმად, მატჩის ხანგრძლივობა 40 წუთს შეადგენს, ოვერტაიმი კი, ისევე, როგორც NBA-ში, ხუთი წუთი გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: წაუგებელი "ინდიანა" და გაცოცხლებული "ბოსტონი"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"ცარუკიანი კარგი სპორტსმენია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა" - მერაბ დვალიშვილი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ოლ სტარი - მიეცით ხმა ნებისმიერს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
სიეტლს NBA-ში დაბრუნების შანსი აქვს
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA ევროპას არ ცნობს
"დეტროიტმა" მწვრთნელი იპოვნა, "მემფისმა" დაკარგა
NBA ᓞᓝᕖᓘᓪᓘᓐᓡ ᓐᓠ ᓨᓔᕪᓕᓚᓘᓡ
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
ᓐᓣᓠᓖაუᓠᓘ ᓞᓝᓚ ᓯᓝᓠᓯᓘᓡ ᓒᓐᓠᓨᓔმᓝ
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია