საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" ახალი მწვრთნელ-კონსულტანტი სერგო გაბელაია წარადგინეს

13 ნოემბერს, ორკვირიანი პაუზის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" ახალი მწვრთნელ-კონსულტანტი წარადგინეს.

არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი გუნდი სერგო გაბელაიამ ჩაიბარა.

მალხაზ ჭეჟია (ს.კ."ზუგდიდის" დირექტორი):

"უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს მობრძანებისთვის და ყოველგვარი შესავლის გარეშე მინდა ს.კ. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობის, ადმინისტრაციისა და ამავე კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

იმ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რაშიც ჩვენი კლუბი იმყოფება მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე და აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, კობა წიტაიშვილის წასვლის შემდეგ, გუნდი აუცილებლად საჭიროებდა ცვლილების განხორციელებას, რაც ერთობლივად განვახორციელეთ კიდეც და დაინიშნა გუნდის მწვრთნელ-კონსულტანტად სერგო გაბელაია.

მივესალმები ბატონ სერგოს ჩვენს გუნდში მოსვლას. მისი საფეხბურთო საქმიანობა მაძლევს იმის ოპტიმიზმს, რომ ერთად დგომით შეძლებს ჩვენი გუნდის კრიზისიდან გამოყვანას, რაც არაერთ გუნდში გაუკეთებია მას, თუმცა ამაზე თავად სერგო გაბელაიას მოვუსმინოთ".

სერგო გაბელაია (მწვრთნელ-კონსულტანტი):

"პირველ რიგში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო გულთბილი მიღებისთვის და უპირველესად, მადლობას ვეტყვი ს.კ. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობას ნდობისთვის.

არ მინდა ჩემს საქმიანობაზე საუბრით გადაგღალოთ, თუმცა ერთს ვიტყვი: სამწვრთნელო კარიერაში 21-წლიანი მუშაობისას არაერთ სიტუაციაში მომიწია მუშაობა, ის სიტუაცია მაქვს მხედველობაში, რაშიც თქვენი გუნდი იმყოფება ამჟამად.

ასეთი მდგომარეობიდან არაერთი გუნდი გამოგვიყვანია ერთად დგომით და მაგალითისთვის გამოდგება 90-იან წლებში თელავის "კახეთი", რომელსაც პირველ წრეში მოგება არ ჰქონდა და უმაღლესში დარჩა; ცხინვალის "სპარტაკს" სამი წლის წინ სამი ქულა ჰქონდა და იქაც უკეთესობისკენ დავძარით საქმე; ფოთის "კოლხეთი" შვიდი წლის წინ ცხრილის ფსკერზე იყო და იმავე სეზონში ხუთეულში გავიდა.

დანარჩენს საქმე გვიჩვენებს და ერთად დგომით, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ აქაური პოტენციალი მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დარჩება".

წყარო: fczugdidi.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: "ზუგდიდი"
გიორგი დარასელია "ზუგდიდის" მწვრთნელად, კობა წიტაიშვილი - დირექტორად...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
წიტაიშვილმა მილანის "ინტერს" გაუტანა - ქართველები უეფას ახალგაზრდულ ლიგაში [VIDEO]
ᓕᕘ
ᓠ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ლევან კუტალაია: ისევ უმაღლესი ლიგის გუნდში თამაში მსურს და ეს რეალურია
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ზუგდიდის "ოდიში": მოვიპოვოთ ევროსაგზური, შევავსოთ სტადიონი!
სიჭინავა პირველივე შეხვედრისას დამემუქრა - რას ჰყვება "ზუგდიდის" ყოფილი დირექტორი
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ᓚᓔᓕᓐᓜ ᓙᓐᓙᓣᓑᓐᓕᓐ: ᓐᓠᓐᓜᓐᓘᓠᓘ ᓡᓘᓜᓯᓔᓑᓘ, ᓒᓐᓛᓖᓐᓓᓔᓑᓣᓚᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓙᓠᓣᓚᓔᓑᓐ ᓓᓐᓛᓐᓮᓕᓔᓓᓠᓔᓡ
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა
სერგო გაბელაია: "ზუგდიდი" აუცილებლად დარჩება უმაღლეს ლიგაში
გიორგი წიტაიშვილი: ჩემი მიზანია, გავხდე კიევის "დინამოს" ლიდერი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა