საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის 16 ნოემბერს გასამართ მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა
საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის 16 ნოემბერს გასამართ მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა დაასახელა.

მოლოდინისამებრ, კანადის ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო შაბათის შეხვედრაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ირაკლი მაჩხანელი ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად აშშ-სთან "ბორჯღალოსნებს" მამუკა გორგოძე უკაპიტნებს.

სასიხარულო ინფორმაციაა მერაბ კვირიკაშვილთან დაკავშირებით: მიღებული ხელის ტრავმის მიუხედავად, იგი 16 ნოემბრის შეხვედრაში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება.

რაზმი:

შერკინება

1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპ), 8. გიორგი ჩხაიძე

ნახევარდაცვა

9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. თედორე ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი

მარქაფა

16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:

გიორგი ნიჟარაძე: სამწუხაროდ, თავდაჯერება მხოლოდ ჩხუბის შემდეგ დაგვიბრუნდა

"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ამერიკელი "არწივები"

IRB-მ ვიტო კოლელიშვილი კანადასთან მატჩში ჩხუბის გამო დასაჯა

ynwa
რა უნდა წერონ, როცა აზრზე არ არიან. ჟურნალისტობა მარტო უცხოური საიტებიდან ინფორმაციის გადმოწერა არ არის. სადმე გინახიათ ან ფეხბურთზე ან რაგბზე ნორმალური ანალიზი?! ჯერ ჩვენს კომენტატორებს შეხედე, რა დონეა, ეკრანთან ისე საუბრობენ თითქოს ტოტალიზატორში არჩევდნენ კუშების ამბავს. საქმე ის არის, რომ სწორედ ასე უყურებენ ყოველ თამაშს. არ შეგიმჩნევიათ, სულ იმის მოლოდინში არიან, თუ რამდენი გოლი გავიდა და თუ ბევრი არ გავიდა წუწუნებენ, რომ ასე ცოტა გოლი ტურში რატომ გადის?! GMG სულ გაბანძდა. ადრე ჰაინიკენის თასის, ტესტ-მატჩების თამაშებს აჩვენებდნენ, ეხლა კი საიდან ამოთხარეს პორტუგალიის სოფლის ჩემპიონატი?! თუნდაც რუსულ საიტებზე ნახეთ, სავსეა უცხოური სპორტის ინფორმაციით, მაგრამ პირველ პლანზე თავიანთი გუნდების საკითხი აქვთ წინ წამოწეული, ხოლო მერე სხვისი. დღე იწურება და საერთოდ არაფერი დაწერილა თუ როგორ ემზადება გუნდი აშშ-თან სათამაშოდ. არადა თამაში ხვალ არის უკვე. არ აინტერესებთ, სამაგიეროდ ბარსაში, რეალაში, ბავარიაში, ჩელსიში თუ სხვაგან რა ხდება იმაზე ხომ ყოველდღე იწერება! P.S. ისე გასაგებია, რომ რაგბს რეკლამა უნდა და სხვა ქალაქშიც უნდა ტარდებოდეს, მერე ისიც დაემთხვა, რომ ლოკომოტივზე ახალგაზრდების შესარჩევი ტარდება, მაგრამ რამდენი გულშემატკივარი დარჩა უბილეთოდ, რადგან მხოლოდ 3000 ადგილია. რუსთავში და სხვაგან ჩაატარონ რუსეძთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან ჩასატარებელი თამაშები და ასეთ თამაშებს, როცა წელიწადში ერთხელ ატარებენ ნუ გადაიტანენ ისეთ სტადიონებზე, სადაც ცოტა მაყურებელი ეტევა
გიორგი
გენაცვალეთ ჯიგარში!
ნანა
ვუსურვებ გამარჯვებას!
TOT
ტორინო სრულიად გეთანხმებით.
torino
ნამუსი არა გაქვთ თქვე ვაიჟურნალისტებო?!! ორი სიტყვა რომ მოგვიგდეთ რაგბზე და ამ დროს აჭრელებულია ვითომ ფეხბურთელების სტატიებით გვერდი! რამდენი დღეა რაც ბიჭებმა პირველი თამაში ჩაატარეს შემოდგომის ტესტებიდან ფაქტიურად ომი გადაიტანეს (ჯერ ერთი ფსიქოლოგიურად იყვნენ დაძაბულები, იმდენად დიდი სურვილი ქონდათ ხალხის გახარების და მერე თვითონ თამაშიც რთული და დაძაბული გამოვიდა ), ერთი ვინმე სპეციალისტს აზრი ჰკითხეთ? ანალიზი გააკეთეთ?? მარტო პრესკონფერენია და ბ-ნ გიორგი ნიჟარაძის მცირე ინტერვიუ (ისიც ისეთი ფიგურაა ჩვენი რაგბისთვის, რომ არ იყო გამართლებული კონკრეტული ანალიზი გაეკეთებინა, და არც გააკეთა! რაშიც მე პირადად ვეთანხმები.)!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა