საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა მოლდოვის ნაკრებთან (2:0) გამარჯვების შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ მოლდოვის ნაკრებთან (2:0) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვების შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა.

- თამაში დაძაბული იყო, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა დასაწყისში გატანილი გოლები, რომელმაც მეტოქე გატეხა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა გუნდის შეფასება ჯერ მაინც ნაადრევია, რადგან 18 ნოემბერს, ჰოლანდიასთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ.

- პირველი ეტაპის მიზანი შესრულებულია. მთავარია, კვლავ მოახერხებს თუ არა 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას...

- წინასწარ ამაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ კარგი გუნდი შეიკრა - მწვრთნელებით დაწყებული, მოთამაშეებით დამთავრებული, ყველა ერთი მიზნით ვცხოვრობთ. ახალი ციკლიც კარგად დავიწყეთ. განსაკუთრებით თამაშის ხარისხი მაიმედებს.

- ბევრს აინტერესებდა, გაიზარდა თუ არა გუნდი, მისი თითოეული წევრი... გაქვთ კი საქართველოში სასურველი მოსამზადებელი პირობები?

- მონდომებული ადამიანი ყოველთვის გაიზრდება, თუნდაც საქართველოში. მაგრამ თუ ზარმაცი ხარ, ამას ძლიერ გუნდშიც ვერ მოახერხებ. ცხადია, ნაკლი ყველას გვაქვს, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია.

- 19-წლამდელთა პლუს-მინუსები ცხადად ჰოლანდიასთან გამოჩნდება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ჰოლანდიამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაგვამარცხა და ეს წყენა ჯერაც გვახსოვს. მაგრამ ხალხს ვერ შევპირდებით, რომ აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა ბრძოლას ნამდვილად გპირდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

გულშემატკივარი
მაგარი კაპიტანი გვყავს, გვეამაყები ნიკა!!! უნიჭიერესია და ძალიან დიდი კარიერა ელოდება წინ, რაც მთავარია ზარმაცი არა რის
akhali
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის შექების უნდა გვეშინოდეს-ძალიან ბევრჯერ ,,გაგულავდნენ,,და ფეხბურთი დაავიწყდათ.ნეტავ ნიკა ჭანტურია იყოს გამონალისი-ნიჭი,ტალანტი გააჩნია და ინტელექტიც მგონი საკმარისი,რომ ჩივაძე და ხურცილავა გაგვახსენოს ქართველებს..
saba
დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი ერთ-ერთ ევროპულ გრანდში მოხვდება მალე მთავარია მუდმივად ითამაშოს იქ სადაცააა ამ წუთას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)