რაფაელ ნადალმა ATP-ის ჩემპიონატში წარუმატებელი სერია კინაღამ პირველივე ტურში გააგრძელა

ესპანელმა რაფაელ ნადალმა წელს მთავარი ამოცანა შეასრულა - მოიგო ამერიკის ღია პირველობა, რითაც "დიდი სლემის" ტურნირების მთავარი პრიზების კოლექცია შეავსო. ახლა ნადალი ერთადერთი ტიტულით ვერ დაიკვეხნის - ეს არის წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვება. ATP-ის ჩემპიონატში ესპანელს არასოდეს უმართლებდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო, შარშან კი ჯგუფში სამი შეხვედრა დათმო და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეს სერია კინაღამ პირველ ტურში გააგრძელა, სადაც მას მეტოქედ ამერიკელი ენდი როდიკი ჰყავდა. ნადალი თავად აღიარებდა, რომ ლონდონის ტურნირს მთლად ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა და მისი მოსაზრება ამერიკელთან მატჩმაც დაადასტურა. მართალია, საწყის გეიმში ბრეიკ-პოინტები მოიპოვა, მაგრამ სწორედ მან წააგო პირველმა საკუთარი მოწოდება - ეს მეორე გეიმში მოხდა, რომელშიც ესპანელმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნადალს სეტის გადარჩენის შანსი მეხუთე გეიმში მიიღო, როცა ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ როდიკმა მობილიზება შეძლო და საფრთხე მოიგერია. ამ რთული მომენტის გადატანის შემდეგ, ენდიმ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3.

ცუდად დაიწყო ნადალისთვის მეორე პარტიაც. მან უკვე მესამე გეიმში მისცა მეტოქის ბრეიკის საშუალება და რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა მანამდე დამაჯერებლად მოთამაშე როდიკმა მოულოდნელად თამაშს უკლო. მომდევნო გეიმში თანაბარი ანგარიშისას ამერიკელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა, შემდეგ კი უხეშად შეცდა ფორჰენდის შესრულებისას - 2:2. ამის შემდეგ ორივე ჩოგბურთელმა დაალაგა მოწოდებაზე თამაში და საქმე სულ მალე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. რამდენიმე მინი-ბრეიკის შემდეგ რაფაელმა მეშვიდე გათამაშებაში ფენომენალური დიაგონალური დარტყმა ჩაუგდო მეტოქეს. რაფას სეტბოლის დროს როდიკს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მორიგი უხეში შეცდომით სეტი ჩააბარა მეტოქეს.

მესამე პარტიაში როდიკს თანდათან ძალები გამოელია და ამით ნადალმა კარგად ისარგებლა. მეხუთე გეიმში ენდიმ ბადესთან ზედიზედ სამჯერ ცუდად ითამაშა, ერთხელ უკანა ხაზზე შეცდა და ნადალი ბრეიკით დაწინაურდა. მართალია, ამერიკელს ხელები არ ჩამოუშვია, მაგრამ ეტყობოდა, რომ ის მატჩის გადამრჩენი აღარ იყო. რაფაელმა გაძლო და ტურნირზე პირველი სამსეტიანი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6, 7:6, 6:4.

გუშინ, B ჯგუფში მეორე ტური ცენტრალური მატჩით გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი პუბლიკა მოუთმენლად ელოდა. ლონდონელები თავიანთი კერპისგან - ენდი მიურეისგან როჯერ ფედერერის დამარცხებას ითხოვდნენ და მათ ოპტიმიზმის ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ამაგრებდა - ბრიტანელი შვეიცარიელს 8:5-ს უგებდა.

მაგრამ როჯერმა ყველა ძველი წყენისთვის სასტიკად იძია შური. საკმარისია აღინიშნოს, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მიურეის ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, ფედერერმა კი რვა ცდიდან სამი გამოიყენა და საათსა და 16 წუთში გაანადგურა ბრიტანელი - 6:4, 6:2.

ამ გამარჯვებით ფედერერმა პრაქტიკულად გაინაღდა ნახევარფინალში თამაში, მიურეის კი ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. ბოლო ტურში ბრიტანელი დავიდ ფერერს შეხვდება.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა