თითო ოქრო-ვერცხლი, ორი ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი ანაპას ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე
ანაპაში, ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის პირველობაზე გამგზავრების წინ საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, AIBA-ს დელეგატმა ვლადიმერ ახალკაცმა, რომელიც ამ შეჯიბრებაზე ჟიურის თავმჯდომარედ იყო მიწვეული, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ქართველი მოკრივეები კარგად არიან მომზადებულნი და კონტინენტის პირველობაზე 3-4 მედალს ვგეგმავთო.

მართლაც, ტყავის ხელთათმანის ნორჩმა ქართველმა ოსტატებმა (მწვრთნელი კუკური შავგულიძე) ანაპაში სხვადასხვა სინჯის ოთხი ჯილდო მოიპოვეს.

უკვე გაუწყეთ, რომ 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჩარგაზიამ ნახევარფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ რუფათ ჰუსეინოვთან წააგო და იტალიელ კარმელო მელფისთან ერთად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (ამ წონის ფინალში ზეინალოვი რუს მაგომედ მაგომედბეკოვთან დამარცხდა).

მსგავს წარმატებას მიაღწია 52 კილოში უჩა მაისურაძემ. იგი ნახევარფინალში რუს ტემირლან ხანგიჩიევს დანებდა. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ პაექრობაში აზერბაიჯანელი ტაიფურ ალიევი დაჯაბნა და ოქროს მედალი დაიმსახურა. მეორე ადგილზე ალიევი გავიდა. მეორე ბრინჯაოს მედალი აქაც იტალიელს - მარკო ამოროსოს ერგო.

გასულ უქმეებზე ქართველ მოკრივეთაგან განსაკუთრებით გიორგი ხარაბაძემ (66 კგ, პირადი მწვრთნელი ანატოლი ცქიფურიშვილი) ისახელა თავი. როგორც გაუწყეთ, ნახევარფინალში მან იტალიელ ფილიპო გრესანის აჯობა, ფინალში კი უკრაინელი სტერან გრეკული ჩამოიშორა გზიდან (3:0) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამ წონაში მესამე ადგილები გრესანისა და ანდრეი ჩენცოვს (რუსეთი) ხვდათ.

74 კილოში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა რატი ტლაშაძე. ნახევარფინალში მან ანდრეი პანკოვი ჩამოიშორა გზიდან.

ფინალშიი ტლაშაძე ტრამვის გართულების გამო არ იქნა დაშვებული. ოქრო ლუი ტოტის ხვდა. მეორე იყო ტლაშაძე. მესამე ადგილები პანკოვსა და სანდრო პოლეტანს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ერგოთ.

სულ ანაპაში მედლების 13 კომპლექტი გათამაშდა. შეჯიბრებაში მონაწილე 27 ქვეყნის წარმომადგენელთაგან - 13 მედალი (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) მასპინძლებმა - რუსებმა მოიპოვეს.

ერთი ოქროთი და ორი ვერცხლით მეორე გუნდური ადგილი ირლანდიას ერგო, რომელიც შეჯიბრებაში 11 სპორტსმენით ჩაება. 4 მედლით (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) გუნდური მესამე ადგილი საქართველოს ცხრაკაციანმა ნაკრებმა დაიკავა. ასევე, თითო ოქროს მედალი მოიპოვეს ბულგარეთმა (+3 ბრინჯაო), სომხეთმა (+1 ბრინჯაო), ინგლისმა (+1 ვერცხლი), მოლდოვამ (+1 ვერცხლი) და საფრანგეთმა. აზერბაიჯანმა 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, უკრაინამ 2 ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო, ხოლო იტალიამ 7 ბრინჯაო დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aleqsandre
რა სიტყვაა დანებდა? ისე გამოდის, რომ მოკრივემ შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. არადა ქულებით მსაჯთა გადაწყვეტილრბით წააგო და ბოლომდე იბრძოლა უჩა მაისურაძემ. მოერიდეთ მოკრივის შეურაცმყოფელ სიტყვებს.
robo
გორელებო გენაცვალეტ კოველტვის იდეკიტ ასეტ სიმაგლეზე მაგარია გილოცავტ კველას
hiko
გილოცავტ კველას კარგია ბიჰებო დიდებსჰიც ასე გააგრდზელეტ
მოკრივე !
რატი ტლაშაძის დაჯილდოება
მამია სულაკაური
სტატიის ავტორს: უღრმესი პატივისცემით გთხოვთ გადაამოწმომოთ კომპეტენტურ პირებთან ინფორმაცია და ჩაასწოროთ უზუსტობა სტსტიაში, რამეთუ რატი ტლაშაძეს და ლუი ტოტის შორის არც "გადამწყვეტი პაექრობა" შემდგარა და აქედან გამომდინარე არც ეს "პაექრობა" არ "წაუგია". ის უბრალოდ არ იქნა დაშვებული ექიმის და მწრთვნელების მიერ პაექრობაზე ხელის ტრამვის უაღრესად გართულების გამო. ფრანგი სპორტსმენის საწინააღმდეგო მართლაც არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ოქროს მედალი ტოტის წილად ხვდა უბრძოლველად!
glaxuna
ყოჩაღ ბიჭებო...დაისახეთ დიდი მიზნები და ბოლომდე იბრძოლეთ,რომ ამ სპორტშიც ქართველობამ თავისი სიტყვა თქვას!!! ნიჭიერები ხართ,ახლა შრომისმოყვარეობა და ...დაჟინებული სწრაფვა მიზნისაკენ!! გაახარეთ ქართველობა და ... რომ ამაყები იყონ თქვენით!!!
მამია სულაკაური
რატი ტლაშაძე ფინალში არ დამარცხებულა!!! მეტიც: ეს ბიჭი ნამდვილი გმირია, მან ტრამვირებული ხელით იასპარეზა და მოიგო 3 ურთულესი ორთაბრძოლა, მათ შორის დაამარცხა მსოფლის ვერცხლის უკრაინელი პრიზიორი! უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც. იმედია მართლაც სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ექიმის მიერ ადგილზე სპორტსმენის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით და იგი არ იქნა დაშვებული ორთაბრძოლაზე. აქვე მინდა ვიმედოვნო, რომ მომავლისთვის მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ კომპეტენტური პირები, (კრივის ფედერაცია) ასეთი პერსპექტიული სპორტსმენების ჯანმრთველობის პრევენციაზე და ტრამვების დროულ რეაბილიტაციაზე!
Mamia s
რატი ტლაშაძე ფინალში არ დამარცხებულა!!! მეტიც: ეს ბიჭი ნამდვილი გმირია, მან ტრამვირებული ხელით იასპარეზა და მოიგო 3 ურთულესი ორთაბრძოლა, მათ შორის დაამარცხა მსოფლის ვერცხლის უკრაინელი პრიზიორი! უბრალოდ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც. დარწმუნებული ვარ ალბათსწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ადგილზე სპორტსმენის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, თუმცა იმედი მაქვს ეს იქნება გაკვეთილი კომპეტენტური პირებისთვის, (ფედერაციისთვის), და მომავლისთვის მეტ აქცენტს გააკეთებენ ასეთი პერსპექტიული სპორტსმენების ჯანმრთველობის პრევენციაზე!
Koba
რატი ტლაშაძეს არ წაუგია!!! ის ჩემპიონატამდე მიღებული ტრამვის გართულების გამო არ იქნა დაშვებული ექიმის მიერ და ფრანგი მოკრივე ავტომატურად გახდა ჩემპიონი!
aleqsandre
ბატონ სერგოს ვეთანხმები. სტატიაში წერია ისე, თითქოს ტლაშაძე ბრძოლაში დამარცხდა. სინამდვილეში ბრძოლა არ შედგა. დაწერეთ მიზეზები.
სერგო დავლიანიძე
2013 წლის ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე - რატი ტლაშაძემ ფინალურ ბრძოლაში ფრანგთან - ტოუტინ ლოუისთან -( FRA. TOUTIN LOUIS ) დამარცხდა ფორმულირებით WO ! - ეს ნიშნავს ,რომ მას ჩაუთვალეს ბრძოლაზე გამოუცხადებლობა ! - რატომ ? ? ? - რა არის …ეს ??? გარიგება ? ტრავმა ? რატომ ეს ფაქტი არ არის აღნიშნული პრესაში ? http://sportall.ambebi.ge/sport/individualuri-sakheobebi/krivi/57345-giorgi-kharabadze-krivshi-evropis-chempionia.html
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა