ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართულ ფეხბურთის ანბანი

ქართულ ფეხბურთის ანბანი

ვნახოთ, თუ რა იციან ჩვენი ფეხბურთის შესახებ ხორვატებმა

კოპერში ჩვენი ნაკრების გამარჯვებამ სლოვენიელთა მეზობელ და ჩვენს მეტოქე ხორვატებს, როგორც ჩანს, მოსვენება დაუკარგა. ახლახან ხორვატიის ნაკრების თავკაცმა სლავენ ბილიჩმა ქართველებთან მატჩები, განსაკუთრებით - თბილისში, უმნიშვნელოვანესად გამოაცხადა. ბილიჩის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ ხორვატები მეტად დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთით. წერილი, რომელიც ხორვატიულ ვებგვერდ Crvenikarton.com-ზე მოვიძიეთ, ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ეს არის მეტოქის თვალით დანახული ქართული ფეხბურთი... გაწყობილი ანბანზე.

ვნახოთ, თუ რა იციან ჩვენი ფეხბურთის შესახებ ბალკანეთში.

A - არველაძე შოთა

საუკეთესო თავდამსხმელი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. 181 სმ სიმაღლის ფორვარდი გოლის საოცარი ალღოთი გამოირჩეოდა. სამშობლოში "მართვეში", "იბერიასა" და "დინამოში" გამოდიოდა. მერე "ტრაბზონში" წარმატებული თამაშით "აიაქსის" კონტრაქტი დაიმსახურა. ამსტერდამიდან გლაზგოს "რეინჯერსს" მიაშურა. მცირე ხანს ესპანურ "ლევანტეში" გამოდიოდა, ისევ ჰოლანდიაში დაბრუნდა და "ალკმაარში" დაასრულა კარიერა. ამ კლუბში სამწვრთნელო საქმეს მოჰკიდა ხელი, ლუის ვან გაალის ასისტენტი გახდა, ამჟამად კი თურქულ "ქაისერისფორს" წვრთნის. ეროვნულ ნაკრების 60 მატჩში 26 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრებში ასეთი შედეგიანი ჯერ არავინ ყოფილა.

B - ბარქაია ვლადიმერი

გასული საუკუნის 60-იანი წლებში თბილისის "დინამოს" პოპულარული თავდამსხმელი იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრებში სულ ორი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, ერთი - დანიასთან, მეორე - ბრაზილიასთან. მას პელეს წინააღმდეგაც კი უთამაშია.

C - კარდიფი

უელსის დედაქალაქი ქართველებისთვის კარგად მოსაგონარია - 1995 წლის 7 ივნისს "არმს პარკზე" უელსის ნაკრები გიორგი ქინქლაძის ერთადერთი გოლით დაამარცხეს. ქინქლაძემ, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარდიფში შორი დისტანციიდან ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ქართველებმა უელსელები შინ 5:0 გაანადგურეს. ეს 1996 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო. მაშინ საქართველომ სენსაცია მოახდინა - მრისხანე ბულგარეთი შინ 2:1 დაამარცხა. იმ ციკლში საქართველო გერმანიისა და ბულგარეთის შემდეგ ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით საკვალიფიკაციო რაუნდებში ქართველებს ეს შედეგი არ გაუმეორებიათ.

D - დინამო თბილისი

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია 85-წლიანი ისტორიით. ორჯერ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ამდენჯერვე ფლობდა თასს. 1981 წელს ქართულმა "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალი მოიგო. "დინამო" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ გახდა ჩემპიონი.

E - ეიფორია

სამხრეთელი ქართველები ემოციური ხალხია და ეიფორია მათთვის უცხო არ არის. ასე იყო 6 წლის წინათაც... ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველომ ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა, მაგრამ შესარჩევი რაუნდის დასრულებამდე ქართველებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს პოლიტიკურ მეტოქე რუსეთთან. 2003 წლის 30 აპრილს მალხაზ ასათიანის გოლით საქართველომ რუსეთი 1:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებას დიდი ზეიმი და ეიფორია მოჰყვა.

D - დიუსელდორფის ფინალი

13 მაისი ქართველების ეროვნული საფეხბურთო დღესასწაულია. 1981 წლის ამ დღეს თბილისის "დინამომ" დიუსელდორფში, "რაინშტადიონზე", თასთა თასის ფინალში იენის "კარლ ცეისი" დაამარცხა. 63-ე წუთზე ანგარიში იენელებმა გახსნეს, მაგრამ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით ქართველებმა 2:1 მოიგეს. ფინალამდე ქართულმა გუნდმა ინგლისური "ვესტ ჰემი" და ჰოლანდიური "ფეიენოორდი" გამოთიშა გათამაშებიდან.

G - ალენ ჟირესი

საფრანგეთის ნაკრების "ოქროს თაობის" წარმომადგენელი, 1984 წლის ევროპის ჩემპიონი ალენ ჟირესი 2004-05 წლებში ხელმძღვანელობდა ქართველების ეროვნულ გუნდს, მაგრამ 2006 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა. მეტიც, ჟირესის მწვრთნელობისას ქართველებს დასამახსოვრებელი, ხმაურიანი გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

H - ექტორ კუპერი

საქართველოს ნაკრები "ინტერისა" და "ვალენსიას" ყოფილმა თავკაცმა ექტორ კუპერმა 2008 წლის 1 აგვისტოს ჩაიბარა. არგენტინელი მწვრთნელის ხელში ნაკრების წარმატების მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ კუპერმა იმედები ვერ გაამართლა. მისი მწვრთნელობისას საქართველოს ნაკრებს შესარჩევში მატჩი არ მოუგია.

I - იაშვილი ალექსანდრე

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი უკვე წლებია, გერმანიაში გამოდის. მისი პირველი გერმანული გუნდი "ფრაიბურგი" იყო, რომელიც პირველ და მეორე ბუნდესლიგებში მონაცვლეობით ასპარეზობდა. იაშვილი ამჟამად "კარლსრუეს" კაპიტანია და ნაკრებში ერთ-ერთი გამოცდილი ფორვარდია. ასაკის მიუხედავად, შეტევაში კვლავაც შედეგიანია. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. იმ გოლით ქართველებმა საბერძნეთიდან ქულა წამოიღეს.

K - კალაძე კახა

უკვე წლებია, კახა კალაძე საქართველოს ნაკრების კაპიტანია. საქართველოში ის ყველაზე ტიტულოვანი ფებურთელია. თბილისისა და კიევის "დინამოში" საიმედო თამაშის წყალობით 2001 წლის ზამთარში "მილანში" გადავიდა. მისი კარიერა ოჯახურმა ტრაგედიამ დაჩრდილა. ბოროტმოქმედებმა კალაძის ძმა მოიტაცეს და 5 წლის განმავლობაში ეს საქმე ბურუსით იყო მოცული. ძმის დაღუპვის მიუხედავად, მას ეყო ძალა და კარიერა წარმატებით გააგრძელა, გამორჩეული სეზონები ჩაატარა "მილანში", სადაც ცხრანახევარი წელი გამოდიოდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ მოიგო. ამჟამად "ჯენოაში" თამაშობს.

L - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლევან კობიაშვილი რეკორდსმენია. თბილისის "დინამოდან" მანაც გერმანიას მიაშურა. იაშვილთან ერთად "ფრაიბურგში" გამოდიოდა. შემდეგ ლიგის ფავორიტ "შალკეში" შთამბეჭდავი სეზონები ჩაატარა. ამჟამად "ჰერტას" ეხმარება ბუნდესლიგაში დაბრუნებაში. კალაძესთან და იაშვილთან ერთად ნაკრებში სტაბილურად თამაშობს და გუნდის ბირთვის ნაწილია.

M - მიხეილ მესხი

ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო. 15 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა თბილისის "დინამოს" მაისურას. თამაშის გამორჩეული მანერისა და ტექნიკურობის გამო საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს და 1960 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინტების დიდოსტატს "ქართველ გარინჩად" მოიხსენიებდნენ.

N - ნემსაძე გიორგი

12 წელი თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, იყო გუნდის კაპიტანი და ჩაატარა 69 მატჩი. ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე ქართველთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. გამორჩეულია იმითაც, რომ საქართველოს გარდა რამდენიმე ქვეყნის ლიგაში (კერძოდ, გერმანიაში, თურქეთში, შვეიცარიაში, შოტლანდიაში, იტალიაში) გამოდიოდა

O - ოთარ გაბელია

თბილისის "დინამოს" ჩემპიონთა თაობის ლეგენდარულმა მეკარემ ოთარ გაბელიამ მოთამაშის კარიერა 1990 წელს, 37 წლისამ დაამთავრა. 1979 წელს ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

P - პაიჭაძე ბორისი

1990 წლის 9 ოქტომბერს 75 წლისა გარდაიცვალა ქართული ფეხბურთის ლეგენდა ბორის პაიჭაძე. მისი წვლილის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართველების უმთავრესი არენა 1995 წლიდან მისი სახელობისაა. ეს სტადიონი საბჭოთა კავშირში ტევადობით მესამე იყო. "ლივერპულთან" "დინამოს" გამარჯვებას ამ არენაზე 110 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონს 4 წლის წინათ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ამჟამად ტევადობით უფრო მოკრძალებულია - 54 549.

R - რამაზ შენგელია

ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. გამოირჩეოდა გოლის განსაკუთრებული ალღოთი, რის გამოც საბჭოთა კავშირის ნაკრებში 4 წელი გამოდიოდა და 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა. თბილისის "დინამოში" 11-წლიანი კარიერის განმავლობაში 283 თამაშში 120 გოლი გაიტანა.

S - სირაძე დავით

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე 29 წლის ფორვარდმა დავით სირაძემ საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 2 გოლი გაიტანა. მისი გოლებით ქართველებმა მალტასთან შინ 3 ქულა, რიგაში კი 1 ქულა მოიპოვეს. სირაძე ადრე გერმანიაში, აუე-ში გამოდიოდა, ამჟამად კი რუსეთში, ნალჩიკის "სპარტაკშია". მას ეროვნულ ნაკრებში 23 მატჩში 7 ბურთი აქვს გატანილი.

S - შუშაკი ივო

ხორვატმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა ბევრი რამ იცის ქართულ ფეხბურთზე. ის ამ ქვეყნის ფეხბურთის ორ მთავარ გუნდს წვრთნიდა: რამდენიმე თვით ეროვნულ ნაკრებს, უფრო ხანგრძლივად კი თბილისის "დინამოს". სწორედ შუშაკის მწვრთნელობისას მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება რუსეთთან.

T - თემურ ქეცბაია

მოთამაშის წარმატებული კარიერის შემდეგ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაც არანაკლებ შედეგიანია. კვიპროსული რევოლუციით, ანუ კუნძულელთა უცნობი "ანორთოსისის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში გაყვანით მწვრთნელი ქეცბაია ყველამ გაიცნო. მას "ოლიმპიაკოსი" ჩააბარეს, თუმცა მცირე ხნით. ქეცბაიას მშობლიური ქვეყნის ეროვნული გუნდი ანდეს და ევრო 2012-ის შესარჩევი რაუნდი რიხიანად დაიწყო - ბევრისთვის მოულოდნელად საქართველომ (რომელსაც წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე მატჩი არ ჰქონდა მოგებული) საბერძნეთში 1:1 ითამაშა.

U - უფლისციხე

საბჭოეთის დიქტატორ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორის სიახლოვესაა უფლისციხე - საქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ქვაში ნაკვეთი ეს ქალაქი დიდი ისტორიული და რელიგიური სიწმინდეა ქართველებისთვის, ტურისტებისთვის კი ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.

V - ვალეტა

ვალეტა ქართველების ერთ-ერთი სირცხვილია. 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ნაკრები მალტასთან ამ ქალაქში დამარცხდა. მართალია, ამხანაგურ მატჩში, მაგრამ ეს ქართველებისთვის დღემდე ავადსახსენებელი თამაშია. საქართველოს ნაკრები გაისად ისევ ჩავა მალტაზე...

W - ვიტ ჯორჯია

ეს ერთ-ერთი ქართული კლუბია, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში შეიქმნა. "ვიტ ჯორჯია" ორჯერ იყო ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ კი თასს ფლობდა.

Z - ზურაბ ხიზანიშვილი

ის საქართველოს ნაკრების გამოცდილი მცველია. 11 წელია, ეროვნულ გუნდშია და დღემდე 65 მატჩი ჩაატარა. ნაკრებში ერთადერთი გოლი (მოლდოვასთან მატჩში) გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!