"იბერია სტარი" ფუტსალში უეფას თასის ოთხთა ფინალში ვერ გავიდა

სამწუხარო ამბავია - "იბერია სტარი" ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში, იმავე უეფას თასის ოთხთა ფინალში ვერ გავიდა. პირველი ორ შეხვედარში გამარჯვების შემდეგ (”სლოვ-მატიკთან" და პოლონურ ”აკადემიასთან" ერთნაირი ანგარიშით 3:1) საქართველოს ჩემპიონმა 6 ქულა დააგროვა, ისევე, როგორც მასპინძელმა ალმატის ”კაირატმა". ”იბერიას" ყაზახეთის ჩემპიონთან მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, რადგან ბურთების შეფარდებით ჩამორჩებოდა.

მასპინძლები პირველივე წუთზე დინმუხამბეტ სულეიმენოვის გოლით დაწინაურდნენ. ”იბერიამ" ორწუთიან მონაკვეთში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც: მე-14 წუთზე ყაზახების კარი ბეტინიომ აიღო, მე-16-ზე კი - რონინიომ.

ტაიმის ბოლოს საქართველოს ჩემპიონი გადარჩა - ”კაირატის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეო სანტანამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმის 29-ე წუთზე ჩვენს ევროპულ იმედებს ცივი შხაპი სწორედ მან გადაასხა და უეფას თასის ოთხთა ფინალში ყაზახები გაიყვანა – ანგარიში 2:2 აღარ შეცვლილა. ყაზახები მეკარე ჟერონიმომ რამდენჯერმე გადაარჩინა.

სამწუხაროდ, ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი ”იბერია" ევროპის საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა, მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტმა ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბდა და ქართული ფუტსალის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია – ფინალში გასულმა მასპინძელმა ”კაირატმა" საქართველოს ჩემპიონს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა.

მეორე შეხვედრაში სლოვაკურმა ”სლოვ-მატიკმა" პოლონურ ”აკადემიას" 3:0 სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.

”იბერია სტარმა" ყაზახებთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ტონი, რომარიო, ბეტინიო, ფუმასა, რონინიო; აკოპოვი, კუბლაშვილი, ძაბირაძე, მელო, ალთუნაშვილი (კაპ), ჯამბურია, მაისაია.

გოლები: 0:1 სულეიმენოვი (1), 1:1 ბეტინიო (14), 2:1 რონი (16), 2:2 ლეო (29).

ჯგუფის მეორე მატჩში ”სლოვ-მატიკმა" 3:0 სძლია ”აკადემიას"
1. კაირატი 3 2 1 0 10-3 7

2. იბერია სტარი 3 2 1 0 8-4 7

3. სლოვ-მატიკი 3 1 0 2 5-6 3

4. აკადემია 3 0 0 3 1-11 0

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა