ვასილ მაისურაძის გუნდის მეტოქეები 28 ნოემბერს ნიონში, ელიტრაუნდის ჯგუფების წილისყრისას გაირკვევა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა, ამბავი არახალია. უნდა ითქვას, რომ შესარჩევ ეტაპამდე ვასილ მაისურაძის გუნდს ბევრი საკონტროლო შეხვედრა არც ჩაუტარებია: 19-წლამდელები ივლისში შეიკრიბნენ და მინსკში ისრაელისა და ბელორუსის ასაკობრივ ნაკრებებს ტესტ-მატჩებში გაეჯიბრნენ, ოქტომბერში კი გორში სერბეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ.

როგორ მოემზადება გუნდი ელიტრაუნდისთვის? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორს, ნიკოლოზ ჩხეიძეს მივმართეთ.

"28 ნოემბერს ნიონში ელიტრაუნდის ჯგუფების წილისყრა გაიმართება. გვეცოდინება მეტოქეეები და ყველაფერი ამის მიხედვით გადაწყდება: სად მოვემზადებით, საკონტროლო შეხვედრებსა და ტურნირებზე ვის შევხვდებით.

მწვრთნელთა მოსაზრებებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ და იმედია, ელიტრაუნდისთვის გუნდი კარგად მოემზადება.

აქვე ვიტყვი, რომ უეფაში კვლავ შევიტანთ განაცხადს, რომ საქართველომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდსაც უმასპინძლოს", - ამბობს ჩხეიძე.

უკვე ცნობილია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 13-ივე ჯგუფის გამარჯვებული და ელიტრაუნდის 28 მონაწილე: შემდეგ ეტაპზე პირდაპირ გავიდნენ ჩეხეთი, კვიპროსი (I ჯგუფი), რუმინეთი, ლიტვა (II), ირლანდია, შვედეთი (III), ბელგია, ისლანდია (IV), გერმანია, შოტლანდია (V), ალბანეთი, ბულგარეთი (VI), სერბეთი, ავსტრია (VII), პორტუგალია, ნორვეგია (VIII), ინგლისი, შვეიცარია (IX), დანია, ისრაელი (X), საქართველო, უელსი (XI), თურქეთი, ჩერნოგორია (XII), რუსეთი, უკრაინა (XIII).

ჯგუფების ორ-ორ გამარჯვებულს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც დაემატა - იტალია და მაკედონია. ეს 28 ნაკრები 7 ჯგუფში გადანაწილდება და გაზაფხულზე ფინალური ეტაპის მონაწილეებს გაარკვევს. ჯგუფებიდან დასკვნით ეტაპზე მხოლოდ თითო გუნდი გავა, რომელთაც ევრო 2014-ის მასპინძელი უნგრეთი დაემატება. ფინალური ეტაპი 19-31 ივლისს გაიმართება.

საინტერესოა, რომ ელიტრაუნდის მიღმა დარჩნენ ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ტრადიციული ფავორიტები - საფრანგეთი და ჰოლანდია, აგრეთვე, საბერძნეთი და ხორვატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ

U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]

U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]

fani
წაახალისეთ ეს ბიჭები სიჭინავა!არც მადლობას ეუბნები არც პრემიებს აძლევ.მორიელი გიზის ჯიბეში!
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ᓑᓐᓕᓨᓕᓗᓐ ᓣᓤᓐᓡᓝ ᓐᓙᓐᓓᓔᓛᓘᓐ ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᓨᓘ - ᓣᓔᓤᓐᓡ ᓛᓐᓡᓨᓢᓐᓑᓣᓠᓘ ᓞᓠᓝᓔᓥᓢᓘ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს