გამოცდილი სპეციალისტის, თემურ მახარაძის ვაჟი - შოთა ტირასპოლის "შერიფში" მუშაობს
წლეულს, ტირასპოლის "შერიფში" ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი, ცნობილი მწვრთნელის, თემურ მახარაძის ვაჟი - შოთა მახარაძე მიიწვიეს.

31 წლის მწვრთნელი "შერიფის" 1999 წელს დაბადებულთა გუნდის დამრიგებელია და, როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, "შერიფში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ან დუბლებში გადაიყვანონ.

შოთა მახარაძემ ფეხბურთი მხოლოდ 20 წლამდე ითამაშა. იყო თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი, თამაშობდა ლანჩხუთის "გურიაში". იოჰან ბოსკამპმა თბილისის "დინამოში" გადასვლაც შესთავაზა და საკითხიც თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ჰოლანდიელმა საქართველო დატოვა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

კარიერის დასრულების შემდეგ შოთა მახარაძემ სწავლის გაგრძელება ამჯობინა - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, მაგრამ ფეხბურთს მაინც ვერ შეელია და მწვრთნელობას გერმანიაში, ჰილდესჰაიმის სპორტულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაეუფლა. პირველი პრაქტიკაც სწავლის დროს, ერთ-ერთ გერმანულ სამოყვარულო გუნდში ჰქონდა.

სწავლის დამთავრებისთანავე, შოთა საქართველოში დაბრუნდა და "ნორჩ დინამოში" სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში იმუშავა, 2008 წელს კი პირველი ლიგის გუნდი ჩააბარეს. 2011 წელს ის "დაუგავას" საფეხბურთო აკადემიაში მიიწვიეს, სადაც შემდეგ მთავარი მწვრთნელი გახდა, ბოლოს კი იმავე "დაუგავას" დუბლშემადგენლობის დამრიგებელი იყო.

2011 წლის შემოდგომიდან, როცა თემურ მახარაძემ გორის "დილა" ჩაიბარა, გუნდის საწვრთნელ პროცესს მისი ვაჟიც უძღვებოდა. შოთა მახარაძე A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მფლობელია.

"შერიფის" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მახარაძე ამბობს, რომ ტირასპოლური კლუბი პოსტსაბჭოეთში განხორციელებული ყველაზე წარმატებული პროექტია:

"კლუბის სტრატეგიასა და კონცეფციაში პროფესიული მიდგომებია. ამ კუთხით "შერიფი" პოსტსაბჭოურ სივრცეში გამორჩეულია. ტირასპოლში სამუშაოდ საუცხოო პირობები გვაქვს და მიმაჩნია, რომ აქ ძლიერი თაობების გაზრდაა შესაძლებელი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
შოთა მახარაძე: თუ ვინმეს კაცი არ ხარ, საქართველოში არავინ გამუშავებს
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
სოჭელების, ვალიკოსა და ჯიჯის ამბები - უცნობი ქართველები უეფას იუნიორთა ლიგაზე
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - რატომ არ ვიყენებთ რესურსს?
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
თარხნიშვილს რევიშვილზე გული დასწყდა: გაცილებით მეტს იმსახურებდა!
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] მყვირალა კაცის ფრთიანი ფრაზა
იოჰან ბოსკამპი: "ფეიენოორდს" "დინამოსთან" არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "ტრენჩინზეც" ეგრე ვამბობდი
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
პანიკა და სტიქიური ფეხბურთი - შოთა მახარაძე რუმინულ მარცხს აანალიზებს
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტურის წინ: შეუთამაშებლობა და მაღალი ტემპერატურა
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
[კოტე გოგიშვილის აზრები] ზონის კანონები თუ კაცის კაცობა?
ზოგი მსოფლიოზე, ზოგიც შინ - უცხოელი მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შემდეგ
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..