ამ უქმეებზე მეტად საინტერესო ტური გველოდება: შაბათს "თეთრი" ჯგუფის გუნდები იასპარეზებენ, კვირას კი - "წითლების" ჯერი დადგება

ამ უქმეებზე მეტად საინტერესო ტური გველოდება: შაბათს "თეთრი" ჯგუფის გუნდები იასპარეზებენ, კვირას კი - "წითლების" ჯერი დადგება. წინდაწინვე იმასაც ვიტყვით, რომ ერთი მატჩის გარდა, მეორე ტურის დანარჩენი 5 შეხვედრა 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება, აი, ძველი მეტოქეების, თბილისის "დინამოსა" და "გურიას" დაპირისპირება კი უფრო გვიან, შედარებით სიგრილეში, 20 საათზე დაიწყება.

საქართველოში ამ შაბათ-კვირასაც უნდა ველოდოთ ჰაერის მაღალ ტემპერატურას. კლიმატურ პირობებზე კი იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ პირველი ტურის ერთობ დაბალი შედეგიანობა, სასტარტო მღელვარებასთან ერთად, სწორედ გაუსაძლის სიცხესაც უკავშირდება.

არადა, უმაღლესი ლიგის მწვრთნელ-ფეხბურთელებს, იმედია, არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ ეს ჩემპიონატი გარდამავალია, ნოემბერში მთავრდება და სეზონის სტარტზე დაკარგულ თითოეულ ქულას, გვიანი შემოდგომისთვის, შესაძლოა, ძალიან დიდი ფასი ჰქონდეს...

თეთრი ჯგუფი

13.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30

შუქურა-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =1 -2, 3:4

ამ ჯგუფში პირველი ტურის სამივე მატჩი ფრედ დამთავრდა, თანაც, სამივე ერთნაირი ანგარიშით - 0:0. ანუ, ამჯერად უკვე გოლების მოლოდინიც არის და, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკომპრომისო თამაშებისაც.

გამონაკლისი არც ეს წყვილი იქნება, სადაც უამრავი ახალწვეულით დაკომპლექტებულმა "შუქურამ" ამ ჯგუფის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს, "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს.

ახალწვეულები საჩხერელთა გუნდშიც მრავლად არიან, მაგრამ მეტოქესთან შედარებით, ახალი სეზონისთვის მზადება "ჩიხურამ" ბევრად ადრე დაიწყო და ამ გუნდის გამოცდილ თავკაცს, სოსო ფრუიძესაც ფეხბურთელების შეთამაშების პრობლემაც აღარ უნდა აწუხებდეს.

13.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:30

ლოკომოტივი-ტორპედო

ურთიერთშეხვედრები

28: +7=7 -14, 22:35

ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს ვაკეში: პირველ ტურში დასვენებული "ლოკომოტივი" ამბიციურ "ტორპედოს" უნდა დაუპირისპირდეს.

მასპინძლებმა, ფაქტობრივად, შეინარჩუნეს, წინა სეზონის ბირთვი და ამას გარდა, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელითაც გაძლიერდნენ, რომელთა შორისაც, უპირველეს ყოვლისა, ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი კუხიანიძე უნდა ვახსენოთ. ისინი წინა სეზონში "ტორპედოს" ლიდერები იყვნენ.

იმასაც ვიტყვით, რომ მასპინძელთა ესპანელი თავკაცი ჟერარდ სარაგოსა თავის დროზე "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო მისი კოლეგა, უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებული კობა ჟორჟიკაშვილი არანაკლებ არის დაკავშირებული თავის ყოფილ კლუბთან.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში პირველად სწორედ კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით აღზევდა (1997 წელს), თანაც, ჟორჟიკაშვილი "ლოკომოტივში" ჯერ ფეხბურთელის რანგში იყო, მერე მოთამაშე-მწვრთნელის, ბოლოს კი - მთავარი მწვრთნელისაც...

13.08. თბილისი. დინამო არენა. 20:00

დინამო (თბ)-გურია

დისკვალიფიკაცია: პატერსონი (გურია)

ურთიერთშეხვედრები

29: +22 =4 -3, 82:21

ამ ჯგუფის მატჩებიდან არანაკლებ ინტერესს იწვევს ძველი მეტოქეების დაპირისპირებაც; და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ წყვილში უპირობო ფავორიტად "დინამო" მიიჩნევა: მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში ფრე ითამაშა და შაბათს ყველანაირად შეეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" ბოლო ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში არ მოუგია და გუნდის ერთგული ქომაგებიც, ნავსის გატეხას, ალბათ, სწორედ ახლა ელოდებიან.

მეტოქისაგან განსხვავებით, ბევრად მოკრძალებული მიზნები აქვს ამ გარდამავალ ჩემპიონატში "გურიას", სადაც ბევრი ახალწვეულია და ლანჩხუთელთა გამოცდილ თავკაცს თემურ მახარაძეს (უმაღლესი ლიგის სხვა მწვრთნელების მსგავსად) სერიოზული თავსატეხიც უნდა ჰქონდეს თავისი ფეხბურთელების შეთამაშებასთან დაკავშირებით.

რახან თემურ მახარაძე ვახსენეთ, ბარემ ისიც გავიხსენოთ, სხვადასხვა დროს თუ რამდენჯერ მოუგია ამ გამოცდილი სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდებს თბილისის "დინამოსთვის"...

წინა სეზონში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "გურიას" (2:0, 3:2) და აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელთა გუნდის კარში ამ 5 გოლიდან 4 გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, სულ ახლახან ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ ვენის "რაპიდში" რომ გადავიდა.

შენიშვნა: ცხინვალი ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guja
KEPIANI KUDI ARADA MECHAIEBISKUDI ROA SHLIAPASAVIT ISAA KARGI.AR GADAICVAN SICXISGAN.ARIKA
ramazi
რატო არ აცჰვენებს ტამაშებს საზოგადობრივი პირველი არხი ან მეორე არხი,ან სხვა არხები საქრტველოს ჩემპიონატს ფეხბურტისას,ტუ ტელევიზიამ არ აჩვენა უმახლესი ლიგის და პირველი ლიგის ტამაშები ქარტული ფეხბურტი კიდევ მოკვდება,
UPROBLEMOD
ავტორ მაგარი ფოტოა.:D:D:D
levani kaxeti
ზემოთ უნდა დამეწერა: რატომ არ არის რეპორტაჟი.
levani kaxeti
რატომ არის ტელერეპორტაჟი; აკი ბრძანებდა ფედერაცია, რომ ყოველი ტური სათანადოდ გაშუქდებოდა, ხოლო ცენტრალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზ. მაუწყებელი უზრუნველყოფდა; რა, დაავიწყდათ? თუ ეს სეზონი არ ჰქონდათ მხედველობაში; ეეხ, ეეხ და ისევ ეეეეხხხ!......
Guja
SICXE KI ARA ITAMASHON FEXBURTI.ZVELI LEGENDARULI DINAMO ASET SICXESHI TAMASHOBDA NAMDVIL UMAGLESI DONIS FEXBURTS.ESENI SICXESHI VER TAMASHOBEN CVIMASHI KARSHI AN KIDE MOGRUBLULSHI.ARIS ASETI GAMOTKMA KARG MOCEKVAVES ERTI ADGILI USLISO XELS.AMATZEA NATKVAMI
Guadua
გამარჯვება ვუსურვოთ ჩიხურას, გურიას და ტორპედოს!
status quo
ამ გაუსაძლის სიცხეში ფეხბურთელებმა კეპიანი ქუდები რომ დაიხურონ,არ გინდათ?
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
პსჟ-ს მეკარის შეძენის სურვილი ინგლისურმა კლუბმა გამოთქვა
"ჩაკვეტაძე გასული სეზონის აჩრდილი იყო - ტექნიკური შესაძლებლობები გიორგის ევროპის საუკეთესო ლიგებში წარმატების საშუალებას მისცემს" - ინგლისური მედია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
გადაიხდის პსჟ 100 მილიონს ფრანგული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავში?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
[VIDEO] ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა და ორივე გააძევეს
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ლანჩხუთის "გურიამ" ამხანაგური მატჩი ბათუმის "დინამოსაც" მოუგო
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..