22 ნოემბერს მოჭიდავეთაგან თითო ბრძოლა მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა და ზურაბ ნოზაძემ, ლერი ჭელიძე და გიორგი ქალდანი კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ
ქართველმა ძიუდოისტებმა წარუმატებლად დაიწყეს გამოსვლა აბუ დაბიში, "დიდი პრიზზე" - 22 ნოემბერს ტატამზე გასული ოთხივე ქართველი ნაადრევად გავარდა და სანუგეშომდეც ვერ მიაღწია.

გარკვეულწილად, ეს არცაა გასაკვირი, რადგან არაბულ საამიროებში ირაკლი უზნაძემ ძირითადად ახალგაზრდები და სათადარიგოები წაიყვანა გამოცდილების მისაღებად. ამიტომ შედეგიც შესაბამისია.

22 ნოემბერს მოჭიდავე კვარტეტიდან თითო ბრძოლა მოიგეს ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ზურაბ ნოზაძემ (73), ლერი ჭელიძე (60) და გიორგი ქალდანი (66) კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.

ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს წლევანდელი მესამე პრიზიორი ჭელიძე საქართველოს პირველობის შემდეგ მეორედ ჭიდაობდა ახალ წონაში. ის აქ ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის. თან, ეტყობა, მსოფლიოს შემდეგ ვერც ძალების აღდგენა მოასწრო და პირველივე წრეში ბრაზილიელ დიეგო სანტოსთან სუფთად დამარცხდა.

ასევე პირველივე ბარიერს შეასკდა ქალდანიც - მონღოლ ალტანსუკ დოვსდოონთან წმინდად წააგო.

ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი მარგველაშვილი პირველ წრეში იოლად, იპონით გაუსწორდა ამერიკელ მიშაელ ვალენტინეს, მაგრამ მერე რუსთა ევროპის ჩემპიონ ალიმ გადანოვთან ასევე წმინდად დამარცხდა.

ვფიქრობ, ამ კვარტეტიდან ყველაზე გუილდასაწყვეტი ნოზაძის მარცხი იყო. მან თავიდან რუმინელი ფლორიან რობერტ პაპი დაჯაბნა - ჯერ იუკო აართვა, მერე კი სუფთადაც დააგდო, მეორე შეხვედრაში კი მასპინძელთა მოლდოველ ვიქტორ სკვორტოვთან გაფრთხილებებით წააგო.

რბილად რომ ვთქვათ, ეს გაფრთხილებები მსაჯის ნამუსზეა... განსაკუთრებით - ბოლო, მაგრამ მასპინძლებმა ერთი წლის წინ იმდენი ფული გადაიხადეს, მთელი მოლდოვას ნაკრები იყიდეს, ამ ერთი შეხვედრის მოკვარახჭინება რომ გასჭირვებოდათ.

თუმცა ნოზაძესაც შეეძლო, ცოტა სხვანაირად და ცოტა უკეთ ეჭიდავა - უკვე მეორე წუთიდან მეტოქეს დაღლა დაეტყო და ოდნავ ტემპის მომატება ქართველს წარმატებას მოუტანდა. ვფიქრობთ, მას ზედა წავლებაზეც მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა და მეტოქე ამგვარად დაეტვირთა, რაც აუცილებლად მოუპოვებდა გაფრთხილებებს. მწვრთნელიც ამისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ნოზაძე უფრო ხშირად მაჯაზე უღებდა ჩავლებას, ისიც - ცალი ხელით და ვერც სათანადო გაგრძელებას ახერხებდა. არადა, ის კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც მკვეთრად აღემატებოდა მასპინძელს.

23 ნოემბერს აბუ დაბიში კიდევ ორი ჩვენებური იჭიდავებს - პაატა ღვინიაშვილი (90) და როსტომ ხახალეიშვილი (+100).

ღვინიაშვილი თავიდან ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდეს ხვდება, ამათში მოგებულს კი უზბეკი შერალი ჯურაევი ელოდება.

ხახალეიშვილის პირველი მეტოქე ალჟირელი ბილალ ზოუანია, მასთან მოგების შემთხვევაში კი გერმანელ ანდრე ბრაიტბარტს დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ქალდანების მედლები პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ქართული წილი ობერვარტის "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე"
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლერი ჭელიძემ ლუბლიანაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ლუბას იოგა აქვს გაგლეჯილი - გოლოვინა რიოს ოლიმპიადას გამოტოვებს?
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ლევან მატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ლერი ჭელიძემ ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ლიდერებს შეუტიეს
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
დღეს ბრატისლავაში დიდი ამბებია - ვინ იქნება საუკეთესო ღვინიაშვილი თუ ჭრიკიშვილი?
ბრატისლავა. ევროპის თასი. ფინალი. ავთანდილ ჭრიკიშვილი - ბექა ღვინიაშვილი [LIVE]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი ნახევარფინალში სრული სვლით, ქართული ფინალის მოლოდინში...
ოქროს დუბლი ავსტრიიდან: რეხვიაშვილი და გოგოჭური ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
ახალგაზრდული სიურპრიზები
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ქართველი ძიუდოისტების სარეიტინგო წინსვლა
ᓫᕘᓣᕓᓝᓘᓡᓢ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები "ევროპის ღია თასზე" გადახალისებული შემადგენლობით გამოვა
მინსკი 2019. სამბისტები ყოჩაღობენ - ფინალში ლევან ნახუცრიშვილმა რუსი მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა
ფავორიტები, სიურპრიზები და იმერული ფინალი
სლოვენიაში ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის
ელენე ქებაძემ რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა