...ლევან ცქიტიშვილის ადვოკატი: ეს რეესტრში არ დაკანონდა
15 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის (სფა) საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა.

სფა-ს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი იყო ვახტანგ წერეთლის კანდიდატურა, რომელსაც უკავშირდება ბოლო წლებში ქართულ ფუტსალში ყველაზე დიდი მიღწევები და სიხარული, ვინც ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" ელიტამდე აღაზევა.

დელეგატებმა ის 4 წლით აირჩიეს პოსტზე. "იბერია სტარის" პრეზიდენტმა 38 ხმიდან 21 მიიღო.

ყრილობამ სრულად შეცვალა გამგეობის წევრებიც. მისი თავმჯდომარე წერეთელი იქნება, ხოლო წევრები - ლევან გრიგოლია (ვიცე-პრეზიდენტი), ზვიად ხაჩიაშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), ნინო ნებიერიძე (გამგეობის წევრი) და ალექსანდრე ლეჟავა (გამგეობის წევრი).

შეიცვალა ასოციაციის წესდებაც და ახლა ის უკვე სრულად შეესაბამება უეფასა და სფფ-ის მოთხოვნებს.

წერეთელმა პირველივე კომენტარში განაცხადა:

"ფუტსალის ასოციაციის გამგეობაში იმ ადამიანებთან ერთად მოვედი, რომლებთანაც "იბერია სტარის" სტრუქტურა შევქმენი და იმედს გამოვთქვამ, რომ ფუტსალში არსებული პრობლემებისა და დაპირისპირებების მიუხედავად, ვითარების გამოსწორება შესაძლებელია.

ეს არ არის იმხელა სამყარო, დაყოფები რომ ხდებოდეს".

ლევან ცქიტიშვილის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე კი ამბობს, რომ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი კვლავ ცქიტიშვილია და ყრილობის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს.

"10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სფა-ს პრეზიდენტის, ცქიტიშვილის სასარჩელო განცხადება - გრიგოლიას, დარჯანიას, ნებიერიძის, ლეჟავას, თემრიყაშვილისა და ხაჩიაშვილის წინააღმდეგ, მათ მიერ 9 ნოემბერსა და 5 დეკემბერს უკანონოდ ჩატარებული სფა-ს კონფერენციის ბათილად ცნობის შესახებ, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში უკანონო რეგისტრაცია განხორციელდა.

დასახელებული ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია და მისი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, 15 დეკემბერს ამ ხალხმა სფა-ს მორიგი კონფერენცია კვლავ კანონდარღვევით ჩაატარა და გამომდინარე აქედან, მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

უკანონო კონფერენციის მესვეურებმა კარგად იციან, რომ სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლო განხილვის პროცესში ასეთი უკანონო აქტები აუცილებლად გაბათილდება.

ასეც მოხდა: სამეწარმეო რეესტრმა მათი კრების ოქმი რეგისტრაციაში არ გაატარა და ეს შემდეგი მოტივით დაასაბუთა: 16 დეკემბრის კრების ოქმით, მიღებულია წესდების ახალი რედაქციაც, რომელსაც ხელს აწერს ახლად არჩეული პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი.

თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მისი უფლებამოსილება. ეს იმიტომ, რომ სფა-ს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც დანიშნა კონფერეცია და იქ წარადგენს ანგარიშსა და სფა-ს საქმიანობის შესახებ აუდიტორულ დასკვნას", - ამბობს ნიშნიანიძე.

ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ კანონიერი ყრილობა 21-ში ჩატარდება და იქ აირჩევენ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გამგეობის წევრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
აკა ქავთარაძე: არ მინდა პრეზიდენტობა! მე მხოლოდ ფუტსალის განვითარება მსურს
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა
ქართულ ფუტსალში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს
ᓕᓐᓮᓢᓐᓜᓒ ᓬᓔᓠᓔᓗᓔᓚᓘ: ᓔᓡ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓣᓚᓘ ᓡᓞᓝᓠᓢᓣᓚᓘ ᓐᓠᓮᓘ...
სასამართლომ ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
კლუბების სკანდალური გადაწყვეტილება - ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ჩაიშალა?
საქართველოს ფუტსალის ნაკრები დღეს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
საქართველოს ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
2018 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოში? პროგრამა რეალურია!
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ცნობილია