"სანის" ვარცხნილობების რეიტინგის სათავეში ჯიბრილ სისე აღმოჩნდა
ბრიტანულმა გამოცემა "სანმა" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ყველაზე უჩვეულო და სასაცილო ვარცხნილობების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ჩამონათვალის ბოლოში - მე-7 ადგილზე კევი კიგანი აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთი ინგლისელია, ვინც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ აღიარეს. კიგანმა ფეხბურთელის კარიერა 1982 წელს დაასრულა. მისი იმიჯი გასული საუკუნის 70-იან წლებში აღფრთოვანებას იწვევდა და მისაბაძი მრავალი ფეხბურთელისთვის გახდა.

რეიტინგში მეექვსე ჯეისონ ლია, რომელიც წინა საუკუნის 90-იან წლებში "ნოტინგემ ფორესტის" ღირსებას იცავდა. ვარცხნილობის გამო მას იუმორით "თავზე ანანასიან ფეხბურთელად" მოიხსენიებდნენ.

სიაში მეხუთე პოზიცია წარსულში ცნობილ ნიგერიელ ფეხბურთელ ტარიბო ვესტს მიაკუთვნეს. ტარიბომ, რომელიც 1996 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვარცხნილობის უცნაურ სტილს კარიერის ბოლომდე არ უღალატა.

რეიტინგში დამსახურებულად მოხვდა ცნობილი კოლუმბიელი ფეხბურთელი კარლოს ვალდერამაც, რომელმაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. სიაში მეოთხე ვალდერამა მოედანზე არამხოლოდ სათამაშო შესაძლებლობებით, არამედ ვარცხნილობითაც აშკარად ყველასგან გამორჩეული იყო.

"ტოპ შვიდეულში" მესამე "საპრიზო" ადგილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, სამგზის წლის საუკეთესო ფეხბურთელსა და ფიფას ვერსიით გასული ათწლეულის რჩეულ მოთამაშეს, ბრაზილიელ რონალდოს ხვდა. ამბობენ, რომ შუბლსზემოთ დატოვებული თმა ფეხბურთელისთვის წარმატების მომტანი იყო, თუმცა რონალდომ მასზე უარი მალევე თქვა და თავი მთლიანად გადაიპარსა.

რეიტინგში მეორე კამერუნის ნაკრების მცველი რიგობერ სონგია, რომელიც ტაბლოიდებმა სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ყველაზე უგემოვნო მონაწილედ დაასახელეს. 33 წლის ფეხბურთელმა ეს "ტიტული" ჩემპიონატის წინ თმისა და წვერის ქერად შეღებვის გამო დაიმსახურა.

ყველაზე სასაცილო ვარცხნილობების ჰიტ-აღლუმის ლიდერი ფრანგი ფორვარდი ჯიბრილ სისე გახდა, რომელიც 2009 წელს "მარსელიდან" "პანათინაიკოსში" გადაბარგდა. სისე უჩვეულო ვარცხნილობას გამუდმებით იცვლის და თავის გულშემატკივრებს მუდმივად აოცებს. "სანის" რჩეულთა სიის სათავეშიც სწორედ ამის გამო მოხვდა.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში ვერ მოხვდა 23 წლის ტრიუ პოლამალუ. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ ტრიუ არა - ჩვეულებრივი, არამედ ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავია. მისი იმიჯი მართლაც რომ შოკისმომგვრელია და თან, რაც ყველაზე საინტერესოა, მისი ვარცხნილობა რეკორდულად ძვირადღირებულია - 1 მლნ დოლარადაა დაზღვეული.

იხილეთ ფოტოგალერეა

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა