ტირასპოლის "შერიფის" ქართველმა სპორტულმა დირექტორმა მინი-ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვერ მოიცალა
ახალხან, საბერძნეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში (ფუტსალში არ აგერიოთ).

შესარჩევ ტურნირში მოლდოვის ნაკრებიც ასპარეზობდა. ეს გუნდი პლეი ოფში გავიდა, მაგრამ იქ რუსეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა. მოლდოვის ნაკრებში სახელგანთქმულ ვაჟა თარხნიშვილსაც უნდა ეთამაშა. ის ამჟამად ტირასპოლის "შერიფის" სპორტული დირექტორია.

წესებით, მინი-ფეხბურთის ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ მოყვარულ ფეხბურთელებს და მათ, ვინც პროფესიული კარიერა ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაასრულა. თარხნიშვილმა კი 22-წლიანი (!) კარიერა შარშან "შერიფში" შეწყვიტა.

მოლდოვურ, მედია წერდა, რომ თარხნიშვილი ნაკრებს გაჰყვებოდა, ისევე როგორც მოლდოვური ფეხბურთის სხვა ვეტერანები - სერგეი ეპურიანუ, სერგეი დადუ, იური ოსიპენკო. ეს უკანასკნელი ერთი კვირის წინ თბილისში, მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში იმყოფებოდა.

მაგრამ საბოლოოდ, თარხნიშვილი გუნდს ვერ დაეხმარა. მიზეზი საკლუბო საქმიანობა იყო - "შერიფი" მოლდოვის ჩემპიონატსა და ევროპალიგაზე ასპარეზობს და სპორტული დირექტორი ამ დროს სხვაგან ვერ იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თარხნიშვილი წლების განმავლობაში ასპარეზობდა ჩემპიონთა და ევროპალიგებში, წლების განმავლობაში ტირასპოლური კლუბის უცვლელი კაპიტანი გახლდათ, საქართველოს ნაკრების ფორმა კი სულ ორჯერ მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რანაირად?! - "შერიფის" ფეხბურთელი: "საბურთალოზე" უკეთესი გუნდი ვართ
მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ
მატჩის კატასტროფული დებიუტის შემდეგ "საბურთალომ" "შერიფის" ბარიერის გადალახვა მოახერხა [VIDEO]
"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით
შოთა მახარაძე: "შერიფში" ყველაფერი ისეა აწყობილია, იქაურობის მიტოვება ძალიან ძნელია
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
შარშანწინ "საბურთალოსთან" წავაგეთ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ და...- ინტერვიუ "შერიფის" ქართველ ლეგენდასთან
გიორგი ჭიაბრიშვილი: გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი
ვალტერ ხორგუაშვილი: გარიგებულ მატჩებთან არაფერი მაკავშირებს
ვაჟა თარხნიშვილი: ლამაზი სიტყვების ნაცვლად, საქმის კეთების დროა
კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა