გრეტცკის ბულიტები არ მოსწონს
ორი მატჩი გაიმართა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში. "დეტროიტის" ფორვარდმა პაველ დაციუკმა მონაწილეობა ვერ მიიღო "ბაფალოსთან" მატჩში, რადგან ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა.

"ოტავასთან" წინა შეხვედრის მესამე პერიოდში, რუსმა ჯარედ კოუენისგან თავში იდაყვით დარტყმა მიიღო და ამის გამო "დეტროიტის" ხელმძღვანელობამ თავი დაიზღვია და თავისი ვეტერანი ლიდერი თადარიგში დატოვა. სხვათა შორის, ლიგის ხელმძღვანელობამ ამ შემთხვევაში დარღვევა ვერ აღმოაჩინა და კოუენი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

დაციუკის გარეშე "დეტროიტმა" რთულ გამარჯვებას მიაღწია "ბაფალოსთან" და ამ მატჩში მთავარი სიტყვა "რედ უინგზის" შვედმა ლეგიონერებმა თქვეს. "ოტავას" ყოფილმა კაპიტანმა დანიელ ალფრედსონმა ულამაზესი პასით ანგარიში გაათანაბრებინა დარენ ჰელმს, ხოლო იოჰან ფრანცენმა, რომელიც თანდათან იბრუნებს ფორმას ტრავმის შემდეგ, რიცხობრივ უპირატესობაში გამარჯვების შაიბა გაიტანა.

და, რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ მეკარე იონას გუსტაფსონის კარგ თამაშს. მან 21 დარტყმა მოიგერია და მეორე პერიოდში, 1:1-ზე ბულიტი აუღო ბაფალოელ სკოტს.

პირველი პერიოდის წაგების მიუხედავად, "კაროლინამ" დამაჯერებლად დაამარცხა "ოტავა". აქაც მოედანზე ვერ ვიხილეთ რუსი ალექსანდრ სიომინი, რომელმაც ტვინის შერყევის გამო გამოტოვა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა. "კაროლინას" რიგებში მთავარი გმირი გახდა მეკარე კემ უორდი, რომელიც 36-დან 35 შაიბა მოიგერია.

ბაფალო-დეტროიტი 1:3

1:0, 0:1, 0:2

გოლები: 1:0 ჰოჯსონი-8 (სტეფორდი-6), 1:1 ჰელმი-5 (ალფრედსონი-12, აბდელკადერი-6), 1:2 ფრანცენი-6 (ზეტერბერგი-18, კრონვალი-13), 1:3 ალფრედსონი-4 (ფრანცენი-7).

კაროლინა-ოტავა 4:1

0:1, 3:0, 1:0

გოლები: 0:1 სპეცა-10 (ზიბანეჯადი-3), 1:1 დუაიერი-3 (ჯ. სტაალი-5, ფოლკი-7), 2:1 ტ. რუუტუ-2 (ე. სტაალი-10), 3:1 ლინდჰოლმი-2 (ე. სტაალი-11, ფოლკი-8), 4:1 ე. სტაალი-6 (მალორტა-2).

გრეტცკის ბულიტები არ მოსწონს

ყველა დროის საუკეთესო ჰოკეისტმა, კანადის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უეინ გრეტცკიმ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ უნდა გაიზარდოს რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში ოვერტაიმის ხანგრძლივობა და დამატებით დროში თამაში სამი-სამზე უნდა მიდიოდეს.

"ცუდია, რომ ასეთი შეთავაზებები არ ყოფილა იმ დროს, როცა მე ვთამაშობდი, - ამბობს გრეტცკი TSN-თან კომენტარში. - ეს საინტერესო ვარიანტია და მე მზად ვარ, მხარი დავუჭირო ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან კენ ჰოლანდია და სხვები. ისინი ამბობენ: "ჩვენ გვინდა, რომ თამაში საინტერესო და სანახაობრივი იყოს გულშემატკივრებისთვის, მაგრამ არ გვსურს, პლეი ოფში გასვლის საკითხი ბულიტების სერიებით წყდებოდეს".

ამიტომაც სულერთია, იქნება სამი-სამზე თუ ოთხი-ოთხზე ფორმატი, მთავარია, რომ წინა პლანზე გამოვა თამაში და არა ის, თუ როგორ განვითარდება ბულიტების სერია. და მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში, თამაში დაკარგავს მომხიბვლელობას, როგორიც ბულიტების სერიას ახლავს".

ტორონტო ისევ ყველაზე ძვირია

"ტორონტო მეიპლ ლივზი" კვლავინდებურად ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია - ასეთია ჟურნალ "ფორბსის" ახალი რეიტინგის მთავარი შედეგი.

"ფორბსმა" "ტორონტო" 1.15 მილიარდ დოლარად შეაფასა. ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ხუთეულში ასევე შედიან: "რეინჯერსი" (850 მლნ), "მონრეალი" (775 მლნ), "ვანკუვერი" (700 მლნ) და "ჩიკაგო" (625 მლნ).

ყველაზე იაფ კლუბებად აღიარეს: "აილენდერსი" (195 მლნ), "კაროლინა" (187 მლნ), "სენტ ლუისი" (185 მლნ), "ტამპა ბეი" (180 მლნ) და "კოლამბუსი" (175 მლნ).

საშუალოდ, ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი შეფასებულია 413 მილიონ დოლარად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კროსბი-ოვეჩკინი: 2:0

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
მსოფლიოს თასის ისტორია. 1987: ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა
NHL-ის ბაზარზე აქტიურობაა
პაველ ბურეს ათიანს აჩუქებენ
მსოფლიოს თასის ისტორიიდან: კანადის თასი 1984
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბომბარდირული კრიზისი
"ვანკუვერმა" პაველ ბურეს ათიანი აჩუქა
ᓣᓔᓘᓜ ᓒრᓔᓢᓪᓙᓘ "ᓙᓘᓜᓒᓖᓘᓡ" ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐᓨᓘ ᓡᓐᓣᓙᓔᓗᓔᓡᓝ ᓰᓝᓙᓔᓘᓡᓢᓘᓐ
ფოტო-NEWS: არასწორი გრეტცკი
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება