ქართველმა კალათბურთელმა "კრივბასთან" შეხვედრაში 31 წუთში 13 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა
უკრაინის ჩემპიონატში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა ლევან ფაცაციას "დნიპრო-აზოტმა" და დაძაბულ ბრძოლაში "კრივბასთან" დამარცხდა - 72:74.

აზოტელებმა განსაკუთრებული მონდომებით მეოთხე პერიოდი ჩაატარეს, 26:19-იც მოიგეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე სამი ქულა მაინც დააკლდათ.

ფაცაციასთვის ეს იყო უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებული საუკეთესო შეხვედრა. მან არაერთი პირადი რეკორდი დაამყარა: პირველად ჩააგდო 13 ქულა, პირველად მოხსნა 13-ჯერ, პირველად შეასრულა 4 შედეგიანი გადაცემა, პირველად ჩაჭრა სამჯერ და მარგი ქმედების კოეფიციენტიც პირველად ჰქონდა 21. ლევანმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ეს ყველაფერი მან 31 წუთში ჩატია.

საყურადღებოა, რომ ბოლო წამებზე თანაგუნდელებმა სწორედ მას მიანდეს გადამწყვეტი ტყორცნა, თუმცა ლევანის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია.

"დნიპრო-აზოტს" დიდი თავსატეხი გაუჩინა "კრივბასის" პლეიმეიქერის, ვინსომ ფრეზერის სამქულიანებმა - 10-დან 6 ჩააგდო. მას 2 სამიანით (2 მცდელობიდან) შეეშველა "რუსთავის" ყოფილი კალათბურთელი ნეით ბოუი, რომელმაც საბოლოოდ 8 ქულა და 5 პასი მიითვალა. მან სირენამდე 9 წამით ადრე ჩაგდებული სამქულიანით გამოგლიჯა გამარჯვება სტუმრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
ლევან ფაცაცია უკრაინაში რეკორდებს ეთამაშება
ფაცაცია VS ცინცაძე - ქართული დერბი უკრაინის ჩემპიონატის გახსნით მატჩში
გიორგი ცინცაძის 8 პასი "დნიპრო-აზოტთან" მატჩში
"მეგრული სამქულიანი" უკრაინაში - ინტერვიუ ლევან ფაცაციასთან
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი