ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მშვილდოსანთა გასაჭირი: თვითნაკეთი მშვილდ-ისრებით დიდ სპორტში

მშვილდოსანთა გასაჭირი: თვითნაკეთი მშვილდ-ისრებით დიდ სპორტში

ასპინძაში მშვილდოსანთა სექცია თურმე სკოლის ძველ, ამორტიზებულ სპორტულ დარბაზში მუშაობს, რადგან ახალში არ შეუშვიათ, კედლებს გაგვიფუჭებთო
მშვილდოსანთა საქართველოს თასის ბოლო დღეს დარბაზში ჩემი საქმით გართულს - ფოტოების გადასაღებად ვემზადებოდი, - ასპინძელთა მწვრთნელი ლიზა შემაზაშვილი მომიახლოვდა და ისრების უქონლობის გამო ბავშვები შეჯიბრებაზე ვერ გამოვიყვანეო, მითხრა.

ცხადია, არასასიამოვნო ამბავია, მით უფრო - მშვილდოსნობაში, სადაც მასობრიობა ძალიან გვაკლია, თუმცა ქართულ სპორტში გაჭირვება არ მიკვირს და არც ეს სიტყვები გამაკვირვებდა დიდად, მაგრამ აი, ის, რაც ამის შემდეგ ქალბატონმა ლიზამ მითხრა, უთუოდ დამამწუხრებელია, რადგან 21-ე საუკუნის ქვეყანაში ასე არ უნდა ხდებოდეს. როგორც მასთან საუბრიდან გაირკვა, იქაურები ინვენტარის დიდ დეფიციტს განიცდიან.

ასპინძაში მშვილდოსანთა სექცია თურმე სკოლის ძველ, ამორტიზებულ სპორტულ დარბაზში მუშაობს, რადგან ახალში არ შეუშვიათ, კედლებს გაგვიფუჭებთო... იქ დაახლოებით 20-მდე ბავშვი ეუფლება სპორტის ამ უძველეს სახეობას, მათ განკარგულებაში კი... 9 სავარჯიშო ისარი ყოფილა.

ცხადია, იოლად წარმოიდგენთ ისრის მოლოდინში რიგში ჩამდგარი პატარების განცდებს, ხოლო ამით როგორ აიმაღლებენ ოსტატობას, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია...

ჰოდა, ამ ლოდინს რომ თავი აარიდონ, თურმე ისრებს ხისგან თლიან... თხილი და კიდევ ბევრი სხვა მცენარე ვცადეთ, მაგრამ ყველაზე გამძლე გრაკლის ისრები აღმოჩნდაო, მითხრა მწვრთნელმა.

სხვები თუ მხოლოდ რამდენიმე გასროლას უძლებენ და მხოლოდ ერთ დღეს გვყოფნის, გრაკლის ისრებით ერთი კვირა მაინც ვისვრითო... მან ისიც დაამატა, რომ ბავშვები შინ თხილის ხისგან გამოთლილი მშვილდებით ვარჯიშობენო...

ყურადღება მიაქციეთ - მრავალი მცენარე გამოვცადეთო... სულაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას ასპინძელებს, პირიქით - ვაფასებ მათ გარჯას რაიონში, რეგიონში მშვილდოსნობის განვითარებისთვის (ლიზა შემაზაშვილი ჯგუფის გახსნას ახალციხეშიც გეგმავს და აპირებს, მწვრთნელად იქაური უნივერსიტეტის სტუდენტი, თავისივე ყოფილი მოსწავლეები დაასაქმოს), სადაც ცარიელი ხელებით და შიშველი ენთუზიაზმით დაიწყეს, რაც, უდავოდ, დასაფასებელია, მაგრამ მწვრთნელის ამ სიტყვებზე ის გავიფიქრე, ალბათ, თავის დროზე პირველყოფილი ადამიანებიც ასე არჩევდნენ, რომელი ქვა უფრო გამძლე იყო და რომელი სჯობდა სანადიროდ თუ სამუშაოდ...

უკაცრავად და, რომელი საუკუნეა? განა რომელ თავმოყვარე ქვეყანაში ხდება ასე? მართალია, ხისგან გამოთლილი ისრებით დღესაც ვარჯიშობენ და ეს არაა უცხო, მაგრამ ის ისრები საგანგებოდაა გამოყვანილი, ანუ ქარხნულადაა დამუშავებული და ერთი გასროლითაც არ ფუჭდება, ანუ იქ ეს გაჭირვების გამო არ ხდება, ჩვენთან კი ამას სწორედ რომ სიდუხჭირე განაპირობებს.

ხისგან მშვილდებს ჩემს ბავშვობაში ვაკეთებდით, თორემ დღეს ამით ბავშვებიც არ ერთობიან. იქ კი თურმე სპორტში ვარჯიშობენ და მაღალ მიღწევებზე ფიქრობენ...

ვგონებთ, არც ესაა 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი რეალობა - პროფესიულ სპორტს სულ სხვა მოთხოვნები აქვს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება გართობისგან.

ხისგან გამოთლილი მშვილდ-ისარი კი არა, საშუალო დონის ქვეყნებშიც კი ისარს სპეციალურ აპარატურაზე ასწორებენ, თორემ თავად ინვენტარის დიზაინისა თუ ხარისხის დახვეწაში იარაღის მწარმოებელი ფირმები ერთმანეთს ეჯიბრებიან...

ჩვენდა სამწუხაროდ, თანამედროვე ინვენტარი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა საბავშვო შედარებით იაფია... მთლიან კომპლექტზე არ ვილაპარაკებთ და ბავშვთა ეს სავარჯიშო ისრების კომპლექტი დაახლოებით 100 დოლარი ღირს, ანუ 12 ცალი, რაც დაახლოებით ერთი თვე ჰყოფნით.

ცხადია, ეს არაა იაფი სიამოვნება, მაგრამ სპორტის ამ სახეობის განვითარება თუ გვინდა, ასეთ თანხებზე უკან არ უნდა დავიხიოთ.

ბოლო-ბოლო, ყველაფერი მედლებით ხომ არ ისაზღვრება - განა ცოტას ნიშნავს, რომ ბავშვები ჩაბმულნი იქნებიან სპორტში და მიეცემათ შანსი, ჯანსაღ მოქალაქეებად გაიზარდონ? ეს ხომ მშვენიერი შანსია, ქუჩას მოვწყვიტოთ ისინი? ეს ბავშვები ქუჩაში დგომას ხომ არ ითხოვენ, პირიქით - დასაქმება სურთ და ამას რა თანხა შეედრება?

პოლიტიკური წიაღსვლები და რაღაც ფაქტების დასახელება არ გვინდა, თორემ როცა მილიონები იხარჯება რაღაც არაფრისმომცემ პროექტებში, რაც, ფაქტობრივად, წყალში იყრება, რაღა ბავშვებისთვის, რაღა სპორტისთვის არ იძებნება თანხები, რომ იმავე ასპინძაში მოზარდებმა მშვილდოსნობაში ხისგან გამოჩორკნილი ინვენტარით არ ივარჯიშონ, ქუთაისში ცურვა... ცარიელ აუზში არ "ისწავლონ", მთელ რიგ რაიონებში თივით გატენილი საჭიდაო ლეიბები არ დაუგონ?

საბედნიეროდ, ეს თივიანი ლეიბების პრობლემა კი მოგვარდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სადღაც ბადროს ან ბირთვის ნაცვლად რიყის ქვებსაც ისვრიან, ან რამდენი ისეთი დაფარული, ჩვენთვის უცნობი მაგალითია, რაც არ ვიცით?

დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოუგვარებს ასპინძელ ბავშვებს ამ პრობლემას. მთავარია, მოგვარდეს, თუმცა მაინც გვინდა ვიკითხოთ - როცა პრიორიტეტად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგება სახელდება, რატომ რჩება ყურადღების მიღმა ასეთი ლაფსუსები? იმიტომ ხომ არა, რომ სათანადო აღრიცხვა არაა, ანუ არ ვიცით ზუსტად, სად აკლიათ სასიცოცხლოდ ასე აუცილებელი ინვენტარი...

გასაგებია, რომ ამის მოგვარება საკუთრივ ფედერაციის თუ ასპინძის თვითმმართველობის ვალია, მაგრამ, როცა ქვეყანაში არ თუ ვერ იქმნება (ყოველ შემთხვევაში - საჭირო დოზით) სათანადო ეკონომიკური პირობები მეცენატობის, სპონსორთა ინსტიტუტის, ეკონომიკის გასავითარებლად, რათა ფედერაციებმა დამოუკიდებლად ირჩინონ თავი, როცა იმგვარი სისტემა შეიქმნა, რომ ფედერაციები ფინანსურად მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტზე არიან ჩამოკიდებულნი, მაშინ სახელმწიფოსაც მეტი ევალება...

თუმცა პოლიტიკის ხვეულებს თავი დავანებოთ და მარტივი, პირველადი საჭიროების ინვენტარის პრობლემაც რატომ ვერ მოგვარდა აქამდე, რომ მოჭიდავეებმა გირები ერთმანეთს არ გამოსტაცონ, ახალშეძენილი შტანგები არ გაიღუნოს და დაცემისას მარილივით არ დაიფშვნას, ხოლო მშვილდოსან ბავშვებს წელიწადში ისრების ერთი კომპლექტი მაინც უყიდონ? განა 100-200 დოლარი რა ასეთი დიდი ფულია?

ვიმეორებთ, მსგავსი პრობლემები ძირითადად ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაგვარებელია. თუმცა ფედერაციის დამსახურებაა ის 9 ისარიც და კიდევ აპირებენ შეძენას.

იმედია, ასპინძის რაიონის ხელმძღვანელობაც გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს. მით უფრო, რომ რაიონის გამგებელი თანამედროვე ქართული სპორტის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპორტსმენი, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლევან ცაბაძეა - ვინ-ვინ და მან კარგად იცის სპორტის საჭიროება.

ისე, თავის დროზე ბათუმელი მშვილდოსნებისა გამიკვირდა, თურმე ეს სად ვარჯიშობენ-მეთქი და იქაურობა, ასპინძასთან შედარებით, ბატონია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ar gvaq fuli

ბიუჯეტსჰი გარღვევაა და არ არის ფული, რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ საქართველოს მშპ არ იძლევა იმის საშუალებას რომ ის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს რაც ზოგადად არის საჭირო. მე-10 საუკუნის მშვილდოსნები მშვენივრად ისროდნენ თვითნაკეთი ისრებით. და საბრძოლო პირობებში, ისე კია არა წყნარად რომ დგანან და ისვრიას ესენი. არამედ სიარულშიც, სირბილშიც და ცხენზე მჯდომებიც. მთელი სირცხვილი ისაა რომ მწვრთნელი ქვია და არც შვილდის და არც ისრის დამზადება არ ესმის როგორ უნდა, ამას ემატება ისიც რომ სწორად ვერ საზღვრავერ რას უნდა ესროლონ რომ ისარი არ დაზიანდეს.

• ია ტალახაძე

ბატონო ირაკლი მარტო ასპინძა არაა მაგ მდგომარეობაში. რატო არ იკიტხეთ, სადაა ესებუა . ან ლაშა ფხაკაძე , ან ის კლუბი , გეო-გენი,

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ