2014 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში მხოლოდ 20 საუკეთესო სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის
წლეულს ვენაში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ევროპის ჩემპიონატზე, სალომე ფაჟავამ (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე) მე-18 ადგილი დაიკავა და გაისად ბაქოს დახურულ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მიიღო.

2014 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქში მხოლოდ 20 საუკეთესო სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის.

რამდენიმე დღის წინათ საერთაშორისო ფედერაციიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ფაჟავამ ავსტრიის დედაქალაქში მიღწეული შედეგით 2015 წლის ევროპის პირველი ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა. ამ შეჯიბრებასაც ბაქო უმასპინძლებს.

ლიცენზიანტმა ტანმოვარჯიშემ ამ დღეებში ლუბლიანას (სლოვენია) საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა.

მრავალჭიდში 67,450 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, მონიკა ჩებაშეკი (სლოვენია, 67,350) და ელენა მილენკოვიჩი (ხორვატია, 58,250) გავიდნენ. ცალკეული საგნებით ვარჯიშში ფაჟავამ ორი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რგოლი: 1. სალომე ფაჟავა (17,350), 2. მონიკა ჩებაშეკი (სლოვენია, 16,050), 3. ელენა მილენკოვიჩი (ხორვატია, 14,850);

ლენტი: 1. ფაჟავა (17,300), 2. ჩებაშეკი (17,200), 3. მილენკოვიჩი (13,950);

ბურთი: 1. ჩებაშეკი (17,650), 2. ფაჟავა (16,750), 3. მილენკოვიჩი (15,050);

გურზები: 1. ჩებაშეკი (16,450), 2. ფაჟავა (16,050), 3. მილენკოვიჩი (14,400).

ლუბლიანაში ნინია როხვაძემ ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში მე-5 ადგილი დაიკავა.

მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბელგიაში. "ბრიუსელის თასს" სხვადასხვა ქვეყნის 16-წლამდელი 18 გოგონა ეცილებოდა ერთმანეთს.

შესანიშნავად იასპარეზა 2012 წლის ევროპის პირველობის ორი ბრინჯაოს მედლის (პირადსა და გუნდურში) მფლობელმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა გაბრიელა ხვედელიძემ (მწვრთნელი ბელა კობალაძე), რომელიც შეჯიბრებაზე თბილისის მერიის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ცენტრის (დირექტორი ფიქრია ფანქველაშვილი) დაფინანსებით გაემგზავრა.

ხვედელიძემ მრავალჭიდში 42,35 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე იყო რუსი არინა სუდიაკინა (41,1), ხოლო მესამე ადგილი 39,5 ქულით მარია სილიანოვას (ბულგარეთი) ერგო.

- გაბრიელა ხვედელიძისთვის ბელგიური სტარტი ახალგაზრდებში ბოლო შეჯიბრება იყო, რადგან 2014 წლიდან ის უფროსებში გადაინაცვლებს, - გვითხრა ბელა კობალაძემ. - ცხადია, სენიორებში მეტი კონკურენციაა, ამიტომ საპრიზო ადგილებზე გასასვლელად ახალი რთული ვარჯიშების შედგენა-დამუშავება იქნება საჭირო.

სანაპიროზე არსებულ სპორტულ დარბაზში კი სრულყოფილი წვრთნის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ბიგელების სიმაღლე 7 მეტრს არ აღემატება, მხატვრულ ტანმოვარჯიშეებს კი ისეთი დარბაზი სჭირდებათ, რომლის ჭერის სიმაღლე 12 მეტრი მაინც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებების მიღწევა გაგვიჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nn
ამ სპორტს პატრონი არჰყავს? არავითარი ინფორმაცია არ ქვეყნდება.
mm
გაბრიელა ყველაზე მაგარია.
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა თურქეთსა და საფრანგეთში წარმატებით იასპარეზეს
ᓡᓐᓚᓝᓛᓔ ᓤᓐᓟᓐᓕᓐ: ᓔᓠᓗᓘ ᓝᓪᓜᓔᓑᓐ ᓣᓙᓕᓔ ᓐᓕᓘᓡᓠᓣᓚᓔ
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!