დღეს ძიუდოს აკადემიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი იწყება

დღეს, 11 საათზე დიღომში, ძიუდოს აკადემიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელმაც გაისად სეზონის უმთავრეს ტურნირებზე - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წამსვლელი ნაკრების ბირთვი უნდა გამოავლინოს. ამდენად, ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა ყველასთვის სავალდებულოა. ამას ფინანსური საკითხიც ემატება - აქ ნაჩვენებ შედეგზეა დამოკიდებული ათლეტთა ხელფასები მომავალ სეზონში. იქით ხელმძღვანელობა ითხოვდა ძალზე მკაცრად ჩემპიონატში ლიდერთა მონაწილეობას და ამ ყველაფერმა გაჭრა. აწონვაზე რა მოხდება, არავინ იცის - არაა გამორიცხული, ზოგიერთები არ გამოცხადდნენ. ოფიციალურად კი მხოლოდ ოთხი კაცია გათავისუფლებული.

სამწუხაროდ, სწორედ ამ კვარტეტშია ნაკრების გამოკვეთილი ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გიორგი გოგშელიძე (96). იგი ექიმთა დასკვნის საფუძველზეა გათავისუფლებული - კისერი სტკივა. ამ ეტაპზე გადაიდო ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილის (84) სპორტში დაბრუნება - ბოლო ხანებში ის გერმანიაში მკურნალობდა და თითქმის არ ვარჯიშობდა. მესამე გათავისუფლებული ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ოთარ თუშიშვილია (66) - ოჯახური პრობლემების გამო ბოლო ხანებში ვერ ვარჯიშობდა. შეჯიბრებაში არ გამოვა გოგშელიძისა და თუშიშვილის კიდევ ერთი თანაქალაქელი, გორელი თენგიზ ჩოჩიშვილი (60), რომელიც წლევანდელი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ტრიუმფატორია - ევროპის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი. ცოტა ხნის წინ მან მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ჯერაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

ამათ გარდა, ჩემპიონატში ყველა უძლიერესმა უნდა იჭიდაოს, ვინც კი საგაისოდ ნაკრების კანდიდატად მოიაზრება. მათ შორის, ახალგაზრდული ნაკრების ყველა ის მედალოსანი, რომლებმაც წლეულს თანატოლთა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გამოიჩინეს თავი: ორივე შეჯიბრების გამარჯვებული დავით ხუციშვილი (74), მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის პრიზიორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მსოფლიოს ვერცხლის და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა ტალახაძე (50; ამჯერად ეს 55-ში იასპარეზებს), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, მძიმეწონოსანი გიორგი საკანდელიძე... თუმცა გამოვლენ ახალგაზრდულ ნაკრებში ხელმოცარული ფალავნებიც.

ნამდვილად საინტერესო იქნება ამ ახალგაზრდების გამოსვლა. ცხადია, აქ ასპარეზობა ბევრად რთულია, ვიდრე – ახალგაზრდებში. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომელიმეს თუ გაუჭირდება კიდეც. მაგალითად, იგივე ხუციშვილი, რომელიც მართლაც ნიჭიერია და ეს დუბლის მოგებითაც დაამტკიცა, საკმაოდ სუსტად გამოვიდა ეროვნულ ნაკრებში. თუმცა ეს წაფორხილება დროებითია და ეჭვიც არ გვეპარება, ლონდონის ოლიმპიადამდე ეს წარმატებით ჩაანაცვლებს ახლანდელ ლიდერებს და სამომავლოდ არაერთ წარმატებას მოიპოვებს.

ვფიქრობთ, გულშემატკივრის ყველაზე დიდ ინტერესს მძიმე წონა გამოიწვევს, სადაც ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ყველა ფალავანი იჭიდავებს - იგივე საკანდელიძე, უფროსებში მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ლევან ბერიანიძე, უფროსებში ევროპის ექს-ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გიორგი ნიკურაძე, ლევან სეთურიძე და სხვები... ვფიქრობთ, აქ მაყურებელი დაძაბულ ბრძოლებს იხილავს.

რაც შეეხება სხვა წონებს, 55-ში ყველაზე დიდ ინტერესს ხინჩეგაშვილის და ტალახაძის პაექრობა გამოიწვევს, თორემ წონის ძველმა ლიდერმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბესარიონ გუჩაშვილმა 60-ში გადაინაცვლა და ამჯერად იქ იჭიდავებს. 84-ში გამოვა ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით მარსაგიშვილიც, რომელმაც წლეულს ვახტანგ ბალავაძის სახელობის `ოქროს დიდ პრიზზეც~ ვერცხლი მოიპოვა, თუმცა სწორედ იქიდან დაეწყო ხანგრძლივი კრიზისი, რომელიც აქამდე გრძელდება. ვნახოთ, დასძლია თუ არა ეს ჩავარდნა.

დღეს შეჯიბრებაში საწყისი ოთხი წონის - 55, 60, 66 და 74-ის ფალავნები ჩაებმებიან. ტურნირი შესვენების გარეშე ჩატარდება, დასწრება კი თავისუფალია. ხვალაც შეჯიბრება შესვენების გარეშე ჩაივლის. სამწუხაროდ, ფინალური შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟები არ გადაიცემა. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავავლოთ პარალელი ძიუდოსა და ჭიდაობებისადმი დამოკიდებულებას - ძიუდოისტთა ქვეყნის პირველობის ფიონალური ბლოკი აჩვენეს პირდაპირ ეთერში. დაგვეთანხმებით, ჭიდაობა ჩვენთვის ნამდვილად სტრატეგიულია და ბევრად მეტ ყურადრებას იმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა