ნიკოლოზ რურუა: "თემურს მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს. ლუის მენოტი ცოცხალი რომ იყოს, ამ ფეხბურთელებისგან უკეთეს გუნდს ვერც ის ააწყობდა"
ფეხბურთში რომანტიკოსი, პოლიტიკაში პაციფისტი - რატომ გახდა ასეთი კაცი საინტერესო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ რურუასთვის?

არ ვიცი, რამდენად არის ბატონი რურუა რომანტიკოსი ან პაციფისტი, სამაგიეროდ, ვიცი, როგორი მწვრთნელი იყო ლუის სესარ მენოტი და რა პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში, როცა არგენტინა ფოლკლენდის კუნძულების გამო შეებრძოლა დიდ ბრიტანეთს.

მენოტის გუნდმა სამყაროს აჩუქა დაუვიწყარი 30 წუთი მუნდიალის ფინალის დამატებით დროში, 1978 წელს, როცა არგენტინამ ჰოლანდიას ორი გოლი გაუტანა და 3:1 მოუგო.

მარიო კემპესი, დანიელ ბერტონი, ოსვალდო არდილესი, ალბერტო ტარანატინი, დანიელ პასარელა... დიდებული ორკესტრი იყო არაჩვეულებრივი დირიჟორით.

იმ გამარჯვებითა და 30 წუთით მენოტი ლეგენდა გახდა. იმაზეც კი კამათობდნენ, ჰოლანდიასთან ფინალის დროს მენოტიმ სამი კოლოფი სიგარეტი მოწია თუ ოთხი.

მენოტი რომანტიკოსი სპეციალისტი გახლდათ. 1978 წლის მერე ისეთი არაფერი გაუკეთებია მწვრთნელობაში, წარმატებით ხელახლა რომ შეეხსენებინა თავი სამყაროსთვის, მაგრამ ეს აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა - მენოტი უკვე ლეგენდა იყო.

"...მწვრთნელის შეცვლით უარეს შედეგს მივიღებთ, თემურს მუშაობის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს. ლუის მენოტი ცოცხალი რომ იყოს, ამ ფეხბურთელებისგან უკეთეს გუნდს ვერც ის ააწყობდა", - განაცხადა რურუამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში (იხილეთ ვრცლად).

"ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მაშინ ნიკა გილაური გახლდათ. ერთად გადავწყვიტეთ - თუ თანახმა იქნებოდა, საქართველოს ნაკრები ქეცბაიასთვის ჩაგვებარებინა", - ესეც რურუას სიტყვებია იმავე ინტერვიუდან.

"არ მომწონს, ნაკრების მწვრთნელს ტურებივით რომ ესევიან", - ესეც კიდევ ერთი ამონარიდი ყოფილი მინისტრის ინტერვიუდან, ოღონდაც ის არ აკონკრეტებს, ტურები ჟურნალისტები არიან, გულშემატკივრები თუ ფეხბურთის სპეციალისტები.

ინტერვიუდან ის გამომდინარეობს, რომ თემურ ქეცბაიასთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელად რეკომენდაცია საქართველოს ყოფილ პრემიერსა და რურუას მიუციათ. ჰქონდათ კი ამის უფლებამოსილება და კომპეტენცია?

ისიც საკითხავია, ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას ის ხალხი თუ იღებდა, ვისაც რაიმე გამოცდილება დაუგროვებია ფეხბურთში საქმიანობით?

საინტერესოა, რა საფეხბურთო "სივი" აქვთ ყოფილ პრემიერსა და მინისტრს? როდესმე დაინტერესებულან, რატომ მოუწია ქეცბაიას ბერძნული "ოლიმპიაკოსიდან" წამოსვლა?

ამ კითხვებზე პასუხი საინტერესო კი იქნებოდა, ოღონდაც ნაკლებად აქტუალური, რადგან დღეს უკვე სხვა მოცემულობასთან გვაქვს საქმე - მთავრობა შეიცვალა და ბევრი რამ არის შესაცვლელი ფეხბურთშიც, მათ შორის - საქართველოს ნაკრებშიც.

რაც შეეხება მენოტის, ეს ლეგენდარული კაცი ცოცხალია, 75 წლის გახლავთ და დაახლოებით ექვსი წელი იქნება, რაც მწვრთნელობას შეეშვა; ბატონ რურუას კი ის გარდაცვლილი ეგონა. შესაძლოა, მან არგენტინა საქართველოს შეადარა, ფოლკლენდის კუნძულები - სოხუმსა და ცხინვალს, დიდი ბრიტანეთი - კი რუსეთს, მაგრამ ასეც რომ იყოს, ცნობა მენოტის გარდაცვალებაზე მაინც არ დასტურდება.

მენოტის სააქაო თუ საიქიო ყოფნა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა იყოს სპორტის ყოფილი მინისტრისთვის, მაგრამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნაზე, ნაკრების ცუდ შედეგსა და ნაკრების გარშემო შექმნილ ცუდ სიტუაციაზე პასუხი ძვირად ღირებული მწვრთნელის დამნიშნავმაც რომ უნდა აგოს, ვგონებ, საკამათო არც ეს უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩივაძე არ ვიცი, მაგრამ არც ძოძუაშვილი, არც გეგეშიძე, არც დევდარიანი არავინ მაგათი მოსაწონი არ არის? მაინცდამაინც 100000 უნდა მისცენ რომ მწვრთნელი იყოს, ზემოთ ჩამოთვლილები გაცილებით ნაკლები ხელფასით მეტ შედეგს მიაღწევდნენ. მაგრამ არ ფეხბურთელები უნდა დაგვავიწყდეს, უდისციპლინო, თავკერზა ფეხბურთელები, ისეთები ნაკრებში ფეხებს რომ უფრთხილდებიან, არც ისეთები საკუთარ კარში რომ გააქვთ ბურთები და მივიღებთ საქართველოს ნაკრებს ისეთს როგორიც არის.
murtalo
რურუას მსგავსი ბანდიტი რომ ნიშნავს მწვრთნელს წინასწარ ცნობილი უნდა იყოს შედეგიც...მოაშორეთ ქეცბაია ნაკრებს...რურუას ადგილი კი ციხეშია.
santino
მალადეც ქეცბაია
irakli
რურუა ,,,, შენ რა შეგიძლია
santino sanches
ჩივაძის ნაირი მწვრთნელი მართლა არ გვყავს
santino
სირცხვილია!!!!!!!!!
santino
ჩივაძე გყავდეს და სხვა ტრენერს ეძებდე მართლა სირცხვილია
shuqri bibileishvili
ფუ შემზარდა ამ ჟურნალის კითხვა არ იციან რა პრობლემა ქართულ ფეხბურთში და რაგაც უაზრობაზე გადააქვთ აქცენტი ის ნაროდი ვართ ჩვენ კაის ყურება რომ არ უყვარს
shako
რა გინდათ თქვენ თვითონ გაერკვიეთ ჯერ ნაკრების მწვრთნელს რო ჩამთ იმ ბიზმესმენების სახელი და გვარები წერეთ ვისაც ფეხბურთში ფულის ჩადება შეუდზლიათ არაა მწვრთნელი პრობლემა სხვაგან ედზებთ პრობლემა ვითომ ჟურნალისტებო
merabi
ნიკა რურუამ ისე იცის ფეხბურთი, როგორც კულტურა; საერთოდ, მთელი ნაცმოძრაობა შარლატანებისა და ავანტიურისტების ბუდეა. მენოტის "მოკვლა" რა გასაკვირია,რურუას ბელადს რუსთაველი და გრ. ორბელიანი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან
gio
მატხოვარი ერი ვარტ
Irakli
ყველაფერი კარგი, ოღონდ ერთი საინტერესო შეცდომა მოუვიდა ავტორს, ქეცბაიას ოლიმპიაკოსიდან წამოსვლა კი არ მოუწია, უკვე გაგდებული იყო, კლუბის ავტორიტეტიანი ფეხბურთელებისთვის. ფანებმა ვარჯიშებზე ეს არაერთხელ გაიგეს და მიუვარდნენ ოლიმპიაკოსის პრეზიდენტს და ქეცბას მოშორება მოთხოვეს. უეჭველი ვიცი რომ 2 თვეში თითქმის ნახევას გუნდთან პრობლემა ჰქონდა. კვიპროსზე ეს გასდიოდა, რადგან მაგარი ავტორიტეტია იქ ფეხბურთელობის დროიდან და ბერძნებთან არ გამოუვიდა! ესაა სიმართლე და თავის დროზე უნდა გაეთვალათ უტვინო რურუას.
mateusa
რურუა მართალი :))))))))))) ვაი ჩვენს პატრონს
rezo rezos
ქეცბაია ამბობს,რომ ფეხბურთელები არ ჰყავს,თუ ასეა ვისი მწვრთნელია თვითონ? სინამდვილეში ნაკრებს არ ჰყავს მწვრთნელი,ეს დაადასტურა 2–მა ციკლმა,რომელშიც ანტი ფეხბურთის მეტი ვერაფერი ვერ ვნახეთ.დროა გონს მოვიდეს ფედერაცია და დანიშნოს წარმატებული მწვრთნელი,მაგალითად გეგუჩაზე,დევდარიანი,მაისურაძე,იქნებ უკეთესი იყოს.
შალვაშვილი
რურუა მართალია, თქვენ კი არასწორი და არც კორექტულობით გამოირჩევით
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
იეგოიანი აღარ ხუმრობს - გაიტანა, გაატანინა, "ექსელსიორმა" კი გაიმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალი" სახლში "დეპორტივოსთან" დამარცხდა
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
[VIDEO] ისაკის დუბლი 3 წუთში და ბარკოლას დებიუტი - "ლივერპულმა" "იფსვიჩი" მარტივად დაამარცხა
ლოჩოშვილის "კიოლნი" "შტუტგარტთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
ლივერპულმა დავითაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ევროპის 5 სტადიონი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"მასზე გაბრაზებული ვარ" - მოურინიომ "რეალის" ფეხბურთელი გააკრიტიკა
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნეიმარი: მინდა "ბარსელონას" ისტორიაში შევიდე
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ლუის სესარ მენოტი: ყოველთვის მანცვიფრებდა ლეო მესის თამაშის უბრალოება