ხუციშვილს მარტში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უჭიდავია
მხრის ოპერაციით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სპორტს უბრუნდება თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით ხუციშვილი (74).

შეგახსენებთ, რომ მას მარტში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ უჭიდავია. ის იქაც ნატკენი ხელით გავიდა და ტრავმის გამო ტურნირი ვერ დაასრულა. მას შემდეგ ხუციშვილს გერმანიაში ოპერაციაც გაუკეთეს, სარეაბილიტაციო პერიოდიც წარმატებით გაიარა და უკვე შეჯიბრებაზე გასვლის დროც დადგა...

კვირის ბოლოს ფრანგული რივიერის მარგალიტ ნიცაში ჭიდაობაში ფრანგთა პირველი ოლიმპიური ჩემპიონის - ანრი დეგლანის მემორიალი ტარდება და ხუციშვილის დაბრუნებაც იქ შედგება.

ოღონდ მის კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა - ნიცაში ის 84 კილოგრამში გამოვა, რადგან ამ უქმობის პერიოდში წონაც გაექცა და ახალ კატეგორიაში აპირებს გამოსვლას.

თუმცა, მოგეხსენებათ, იქ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილიც ჭიდაობს, თუმცა გაისად წონითი კატეგორიები იცვლება და ისე გააკეთებენ, რომ ორივემ ერთად არ მოიყაროს თავი.

სპორტსმენის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმ ზურაბ კახაბრიშვილს დავეკითხეთ, რომელმაც დაგვაიმედა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.

"ოპერაციის შემდეგ კუნთი სრულად აღსდგა და უკვე მთელი დატვირთვით ვარჯიშობს, აბსოლუტურად ყველა დავალებას ასრულებს. გერმანელებმა ყველაფერი გაუკეთეს, სარეაბილიტაციო პერიოდი აქაც გააგრძელა და ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არაა" - გვითხრა მან.

ხუციშვილს საფრანგეთში თან ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი გაჰყვა, რომელსაც მეტი არავინ წაუყვანია.

ეს ტურნირი არც იყო ჩვენი ფედერაციის თავდაპირველ კალენდარში, მაგრამ მწვრთნელმა სპეციალურად იზრუნა ხუციშვილის სტარტისთვის. ვნახოთ, როგორ წარიმართება ტურნირი ნიცაში, ხუციშვილი კი, შესაძლოა, 6-7 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატშიც ვიხილოთ.

საფრანგეთში ის 29 ნოემბერს იჭიდავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
სანდრო კობახიძემ, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს
"უსიამოვნო ინციდენტი მოხდა" - ლიონელ მესი გულშემატკივრებს მიმართავს
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ვინ ითამაშოს? - "მანჩესტერ იუნაიტედში" 10 ფეხბურთელს ტრავმა აქვს
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
ჰარი კეინისთვის სეზონი დასრულდა
+18. ფრანგმა ძალოსანმა ბათუმში, ევროპის ჩემპიონატზე საზარელი ტრავმა მიიღო [VIDEO]
სამწუხარო ცნობა - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის 2 მატჩში "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]