საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კენჭისყრის შედეგზე კომენტარი გააკეთა
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დასრულდა 17 და 19-წლამდელთა ელიტრაუნდის წილისყრა. ცნობილია ყველა ჯგუფი და მასპინძელი ქვეყნების ვინაობა.

წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ და მომავალი წლის შემოდგომისთვის, ორივე ასაკში საკვალიფიკაციო ტურნირების თბილისში წამოღება მოახერხეს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა ელიტრაუნდების წილისყრას მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველად 17-წლამდელების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ნოდარ აკობიას გუნდი მე-5 ჯგუფში მოხვდა გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის რესპუბლიკის ნაკრებებთან ერთად. ელიტრაუნდის მასპინძელი კი სერბეთი იქნება. ტურნირი 2014 წლის 26-31 მარტს გაიმართება.

ამის შემდეგ კი უკვე 19-წლამდელთა ჯერიც დადგა. სფფ-ის ოფისში, ტრადიციულად, წილისყრას ერთად უყურეს ნაკრებების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. მათთან ერთად იყო სფფ-ის სპორტული დირექტორი - არჩილ არველაძეც.

მოგეხსენებათ, ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ კალათაში იყო განთესილი. ჩვენი 19-წლამდელები მე-3 ჯგუფში მოხვდნენ ისრაელის, შვეიცარიისა და კვიპროსის ნაკრებ გუნდებთან ერთად. ჯგუფის მასპინძელი შვეიცარია იქნება. ელიტრაუნდი 25-30 მაისს გაიმართება.

როგორც სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ გვითხრა, ჩვენი ჯგუფის მონაწილე ყველა ქვეყანას ჰქონდა ჯგუფის მასპინძლობაზე პრეტენზია და ვინაიდან ქვეყნებმა სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მასპინძლის ვინაობა ბრმა კენჭისყრით გადაწყდა.

წილისყრით კმაყოფილები დარჩნენ ნაკრების ფეხბურთელები.

ნიკა ჭანტურია (19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი): "ვთვლი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ. პირიქით, ეს ისეთი ჯგუფია, რომ საქართველოს ნაკრები ლიდერი უნდა იყოს და ჩვენ ამას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მთავარია, კარგად მოვემზადოთ და მერე ჩვენებური შემართებითა და ბრძოლით შევძლოთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა."

საქართველოში არ იმყოფება 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე, რომელიც ჰოლანდიაშია მწვრთნელთა ლიცენზირების სემინარზე. პირველი შთაბეჭდილებები 19-წლამდელთა თავკაცმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში დააფიქსირა.

ვასილ მაისურაძე: "ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მეც და ბიჭებსაც ჯგუფში გერმანია არ გვინდოდა და ამის შანსი იყო, ვინაიდან ჩვენ პირველ კალათაში ვიყავით. ისეთი ჯგუფია, სადაც გამოკვეთილი აუტსაიდერი არ არის და სწორედ ამიტომ საქართველო შვეიცარიაში როგორც ლიდერი, ისე უნდა ჩავიდეს.

ისრაელის ნაკრებთან ჩვენ ნათამაშები გვაქვს და მეტ-ნაკლები წარმოდგენაც გაგვაჩნია. კვიპროსზეც ვერ იტყვი, რომ ეს გუნდი აუტსაიდერი იქნება. აი, შვეიცარიას კი ყოველთვის კარგი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავს. ამიტომ ვთვლი, რომ ელიტრაუნდზე ჩვენი ძირითადი მეტოქე შვეიცარია იქნება.

რა თქმა უნდა, იოლი თამაშები არ გვექნება, მაგრამ იმ შემართებით, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენ ყველა ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ბიჭებს არც მონდომება აკლიათ და არც ბრძოლისა და შრომის უნარი. ასე რომ, ვნახოთ... შვეიცარიაში ლიდერისთვის საჭირო შემართებით ჩავალთ და ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ."

სფფ-ის პრესსამსახური

ბადრი
ვუერთდები ამ ოპტიმიზს: მართლა ძლიერი მწვრთნელია ვასილ მაისურაძე, საქმით დაამტკიცა უკვე და თანაც არაერთხელ! ახალგაზრდა თაობის ბიჭებსაც გაცილებით მეტი პატრიოტიზმი, დისციპლინა და თავმოყვარება აქვთ, ვიდრე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს. ასე რომ, თანდათანობით ამ ყველაფერმა რეალური შედეგი უნდა მოიტანოს!!!
kaxaberi
გააზრებულ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ მაისურაძის ბიჭები, წარმატებებს უსურვებ. გაიხარეთ და გაახარეთ სრულიად საქართველო.
zviad
თქვენ ჭირიმე ბიჭებო!! მორჩა ვეღარავინ იჯეჯილებს თქვენს წინააღმდეგ ეს უკვე სუყველამ იციან!! ვინღა დაგრჩათ გასაგორებელი? ერთი გერმანია და მეორე იტალია, მეტი არავინ! მიდით ბიჭებიიიი ჯიშიანები ჯიგრიანები!!!
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს