ხოსეპ გვარდიოლას რეკორდმაისტერი უძლეველ გუნდს ჰგავს
მიუნხენის "ბაიერნი" ვერც რუსულმა სუსხმა და თოვლმა შეაჩერა - რეკორდმაისტერმა მოსკოვში ცსკა-ს 3:1 მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 10 თამაში აქვს მოგებული და "ბარსელონას" რეკორდი დაამხო.

ხოსეპ გვარდიოლა თავის შეგირდებზე შეყვარებულია. მათ შორის ერთი უკვე განსაკუთრებით კარგად თამაშობს.

ცსკა-სთან მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ტელეკომპანია "სქაის" პირდაპირ ეთერში მსუბუქად ჩაცმული წარსდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამინდმა მიახვედრა, რომ შეცდომა დაუშვა და მატჩის დროს, სათადარიგოთა სკამზე უკვე გვარიანად ჩაფუთნული იჯდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "ხიმკის" სტადიონზე კინაღამ გავიყინეთო; ზამერმა კი აღნიშნა, ტემპერატურა მინუს 20 გრადუსი ნამდვილად არ არის, მაგრამ ასე მგონია, რომ სწორედ მინუს ოციაო.

არც მოედანი იყო იდეალურ მდგომარეობაში და თანაც, თოვდა - მთელი მატჩის განმავლობაში თოვდა.

მზე, თოვლი - "ბაიერნისთვის" სულერთია

თუმცა ფეხბურთის თამაშს ან ყურებას ასეთ ამინდსა და პირობებშიც თავისი ხიბლი აქვს, განსაკუთრებით საინტერესო კი ის იყო, თუ როგორ ითამაშებდა ხოსეპ გვარდიოლას "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაში.

ცხადი იყო, რომ პეპის "ტიკი-ტაკა", როგორიც ვიცით, სრულყოფილად არ შედგებოდა და ეს ამ შეხვედრისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ სიცივეზე მეტად მოედნის საფარის საშინელმა მდგომარეობამ შემაწუხა. ხეირიანი კომბინაციების გათამაშება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს მისასალმებელია," - აღნიშნა ნამატჩევს თომას მიულერმა.

ერთი სიტყვით, ამ მატჩმა დაგვარწმუნა, რომ "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაშიც შეუჩერებელია. და საერთოდ: რეკორდმაისტერის შემჩერებელი ჯერ არავინ და არაფერი ჩანს. დღევანდელ "ბაიერნს" ოდნავადაც არ უჭირს "დორტმუნდთან" უმნიშვნელოვანესი ჯახის შემდეგ წელიწადის ამ დროს მოსკოვში მაღალ დონეზე თამაში, სრულად კონცენტრირება და წარმატების მიღწევა.

გვარდიოლას აზრით, ამის მიზეზი მარტივია: "ფეხბურთში ასეა: ხან მზეში მოგიწევს თამაში, ხანაც თოვლში. მთავარია, სახე შეინარჩუნო და ერთი ხასიათით ითამაშო. ჩემი ფეხბურთელები კი ყოველთვის იდეალურ ხასიათზე არიან - თოვლშიც და მზეშიც," - თქვა პეპმა.

ნოიერის პირადი რეკორდი

თანაგუნდელების მიმართ საუკეთესო ეპითეტები არც არიენ რობენმა დაიშურა - იმ რობენმა, რომელიც ორიოდე დღის წინ "ბაიერნში" ჩამშვების არსებობას ძალიან სამწუხარო ამბავს უწოდებდა:

"ჩვენ მართლა ძალიან მაგარი გუნდი გვყავს და მე მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ," - თქვა ჰოლანდიელმა გარემარბმა. შეგახსენებთ, რომ ცსკა-სთან ანგარიში სწორედ მან გახსნა.

არადა, "ბაიერნისთვის" მოსკოვში სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისითაც არ ყოფილა ყველაფერი იდეალურად. მაგალითად, ცსკა-ს ფეხბურთელებმა რეკორდმაისტერის კარში ზუსტად 10-ჯერ (!) დაარტყეს და აქედან ნოიერმა 7 დარტყმა გააუვნებელყო, რაც მისთვის "ბაიერნში" პირადი რეკორდია. "ბაიერნსაც" სჭირდება კარგი მეკარე და ჩვენ მანუს სახით მართლაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი გვყავს," - ეს მიულერის სიტყვებია.

თუკი მიუნხენელები პირველ ტაიმში დომინირებდნენ, მეორე ნახევარში მოსკოველებს შეტევების განხორციელების საშუალება მისცეს, ტაქტიკურ წყობაში წესრიგი დაკარგეს და ბურთებსაც უჩვეულოდ მარტივად კარგავდნენ. ამ დროს ბავარიული გრანდი ნოიერმა არაერთხელ იხსნა - მარტო კეისუკე ჰონდას მანუმ ორჯერ არ გაატანინა გოლი.

გიოტცე უკვე ფორმაშია

მიუნხენში ყველაზე მეტად ის უხარიათ, რომ ფეხბურთელი, რომლისგანაც მომავალში უფრო და უფრო მეტ გენიალურობას ელოდებიან, ფორმაში შევიდა და მატჩიდან მატჩამდე უმატებს. მარიო გიოტცეს ვგულისხმობთ, რომელმაც ცსკა-ს გოლიც გაუტანა, არაერთი დრიბლინგიც განახორციელა და ზოგადად, ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მატჩის შემდეგ კი თქვა, უკვე ფორმის პიკს მივაღწიეო.

"მარიომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ფაქტია, რომ ძალიან კარგად, იდეალურად უგებს ტონი კროოსს, ტიაგო ალკანტარას და ფილიპ ლამს, როცა ეს უკანასკნელი ნახევარდაცვაში თამაშობს," - ეს გვარდიოლას სიტყვებია.

პეპმა გიოტცე ამჯერადაც ყველაზე წინ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გაამწესა, ოღონდ მარიო ხშირად იხევდა უკან, ითხოვდა ბურთს და თვითონ იწყებდა იერიშებს. ამ დროს გიოტცე კომბინაციებს უმეტესად სწორედ კროოსთან, ლამთან და, ამ უკანასკნელის შეცვლის შემდეგ, ტიაგო ალკანტარასთან ათამაშებდა.

"დღითიდღე ვუტამებ და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უკვე საუკეთესო ფორმაში ვარ. რაც უფრო დიდხანს ვთამაშობ, მით უფრო უკეთ გამომდის," - ბედნიერია გიოტცე.

ლამი ორ მატჩს გამოტოვებს

სხვათა შორის, გვარდიოლამ ლამი 28-ე წუთზე შეცვალა, რაც ამ უკანასკნელის ტრავმით იყო გამოწვეული. 28 ნოემბერს "ბაიერნის" მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ ვოლფარტმა რეკორდმაისტერის 30 წლის კაპიტანს ძირფესვიანი გამოკვლევა ჩაუტარა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფილიპი მიუნხენური გრანდის მინიმუმ უახლოეს ორ შეხვედრას ("ბრაუნშვაიგთან" და "აუგსბურგთან") გამოტოვებს.

ბავარიელებს რეკორდი არ აინტერესებთ

ის ფაქტი, რომ ამ მოგებით "ბაიერნმა" ზედიზედ მეათე მოგებით ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, რეკორდმაისტერის ფეხბურთელებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, თითქმის უმნიშვნელოა. "ჩვენ რეკორდებისთვის კი არა, ტიტულებისთვის ვთამაშობთ," - აღნიშნა რობენმა.

თომას მიულერი კი ამბობს, რეკორდები ჩემთვის მხოლოდ მაშინ იქნება საინტერესო, როცა კარიერის დასრულების შემდეგ დივანზე წამოვწვებიო. თუმცა თომასს დივანზე უდარდელად წამოკოტრიალება ახლავე შეეძლო - გვარდიოლამ შეგირდები ვარჯიშიდან გაათავისუფლა.

როგორც ჩანს, ბავარიელებს სავარჯიშო და დასამუშავებელი ამ ეტაპზე აღარაფერი აქვთ. მიუნხენური გრანდის მომდევნო მეტოქე "ბრაუნშვაიგია", რომელიც 30 ნოემბრის მატჩამდე კიდევ რამდენჯერმე ივარჯიშებს, მაგრამ ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანი ამ "ბაიერნთან" მაინც უშანსოდ იქნება.

ბაიერნის რეკორდი

ზედიზედ ათი მოგება ჩემპიონთა ლიგაში (ბურთების შეფარდება: 28-3)

მატჩი, ეტაპი

2 აპრილი: ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 1/4-ფინალი

10 აპრილი: იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 1/4-ფინალი

23 აპრილი: ბაიერნი-ბარსელონა 4:0 1/2-ფინალი

1 მაისი: ბარსელონა-ბაიერნი 0:3 1/2-ფინალი

25 მაისი: დორტმუნდი-ბაიერნი 1:2-ფინალი

17 სექტემბერი: ბაიერნი-ცსკა 3:0 I ტური

2 ოქტომბერი: სიტი-ბაიერნი 1:3 II ტური

23 ოქტომბერი: ბაიერნი-პლზენი 5:0 III ტური

5 ნოემბერი: პლზენი-ბაიერნი 0:1 IV ტური

27 ნოემბერი: ცსკა-ბაიერნი 1:3 V ტური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]

ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა - ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
ჰონდამ "ბოტაფოგოს" მაისურით გაიტანა და ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
2020 წლის საუკეთესო გუნდი, რომელიც გულშემატკივარმა დააკომპლექტა [PHOTO]
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
ტიაგო ალკანტარამ "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი გუნდში მისვლიდან 1 თვეში დატოვა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
სინიშა მიხაილოვიჩმა კეისუკე ჰონდა დაიწუნა
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
ჰონდა: ადვილი სათქმელია "დარჩი სახლში", მაგრამ ფინანსები...
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
ტიაგო ალკანტარა "ლივერპულს" დიდი ხნით გამოაკლდა
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ტიაგო ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
შესაძლოა, კეისუკე ჰონდა "მილანიდან" "ვალენსიაში" გადაბარგდეს
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
უცნაური ამბავი: კეისუკე ჰონდამ კამბოჯის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა და "ვიტესის" ფეხბურთელი გახდა
ტიაგო: მეზიზღება თანამედროვე ფეხბურთი...
დიდი მკერდი, დევნა და ბლომად ფული - "მილანი" იაპონურ საბურავებს არეკლამებს [VIDEO]
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ