ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სპეკულაციები: რას აპირებს დუშან უჰრინი?

სპეკულაციები: რას აპირებს დუშან უჰრინი?

"პირდაპირ ვამბობ, რომ მე და "პლზენს" მოლაპარაკება არ გვქონია. დღეს მხოლოდ "სპარტაკთან" თამაშზე ვფიქრობ"
ჩეხური გამოცემა "დენიკის" ინფორმაციას, რომ შესაძლოა, "პლზენი" თბილისის "დინამოს" თავკაცმა დუშან უჰრინმა ჩაიბაროს, საფეხბურთო წრეებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

წინაისტორია გეცოდინებათ - ახლახან ჩეხეთის ნაკრები სწორედ ამ კლუბის დამრიგებელ პაველ ვრბას ჩააბარეს. მართალია, ის სეზონს "პლზენში" ჩაამთავრებს, მაგრამ კლუბი მის შემცვლელს უკვე ეძებს. ჩეხური სპორტული მედიის ინფორმაციით, ამ პოსტზე ორი მთავარი კანდიდატია - ზდენეკ ზემანი და დუშან უჰრინი-უმცროსი.

"დუკლას" თავკაცის ლუბოშ კოზელის ვარიანტი აღარ განიხილება, რადგან თავის კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა.

რაც შეეხება ზემანს, ის იტალიაში ცხოვრობს და მაღალანაზღაურებად მწვრთნელად ითვლება. ჩეხურ კლუბებს კი გამოცდილი სპეციალისტის პირობების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.

ამგვარად, მთავარ კანდიდატურად "დინამოს" ამჟამინდელი დამრიგებელი გამოცხადდა. მეტიც, "დენიკი" წერდა, რომ "პლზენის" წარმომადგენლები თბილისშიც იყვნენ მოლაპარაკებებზე. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია "პლზენმა" არც უარყო და არც დაადასტურა.

თავად უჰრინმა კი "სპორტ ბლესკთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლის სურვილი საჯაროდ დაადასტურა:

"მე "პლზენის" მწვრთნელად? რა თქმა უნდა, ეს საინტერესო იქნებოდა, "პლზენი" ხომ ჩეხეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მაგრამ ამჟამად თქვენს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან "პლზენიდან" არავინ შემხმიანებია. ჩემი აზრით, "პლზენს" დიდი პოტენციალი აქვს და მისი მწვრთნელობა სერიოზული გამოწვევაა".

დატოვებს თუ არა უჰრინი თბილისის "დინამოს" და კარიერას სამშობლოში გააგრძელებს? ამ კითხვით "ლელომ" ჩეხ სპეციალისტს მიმართა.

"პირდაპირ ვამბობ, რომ მე და "პლზენს" მოლაპარაკება არ გვქონია. დღეს მხოლოდ "სპარტაკთან" თამაშზე ვფიქრობ", - ლაკონურად გვიპასუხა უჰრინმა და თემის განვრცობა არ ისურვა.

არადა, ბევრი კითხვა გვქონდა: რას ნიშნავდა "პლზენის" პრესსამსახურის ორჭოფული პასუხი და თავად მისი კომენტარი?

ალბათ, პაველ ვრბას მსგავსად, უჰრინიც სეზონს თბილისის "დინამოში" ჩაამთავრებს, მაგრამ რა მოხდება მომავალი სეზონის დაწყებამდე, კაცმა არ იცის. იქამდე დიდი დროა და საჩქაროც არაფერია.

სხვათა შორის, დიდი ხანია მუსირებს ვერსია, რომ უჰრინის წასვლის შემთხვევაში, გუნდს მარტვილის "მერანის" ყოფილი დამრიგებელი, აწ უკვე "დინამოს" დუბლების თავკაცი მალხაზ ჟვანია გაწვრთნის.

მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვერსიაა და არავინ ადასტურებს.

იყო სხვა ვერსიებიც, მაგრამ უჰრინი, ჯერჯერობით, "დინამოშია" და შეგირდებთან ერთად "სპარტაკთან" მატჩისთვის ემზადება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• akhali

DIR ალბათ სკოლა,მწვრთნელი,ოჯახი...ყველას. ამბიციური(მაგრამ არა ფეხბურთში)ხეპრე,მაგრამ ფეხბურთში სად იკარგება ეს ამბიცია?სპორტული თვალსაზრისით.ინტელექტის ნაკლებობა?

• DIR

akhali მაგაზე ბევრ ჭკვიან ხალხს აქვს ნაფიქრი და ჯერ ვერ გაიგო ვერავინ,რატო იწყება და მთავრდება ამათი აზროვნება X5-ით და უახლესი მოდელის ტელეფონით.ბევრი ამ ყველაფერს (და საერთოდ ყველაფერ ცუდს) საბჭოთა კავშირს და სტალინს აბრალებს,მაგრამ უფრო ასაკოვანმა ხალხმა,ვინც იმ დროს მოესწრო,მშვენივრად იცის,რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მაშინაც 1 თავით მაღლა იდგნენ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაზე (ხალხის მენტალობითაც სხვათა შორის) ასე რომ მაგ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,ეგრეა და მორჩა,საშუალო სტატისტიკური ქართველი არის გაუნათლებელი ხეპრე

• ქფფ

ეს სპეკულაციები კი არა, ჭორებია. დინამოს მწვრთნელად ჟვანია მოუხდება

• akhali

იოჰან კროფი სჭირდება დინამოს და საერთოდ ქართულ ფეხბურთს.კონსულტანტად-ალბათ ძალიან ძვირი არ დაჯდება,მაგრამ მომავალში დიდ მოგებასაც ვნახავთ!მაგრამ მენტალობა?სიზარმაცე და დაკმაყოფილება მცირედით(ილიჩევეცებით,ლოკომოტივებით...)...აი ეს როგორ აღმოფხვრათ?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება

გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"

ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი

გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ

დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის

ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს

კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა