ცნობილი გახდა "ჩემპიონთა რბოლის" ყველა მონაწილე.

ცნობილი გახდა "ჩემპიონთა რბოლის" ყველა მონაწილე. სახელგანთქმული საავტომობილო შოუ უახლოეს უქმეებზე გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება. ბოლო მიწვეული ავტომრბოლი გახდა ტანერ ფაუსტი - ამერიკელი რალისტი და დრიფტიორი, X-Games 2010-ის ოქროს მედალისტი. ტანერი ტრიუკებს ასრულებდა ფილმებში - "სიჩქარე", "ფორსაჟი", "რკინის კაცი-2" და ა. შ.

სხვა მონაწილეებს შორის არიან - სებასტიან ფეტელი, მიხაელ შუმახერი, ალენ პროსტი, სებასტიან ლოები და სხვა სახელგანთქმული პილოტები. ისინი სტადიონზე მოწყობილ სპეციალურ ტრასაზე რვა ტიპის მანქანით ირბოლებენ. ტრადიციული ROC car-ის, KTM X-Bow-ის, Solution F Prototype-ის, FJ Racecar-ისა და RX150-ის გარდა, წელს გამოიყენებენ Audi R8 LMS-ს, Porsche 911-ს და VW Scirocco-ს.

რბოლა 1988 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იმართება. მისი ორგანიზატორები არიან რალის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალი პილოტი მიშელ მუტონი და IMP-ის (International Media Productions) პრეზიდენტი ფრედერიკ იონსონი. "ჩემპიონთა რბოლაში" პირველობა ორ კატეგორიაში იმართება - პირადსა და გუნდურში.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ პირად პირველობაში გამარჯვებული DTM-ის ჩემპიონი მატიას ექსტრიომი გახდა, მაგრამ წელს მას "ჩემპიონთა რბოლაში" ვერ ვიხილავთ. გუნდურ ჩათვლაში ბოლო სამი რბოლა გერმანიის ნაკრებს აქვს მოგებული, რომლის შემადგენლობაში მიხაელ შუმახერი და სებასტიან ფეტელი ირიცხებოდნენ.

"ჩემპიონთა რბოლის" მონაწილეების სრული სია:

სებასტიან ფეტელი - ფორმულა 1-ის ჩემპიონი (2010)

მიხაელ შუმახერი - ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი

ალენ პროსტი - ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი

საბესტიან ლოები - რალიში შვიდგზის ჩემპიონი

მიკ დუენი - მოტორბლაში ხუთგზის ჩემპიონი

ტანერ ფაუსტი - რალიში X-Games-ის ჩემპიონი

ჰეიკი კოვალაინენი - ჩემპიონთა რბოლის გამარჯვებული (2004)

ტომ კრისტენსენი - ლე მანის 24-საათიანი რბოლის რვაგზის გამარჯვებული

ენდი პრიოლი - WTCC-ის სამგზის ჩემპიონი

ჯეისონ პლატო - BTCC-ის ორგზის ჩემპიონი

ალვარო პარენტე - GP2-ის ჩემპიონი

ფილიპე ალბუკერკე - A1GP-ის გამარჯვებული

იორენ ბლიკემოლენი - "პორშეს" სუპერთასის გამარჯვებული

ბარტრან ბაგეტი - "რენოს" მსოფლიოს სერიის გამარჯვებული

კარლ ედვარდსი - ნასკარის სერიის გამარჯვებული

ტრევის პასტრანა - X-Games-ის 11-გზის ჩემპიონი

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა