კლიჩკოს ვადა გადაუწიეს
ბრიტანელმა მოკრივემ დერეკ ჩისორამ გასულ უქმეებზე დაიცვა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ინტერნაციონალური ტიტული. მან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ჩეხი ონდრჟეი პალა.

ჩეხი მოკრივე ბევრით არ ჩამორჩებოდა სკანდალურად ცნობილ ბრიტანელს. მეორე რაუნდში მან ზუსტი დარტყმით გააბრუა ჩისორა და აიძულა ის, დაცვაში გადასულიყო. შეხვედრის დიდი ნაწილი მოკრივეებმა ახლო ბრძოლაში გაატარეს, მოკლე დარტყმებს ცვლიდნენ და ბევრს იბრძოდნენ კლინჩში.

მესამე რაუნდში ჩისორას დარტყმების სერიის შემდეგ, ჩეხი მოკრივე რინგის კუთხეში მეტოქესთან ზურგშექცევით აღმოჩნდა. რეფერიმ მიიჩნია, რომ პალას აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ჩისორას მიანიჭა. შესაძლოა, ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩეხს გონება არ დაუკარგავს და უბრალოდ, რინგის კუთხეში ამოსუნთქვა სჭირდებოდა.

ასეა თუ ისე, ჩისორამ კარიერაში მე-19 გამარჯვება (13 - ნოკაუტით) მოიპოვა. გასული წლის ზაფხულში, თანამემამულე დევიდ ჰეისთან წაგების შემდეგ, დერეკი ოთხჯერ ავიდა რინგზე და ოთხივეჯერ გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ყველა ნოკაუტით. მიუხედავად ამისა, ჩისორა მხოლოდ ერთი ვერსიით (WBC) შედის მსოფლიოს 15 საუკეთესო მძიმეწონოსანს შორის - ამ რეიტინგში ის მეშვიდე ადგილზეა. პალა კარიერაში მეოთხედ დამარცხდა 32 შეხვედრაში.

კლიჩკოს ვადა გადაუწიეს

მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) გადაწყვიტა გადაწიოს ბოლო ვადა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონისთვის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსთვის, როცა მან უნდა გამოაცხადოს საკრივო კარიერის გაგრძელების ან დასრულების შესახებ. წინა დედლაინი ამა წლის 30 ნოემბერი იყო.

"WBC-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა გააგრძელოს ვიტალი კლიჩკოსთვის გადაწყვეტილების მიღების ვადა 15 დეკემბრამდე, - ამბობს WBC-ის აღმასრულებელი მდივანი მაურისიო სულეიმანი. - პირველ რიგში, ეს იმით არის განპირობებული, რომ დაიწყო დღესასწაულების სეზონი და ეს ართულებს დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამირ ხანი ფლოიდ მეივეზერს ემუქრება

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
უკრაინელი ჩემპიონები სამშობლოს დასაცავად - უსიკი ინგლისიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა
ᓓᓔვᓘᓓ ᓰᓔᓘ ᓙლᓘᓩᓙᓝᓡ ᓐᓠ ᓔᓨᓕᓔბა
MMA-ში რამდენიმეს დავანოკაუტებ და კრივს დავუბრუნდები - დერეკ ჩისორა MMA-ში გადასვლისთვის ემზადება [PHOTO]
დერეკ ჩისორა: სადამდე ვუცადო უსიკს, Bellator-ში ვიჩხუბებ
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ᓓᓔᓕᓘᓓ ᓰᓔᓘ ᓕᓐᓠᓡᓙᓕᓚᓐᓕᓔᓑᓡ ᓬᓐᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓡ
კლიჩკო: საბჭოთა ჯარში მსახურობის პირველ დღეს ავტორიტეტი მოვიდა და წყლის მოტანა მიბრძანა...
კრივი: დევიდ ჰეი ბაგირებში გააძვრინეს
დერეკ ჩისორამ ბექა ლობჟანიძე 25 წამში დაანოკაუტა [VIDEO]
ფოტო-NEWS: მეეზოვე ჩისორა
რა გველოდება 2015 წელს მსოფლიო კრივში?
უსიკმა უკრაინა დატოვა და ჯოშუასთან რემატჩისთვის ემზადება, კლიჩკო სპორტსმენის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ბექა ლობჟანიძე ლონდონში დერეკ ჩისორას ეჩხუბება
საქართველო ძალიან შავ სიაში - The Sun-ის სკანდალური სტატია ქართველ მოკრივეებზე
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
ვიტალი კლიჩკო მზადაა რუსეთთან საომრად წავიდეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გმობს