საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
მეგრული გუნდების დაპირისპირებას სანახაობა და ინტრიგა არასოდეს აკლდა და მით უმეტეს, 30 ნოემბრის მატჩის შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი ჰქონდა.

თამაში ორივემ აქტიურად დაიწყო და პირველი წუთებიდანვე სტუმრებმა შეუტიეს. საპასუხო იერიშის შემდეგ მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და ეს გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ზუგდიდელებს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, უკან დასახევი გზა არც ჰქონდათ.

პირველი საგოლე მომენტი კი სწორედ მასპინძლებმა მე-7 წუთზე შექმნეს. ფარჯიკიას მიერ მარჯვენა ფლანგიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ყველას ქვარცახავამ დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი კარისკენ გადაგზავნა, თუმცა შეროზიამ ზუსტად ითამაშა.

ამ ეპიზოდს კი ზუგდიდელებმა უმალ მორიგი იერიშიც მიაყოლეს და ამჯერად კარისკენ ფარჯიკიამ დაარტყა. შეროზია კვლავ უშეცდომოდ გაისარჯა.

ცოტა ხანში ირაკლი ეხვაია აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ზუგდიდელთა შემტევმა, კარში დარტყმის ნაცვლად, რიგვავას მისამართით გააკეთა გადაცემა და მას მცველებმა დაასწრეს.

ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ ბურთი ძირითადად მაინც მოედნის ცენტრში მოძრაობდა, მარტვილელები კი კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს, რასაც ისინი მწვავე შეტევებითაც ასრულებდნენ.

მიუხედავად ამისა, სტუმრებს რეალური საგოლე მომენტი პირველ ტაიმში არც შეუქმნიათ, გარდა ერთი ეპიზოდისა, როცა სტუმართა ახალბედა შემტევი აკაკი შულაია შეხვედრის 27-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა მხრიდან გამორჩეული სწორედ შულაია იყო. შეხვედრის ბოლოსკენ სტუმრები უსიამოვნებისგან ჯერ შეროზიამ იხსნა, როცა მან ეხვაიას დარტყმული მოიგერია, ხოლო დამატებაზე სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა კარისკენ ქათამაძემ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა შეტევით დაიწყო. პირველივე წუთზე პაჭკორიამ მარტვილელთა კარისკენ სახიფათოდ გაისროლა და ბურთი კარის ჩარჩოს მცირედით ააცილა. ამ ეპიზოდიდან ორ წუთში უკვე გიორგი ხუბუამ დაარტყა ძლიერად, ბურთი კი ზემოდან გადაევლო მეტოქის კარს.

62-ე წუთზე ზუგდიდელებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს და შეტევა ჩინებულად გააგრძელა რიგვავამ. მან გზად ორი მეურვე ჩამოიტოვა და მარჯვენა ფლანგიდან ეხვაიას მისამართით გამჭოლი გადაცემა გააკეთა. აქ კი დასწრებაზე ზუსტად ითამაშა მარტვილელთა კიპერმა და ბურთი ნახტომში მოიგერია.

რაც უფრო მცირდებოდა დრო, მასპინძლები მეტოქის ნახევარზე ზეწოლას აძლიერებდნენ, ხოლო ზუგდიდელთა დამრიგებელმა გიორგი დარასელიამ ეხვაიას, ახალბედა შემტევი გიორგი ბულია შეუწყვილა.

ბულია ერთი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა რიგვავას გადაცემა კინაღამ გოლად აქცია, თუმცა მის თავურს შეროზიამაც ზუსტი რეაგირებით უპასუხა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე მასპინძელთა ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთიანად ახმაურდნენ და მთავარ არბიტრს, ჯენერი ხორავას შემოსწყრნენ. მასპინძელთა შეტევა გუნდის კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა. ის მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა ფარულავამ მაისურზე ხელით მოქაჩა და სიხარულიაც წაიქცა, არბიტრმა კი ეს მომენტი წესის დარღვევად არ მიიჩნია და თამაშის გაგრძელება ანიშნა.

შედეგი კი საბოლოოდ უცვლელი დარჩა და გუნდები ერთმანეთს ნულოვანი ფრით დასცილდნენ. ზუგდიდელთა დამრიგებლის, გიორგი დარასელიას დებიუტი წარუმატებელი არ ყოფილა, თუმცა, როგორც თავადაც საუბარში აღნიშნა, მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველი იყო, თავის გუნდს მოეგო.

მატჩის შემდეგ

გიორგი დარასელია ("ზუგდიდი"):

"წარმატებული დებიუტი მაშინ არის, როცა შენი გუნდი იგებს, მაგრამ ამის მიუხედავად, თამაშის სცენარიდან და ხარისხიდან გამომდინარე, ბიჭებს გარჯას ვერ დავუკარგავ. პირველ და მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობას აშკარად ვფლობდით, საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ დასკვნით ფაზაში, სამწუხაროდ, ზუსტნი ვერ აღმოვჩნდით და დღევანდელ თამაშში მხოლოდ ქულას დავჯერდით. შემდეგ თამაშებში ორმაგად მობილიზება მოგვიწევს, რათა ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ".

კახა ჩხეტიანი ("მერანი"):

"ზედიზედ წარუმატებელი სერიის შემდეგ ჩვენთვის სტუმრად აღებული ქულა ნამდვილად ურიგო შედეგი არაა. მართალია, უპირატესობას "ზუგდიდი" ფლობდა, მაგრამ ჩვენ ძირითადი ფეხბურთელების არყოფნის გამო სხვა არჩევანი არც გვქონდა, უნდა დავლოდებოდით ჩვენთვის სასურველ მომენტს. ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ".

ბომბარდირები

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

ი. მოდებაძე (დილა) 9

დ. გოგა (დინამო, თბ) 8

ჩისკო (დინამო, თბ) 5

თ. კაპანაძე (ტორპედო) 5

ვ. ისიანი (გურია) 5

XV ტური

4 დეკემბერი, ოთხშაბათი

ზესტაფონი-ჩიხურა

მეტალურგი-დილა

დინამო-გურია

სიონი-ზუგდიდი

მერანი-ვიტ ჯორჯია

მომზადებულია fczugdidi.ge-ის მიხედვით

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა